სიახლეები

          • ერთი ლამაზი დღე

          • ერთი ლამაზი დღე ჩემს მე-6-ე კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად

            სამშობლოს სიყვარული შენი კუთხის სიყვარულით იწყება... სწორედ სამშობლოს სიყვარულის, მამულიშვილობის, უანგარო ერთგულების მაგალითია ექვთიმე თაყაიშვილი...ჩვენ გვიყვარს გურია

          • Key Consulting-ის ლიდერთა სკოლა

          • გაიცანით დასავლეთ საქართველოს ლიდერი მოსწავლეები და პედაგოგები, გამორჩეულად ინტელექტუალური მოსწავლეები და მათი საამაყო პედაგოგები.

            დღეს, მათ მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში, რომელიც ამჯერად ბათუმში ჩატარდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

            პროექტში მონაწილეობენ გამორჩეული პედაგოგები და მოსწავლეები მთელი საქართველოდან, რომლებიც არამხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც აქტიურები არიან.

            მოსწავლეებს და პედაგოგს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ვულოცავთ, წარმატებულ მონაწილეობას.

            შეუერთდით ინტელექტუალურ პროექტს მოსწავლეებთან ერთად, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ მეტად გუნდურები და გამოიმუშაონ ახალი უნარები.

          • "ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები."

          • მართლმადიდებლური სკოლის მე-7 კლასი მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას ესტუმრა პროექტით- "ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები."

            ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნებზე, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გააცვნეს მათ სიახლეები, საინტერესოდ ისაუბრეს ახლადმიღებულ მხატვრულ ლიტერატურაზე.

            მადლობა თანამშრომლობისთვის, დამოკიდებულებისთვის, თქვენი დამსახურებაა, რომ ბავშვების საყვარელი საგანმანათლებლო სივრცეა ბიბლიოთეკა და ყოველთვის სიხარულითა და გაუნელებელი ინტერესით მოდიან ჩვენი მოსწავლეები აქ.

          • სამშობლოს სიყვარული შენი კუთხის სიყვარულით იწყება...

          • ერთი ლამაზი დღე ჩემს მე-6-ე კლასის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად

            სამშობლოს სიყვარული შენი კუთხის სიყვარულით იწყება... სწორედ სამშობლოს სიყვარულის, მამულიშვილობის, უანგარო ერთგულების მაგალითია ექვთიმე თაყაიშვილი...ჩვენ გვიყვარს გურია

          • "რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა!"

          • "რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა!"

            ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის VIII კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - მადონა ზაქარეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ფატი ბერძენიშვილი) ექსკურსიით იმყოფებოდნენ იმერეთში, დავით კლდიაშვილის სახლ - მუზეუმში და განახორციელეს პროექტი - "შემოდგომის აზნაურები".

          • ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა" ,

          •  

            ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა" , სადაც იასპარეზეს მე-3 , მე4, მე-5,მე-6,მე7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. მადლობა გუნდებს საინტერესო თამაშისთვის

          • ჩვენი „მარგალიტები“ – ტრადიციების სურნელით სავსე მოგზაურობა.

          • ჩვენი „მარგალიტები“ – ტრადიციების სურნელით სავსე მოგზაურობა.

            წარმოგიდგენთ პროექტის „მარგალიტები“ ვიდეორგოლს, რომელიც შეიქმნა ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ.

            ვიდეო ასახავს ტრადიციების გაცოცხლების პროცესს და ახალგაზრდების ინტერესს კულტურული მემკვიდრეობისადმი.

            პროექტი განხორციელდა ახალგაზრული იდეის და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.

          • გოდერძი ჩოხელის შემოქმედება.

          • 16.10.2025. ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ივლიტა ჯიბუტის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტმა (მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი) გამართა ლიტერატურული საღამო , რომელიც მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას . ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები . ივლიტას ფონდმა კაბინეტს გადასცა თანხა ექსკურსიის და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

          • გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო-"დარდების შემგროვებელი".

          • უსაზღვრო მადლიერება ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდს.

            გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო-"დარდების შემგროვებელი".

            საღამოზე მე-6 და მე-7 კლასებმა( ხელმძღვანელები :ხ.ჯიბუტი, მ.ოჩიგავა). წაიკითხეს მწერლის ლექსები, მოთხრობები, მოამზადეს შემოქმედების ამსახველი კოლაჟები.

            ღონისძიებას ესწრებოდა ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი დეკანოზი გიორგი ჯიბუტი.

            მამა გიორგიმ დააფინანსა საღამოს მონაწილე მოსწავლეები.

            მე-6 კლასი ესტუმრება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსა და ვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

            დაესწრება სპექტაკლს.

            მე-7 კლასი 21 სექტემბერს ესტუმრება ნ.ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს, დაესწრება მუზიკლს ლ.მესხისშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

            მადლობა მამა გიორგის არაერთხელ გაწეული მხარდაჭერისთვის, არაერთი საინტერესო და შინაარსიანი დღისთვის.

            მომავალი განათლებაშია.

          • "ერთი დღე მასწავლებლის ამპლუაში".

          • 6.10.2025წ.ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში ,მე_9 კლასში ჩატარდა პროექტი მათემატიკაში "ერთი დღე მასწავლებლის ამპლუაში". გაკვეთილის თემა "პროცენტი". მასწავლებლის როლი მოირგო მე9კლასის მოსწავლემ მარიამ ჯინჭარაძემ. პროექტი მიეძღვნა მასწავლებლის დღეს.

            გაკვეთილი ჩატარდა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ინტერესით და მაღალი პასუხისმგებლობით.

            მადლობა მე_9კლასის მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის