სიახლეები
წიგნი ჩემი მეგობარია
ბედნიერება წვრილმანებშია.
ბავშვებო ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ
მუდამ ასეთი ლაღები იყავით ბავშვებო ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ირმა ჯიბუტი ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა
ქიმიური კატასტროფები — საგანმანათლებლო პროექტი მეათე კლასში
ქიმიური კატასტროფები — საგანმანათლებლო პროექტი მეათე კლასში
მეათე კლასში ქიმიის საგნის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი თემაზე „ქიმიური კატასტროფები და მათი შედეგები“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრება.
მოსწავლეებმა იმუშავეს მსოფლიოში ცნობილ ქიმიურ და ტექნოგენურ კატასტროფებზე, მათ შორის:
• ბჰოპალის ტრაგედიაზე (ინდოეთი),
• მინამატას დაავადებაზე (იაპონია),
• ჩერნობილის ატომურ კატასტროფაზე (უკრაინა).
პრეზენტაციების დროს მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული მოვლენების მიზეზები, ქიმიური ნივთიერებების მოქმედება და მათი გრძელვადიანი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ ტრაგედიების ზეგავლენას გარემოზე, ეკოსისტემებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებულ მძიმე ზიანს.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების გაძლიერებას და გააცნობიერეს , რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიური წარმოებების კონტროლი და უსაფრთხოების წესების დაცვა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას და ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების მიმართ.
პოდკასტი-"ნაქალაქარი,რომელიც არ ჩუმდება"-,
მეათე კლასელების პოდკასტი-"ნაქალაქარი,რომელიც არ ჩუმდება"-,ეს არის პოდკასტი ქალაქზე,რომელიც დღესაც გვესაუბრება.აქ გაიგებთისტორიას,დავიწყებულ ამბებს და გაეცნობით ახალ აღმოჩენებს.
ჩვენ გავაერთიანეთ ისტორია,კულტურა და ახალგაზრდული ხედვა,რათა ძველი ქალაქები კვლავ "გაცოცხლდნენ"
მოგვყევით,მოუსმინეთ და აღმოაჩინეთ
" სხეულის გზა სივრცეში , ტრაექტორიის კვლევა " .
მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასში ჩატარდა საგაკვეთილო პროექტი თემაზე :
" სხეულის გზა სივრცეში , ტრაექტორიის კვლევა " .
რომლის მიზანი იყო, წრფივი და მრუდწირული მოძრაობის შესწავლა და დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან.
საახალწლო აურზაური
საახალწლო აურზაური
მართლმადიდებლური სკოლა დიდი სიყვარულითა და უამრავი კეთილი სურვილით გილოცავთ ახალ წელს!
ბედნიერი ,ფერადი, შინაარსიანი, საინტერესო, რწმენის ,იმედის ,სიყვარულის წელი ყოფილიყოს თითოეულისთვის.
გილოცავთ ასე "ჩვენებურად", "სხვაგნებურად" ჩვენ და ჩვენი სიცოცხლის სიხარულით გალიცლიცებული, მრავალმხრივ ტალანტიანი მოსწავლეები.
გვიყვარხართ! ირმა ჯიბუტი ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა
" ელექტროენერგიის განვითარების გზა ფრანკლინიდან ტესლამდე და მისი გავლენა თანამედროვე ტექნოლოგიებზე " .
მართლმადიდებლური სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი თემაზე :
" ელექტროენერგიის განვითარების გზა ფრანკლინიდან ტესლამდე და მისი გავლენა თანამედროვე ტექნოლოგიებზე " .
მოსწავლეებმა დააკავშირეს მეცნიერთა ცხოვრება, ნაშრომები და აღმოჩენები თანამედროვე ტექნოლოგიებთან ----- ელექტროგადაცემასთან, განათებასთან , კომუნიკაციებთან და ინდუსტრიასთან. კიდევ უფრო გააცნობიერეს მეცნიერული იდეების მნიშვნელობა ტექნოლოგიური პროგრესისათვის.
საუკეთესო მოსწავლეები
- 4
სასწავლო გეგმა ერთწლიანი
- სასწავლო გეგმა ერთწლიანი
პროექტი "საქართველოს კარიბჭე"
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა პროექტი "საქართველოს კარიბჭე" ჩვენს საქართველოში, მასწავლებელი თამარ თავბერიძეკლასის ხელმძღვანელი მარინა ოჩიგავა.
ბავშვებმა წარმოადგინენ საუკეესო ნამუშევრები
მადლობა ჩემო ყოჩაღებო, საუკეთესოები ხართ, მიყვარხართ თამარ მას. გვიყვარხართ
9
პროექტი "საქართველოს კარიბჭე"
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა პროექტი "საქართველოს კარიბჭე" ჩვენს საქართველოში, მასწავლებელი თამარ თავბერიძეკლასის ხელმძღვანელი მარინა ოჩიგავა.
ბავშვებმა წარმოადგინენ საუკეესო ნამუშევრები
მადლობა ჩემო ყოჩაღებო, საუკეთესოები ხართ, მიყვარხართ თამარ მას. გვიყვარხართ
პროექტი მათემატიკაში " მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
მართლმადიდებლური სკოლის მე-7კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინენ პროექტი მათემატიკაში " მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა" მასწავლებელი მარინა ოჩიგავა, კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ჯიბუტი.
მოსწავლეებმა წარმოადგინენ საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც ზუსტად პასუხობდა აღნიშნულ თემას, დაინახენ რა გავლენა აქვს მათემატიკას სპორტში
მადლობა ჩემო ყოჩაღებო შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვის და გულისხმიერებისთვისმიყვარხართ
ოთარ ჭილაძის პოეზიის საღამო
"მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,
რაც დღეს მეკუთვნის იმასაც ვკარგავ, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ გარეშე ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად."
ოთარ ჭილაძის პოეზიის საღამო
XI VII
მადლობა, რომ შეიყვარეთ და გაითავისეთ დიდი მოაზროვნისა და შემოქმედის ქმნილებანი
ერთი ინოვაციური მომავალი
150+ ახალგაზრდა • 3 მუნიციპალიტეტი • ერთი ინოვაციური მომავალი
მადლობა მხარდაჭერისთვის!
ეს დასაწყისია — წინ კიდევ ბევრი ახალი იდეაა!
ინდიელების გვირგვინები დაამზადება
ინდიელების გვირგვინები დაამზადეს I კლასის მოსწავლეებმა
პროექტი-ჩემი საყვარელი ავტორი.
,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებულ ხუხულას ჰგავს. ყველას,ვინც კი გვხვდება,თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ,ანდა პირიქით,მიაქვს. და ვაი,რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები,რომლებიც ორი ხელით,უბით,მთელი კალთით იტაცებენ იმას,რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…”
მართლმადიდებლური სკოლის V კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნანუკა თავართქილაძე) განახორციელეს პროექტი-ჩემი საყვარელი ავტორი. გააცოცხლეს საყვარელი შემოქმედის რევაზ ინანიშვილის ტექსტების (,,მირანდუხტი”, ,,უკუღმა დაჭედილი”, ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები”, ,,ჩიტების გამომზამთრებელი”) გმირები და მაყურებელი ამოგზაურეს მის არაჩვეულებრივ სამყაროში.
კვირეულის მესამე დღე – სპორტის გაკვეთილი!
კვირეულის მესამე დღე – სპორტის გაკვეთილი!
მეთერთმეტე კლასელებმა მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს აქტიური და ენერგიული სპორტის გაკვეთილი.
შეხვედრის მიზანი იყო ვარჯიშისა და მოძრაობის მნიშვნელობის წარმოჩენა — რა როლს თამაშობს ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობაში და როგორ ეხმარება მოძრაობა ენერგიისა და ხალისის შენარჩუნებაში.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თამაშში, ვარჯიშსა და გუნდურ აქტივობაში,, რომლებიც თანამშრომლობას და სპორტულ სულისკვეთებას აძლიერებდა.
კვირეული კვლავ გრძელდება — შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე!
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
მე- 12 კლასელები ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველის ,საზოგადო მოღვაწის ,პუბლიცისტის, ნოვატორის ,დროსთან შეწონილი საქმიანობით გამორჩეული პიროვნების ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმის დირექტორმა ბატონმა გიორგიმ ისეთი სიყვარულითა და მაღალი სულიერი შინაარსით ისაუბრა დიდ ქართველზე, როგორ გავიდა 2 საათი არ გაგვიგია, უდიდესი მადლობა მას.
შემდეგ დავესწარით რობერტ სტურუას სპექტკლს -"მიჯაჭვული პრომეთე".
სიკეთის ,სულიერი თვალსაზრისით მაინც ,უძლეველობის რწმენაზე.
სიკეთისთვის, გაწეული უანგარო დახმარებისთვის, დაფინანსებისთვის(მგზავრობის, ბილეთების)მადლობა ჩემს გამორჩეულ მოსწავლეს,(ყოფილი არ არსებობს).რომელმაც კიდევ ერთხელ მაგრძნობინა ,რომ არ კვდება ლამაზი არსი ჩვენი სიცოცხლისა-სიკეთე, უკან ათასგვარად გიბრუნდება.
მადლობა თამთა ჯანხოთელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის, ამ დღეს ბევრი რამ იყო, იყო მრავალგვარი ემოცია, მათი ინსპირატორი თქვენი ხართ.
პროექტი-ჩემი საყვარელი ავტორი.
,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებულ ხუხულას ჰგავს. ყველას,ვინც კი გვხვდება,თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ,ანდა პირიქით,მიაქვს. და ვაი,რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები,რომლებიც ორი ხელით,უბით,მთელი კალთით იტაცებენ იმას,რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…”
მართლმადიდებლური სკოლის V კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნანუკა თავართქილაძე) განახორციელეს პროექტი-ჩემი საყვარელი ავტორი. გააცოცხლეს საყვარელი შემოქმედის რევაზ ინანიშვილის ტექსტების (,,მირანდუხტი”, ,,უკუღმა დაჭედილი”, ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები”, ,,ჩიტების გამომზამთრებელი”) გმირები და მაყურებელი ამოგზაურეს მის არაჩვეულებრივ სამყაროში.
სიახლეების არქივი
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ყველა
