საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მამუკა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მინიფეხბურთის ტურნირში II ადგილისთვის ა(ა) იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დაჯილდოვდეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელით.
სიახლეები
სარაიონო შეჯიბრი მინიფეხბურთში,გუნდი" სამრევლო"
გილოცავ, ირაკლი.
გილოცავ, ირაკლი.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ,ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ირაკლი ძმანაშვილი საქართველოს ბანკისა და მაკ ჯორჯიას სტიპენდიანტია.მესამეზე წარდგენილია, დარწმუნებული ვარ, მალე აიღებს
ვულოცავთ ჩვენს საამაყო ბიჭს წარმატებებს , ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.
ასეთ ახალგაზრდებს შეუძლიათ ქვეყნის ღირსეული მომავლის შექმნა.
შენ - სისხლო ჩემო - შენი ღვაწლია, რამაც აქამდე კი მოაღწია: სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია... და ისიც, - რაც მტერს წარუტაცნია..."
დაუვიწყარი ტური ისტოროულ საქართველოში დაგეგმა, მამა საბასთან ერთად თითოეულის ინტერესი და შესაძლებლობა გაითვალისწინა, ემოციურად დამუხტა, გიდიც ფანტასტიკური აირჩია,განუმეორებელი დღეები გვაჩუქა, ყველაფერი იყო, გაოცება, აღტაცება, სინანული, სიამაყე, ეკლის გორგალი ყელში, გაბრაზებაც , მონატრებაც, დიდი ქართველების ემოციური განცდაც.
მადლობა, ირმა, დაუვიწყარი დღეებისთვის, ყველას ემოციის მოვლისა და პატრონობისთვის, დამოკიდებულებისთვის, ერთად ყოფნის სიხარულიანი წუთებისთვის, ცის გადარბაზებისთვის, ღვინიასავით რომ კინაღამ გადავიჩეხეთ იმისთვისაც და ჟანდარმს რომ ჩავხედე ცისფერ თვალებში იმისთვისაც.
შეუდარებელი მენეჯერიაო,-ამბობდა მზიკო.
მამა საბამ ,ჩვენი სკოლის სულიერმა ლიდერმა და დიდმა მოამაგემ ბათუმში სიურპრიზი დაგვახვედრა.
ჩვენი ერთად ყოფნის სიხარულისა და მაღალი სულიერი შინაარსის მქონე დღეების თანამონაწილე , შემოქმედია სკოლაში მოსვლის წამიდა.
მადლობა ,მამა საბა.
გვიყვარხართ ,გვეიმედებით.
დედამიწის დღე — ჩვენთან სკოლაში
დედამიწის დღე — ჩვენთან სკოლაში
ჩვენს სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა!
მოსწავლეებმა კვირის განმავლობაში განიხილეს გარემოს დაცვის თემები, ისწავლეს, როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს ბუნებაზე და აქტიურად ჩაერთვნენ მრავალფეროვან აქტივობებში:
მოამზადეს პრეზენტაციები გარემოს დაცვაზე.
ითამაშეს ეკო-თემატური გუნდური თამაშები.
დაწერეს დედამიწისთვის მილოცვები და სურვილები.
შექმნეს თემატური ნახატები მწვანე პლანეტის შესახებ.
ბევრი გაიგეს ეკოლოგიაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე და ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე.
8
აბიტურიენტი-2025.
შთაბეჭდილებებით სავსე, ემოციური, შემეცნებითი , შინაარსიანი დღეები დაუვიწყარი იქნება მე-12 კლასელებისთვის.
იყო საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეებში ლექტორებთან, სასულიერო პირთან, მწერლების შთამომავლებთან, ფსიქოლოგებთან.
საინტერესო პროგრამების გაცნობა ინტერაქციით.
კინომსახიობთა თეატრის მსახიობების შეუდარებელი არტისტიზმით მოხიბვლა,ეს დღეები ემოციის მრავალგვარობით გამოირჩეოდა.
მადლობა ,პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერს და ყველას, რომლებმაც ესთეტიკური ბედნიერებით სავსე დრო გვიწილადეს.
მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, დაფინანსებისთვის.
წარმატებები თქვენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში.
პატივისცემით აბიტურიენტი-2025.
5
თემაზე “თვითრეალიზაცია და ემოციური რეგულაცია”.
გაიმართა შეხვედრა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლისა და “ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის” მე-12 კლასის მოსწავლეებთან, თემაზე “თვითრეალიზაცია და ემოციური რეგულაცია”.
შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოცდილების საფუძველზე შეხებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს: აბიტურიენტობას და მასთან არსებულ ემოციურ მდგომარეობებს, მომავლის პერსპექტივას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
ტრენინგის მიმდინარეობისას წახალისებული იყო მონაწილეებს გაეცნობიერებინათ საკუთარი პიროვნების კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტი, შეხებოდნენ საკუთარ შინაგან საყრდენებს და დაენახათ გარემოში არსებული მხარდამჭერთა სისტემა.
მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც დამხმარეა ემოციური რეგულაციისთვის სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაში.
აზროვნების აკადემია თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას და კეთილდღეობას
"ტვინების ბრძოლა"V კლასი
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე_5_ე კლასის მოსწავლეებს:ელენე ხაბულიანს, თეკლა ცინცაძეს, საბა ბარამიძეს, ანასტასია საჯაიას, ნატალი ყაჭეიშვილს ვულოცავ "ტვინების ბრძოლა"-ის ფინალში გასვლას. წარმატებები ჩემო სიყვარულებო, იბრწყინეთ და იკაშკაშეთ. მიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და დეკანოზი ნოე გუგუციძე, რომლებმაც ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
დოკუმენტის მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც CIU-ში ჩაირიცხებიან, 40%-იან შიდა გრანტს გამოუყოფს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს. გარდა მოსწავლეებისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ცენტრის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის განახორციელებს გადამზადების პროგრამებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აწერენ.
შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თემით - „სკოლიდან უნივერსიტეტამდე - გამოწვევები და მოლოდინები“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა თემით - „განვლილი პროექტების პროზენტაცია“ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე თემით - „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის გზაზე“.
ღონისძიების დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ - გავლისთვის მსმენელები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
შეხვედრას სასულიერო პირები, დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"Spelling Bee" - პირველი ეტაპი!
"Spelling Bee" - პირველი ეტაპი!
ჩვენს სკოლაში წარმატებით ჩატარდა "Spelling Bee"-ს პირველი ეტაპი. მონაწილეებმა გამოავლინეს შესანიშნავი ცოდნა და მონდომება! გამარჯვებულები განაგრძობენ გზას შემდეგ ეტაპზე. მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და წარმატება მათ, ვინც პირველი ეტაპი გადალახა!
Best of luck to all the participants!
1
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა ☑️მონაწილეები ჩოხატაურიდან და ქუთაისიდან წარმატებით შეირჩნენ და ამერიკის საელჩომაც უკვე დაგვიდასტურა ვიზა, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდ სცენაზე გავდივართ საასპარეზოდ!
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი-" XI ჟამის მუშაკნი" ფინალშია.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი-" XI ჟამის მუშაკნი" ფინალშია.
კონკურსში -ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი ირინე ნინიძე) კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა და ფინალისტი გახდა.
ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას, ვამაყობთ კაპიტნით(პაპუნა ჯინჭარაძე), რომელმაც.7-დან 7 -ს უპასუხა.
მადლობა გუნდის ხელმძღვანელს საქმიანობისთვის.
ჩვენო საამაყო ბავშვებო, ღირსეულო ფინალისტებო, არაერთხელ გაგეხარებინოთ თქვენი გულშემატკივარი სკოლა.
გვეამაყებით, მუდამ თქვენ გვერდით გვიგულეთ.
სიახლეების არქივი