ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი
,,შეიყვარე ჯადოსნური სიტყვები"
სამრევლო სკოლის დერეფნებში ჯადოსნური სიტყვებით დატვირთულმა მატარებელმა ჩამოიარა,მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან სიტყვებს არიგებდნენ,როგორიცაა :გამარჯობა, მადლობა,მიყვარხარ,ბოდიში,ნახვამდის და სხვა.
საგაკვეთილო თემა ეხებოდა ჯადოსნური სიტყვების მნიშვნელობას,სწორად გააზრებასა და გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქტივობის მიზანი : მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. საგაკვეთილო თემის უკეთ გააზრება, თითოეული მათგანის ჩართვა და დაინტერსება.
ვფიქრობ, საინტერესო აქტივობა გამოგვივიდა, ჩვენი ყოჩაღი მე-3 კლასელები ნებისმიერ დავალებას დიდი ინტერესითა და სიხარულით ასრულებენ - მადლობა პატარა მერცხლებს!