სასკოლო სპორტულ კვირეულში აქტიურად ჩართნენ ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები..
სიახლეები
სპორტული აქტივობა
- 1
II კლასი
II კლასი
საგანი: ქართული ენა
მოსწავლეებმა მოირგეს პინოქიოს ნიღაბი და ერთად, ხალისით გავეცანით მის საოცარ თავგადასავალს
მასწავლებელი : თამარ მინდაძე
უყვარხარ და ეამაყება შენს სკოლას.
გილოცავთ, აკა, უნივერსიტეტის ჯილდოს.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა ულოცავს თავის საუკეთესო ნაწილს საამაყო უნივერსიტეტის ჯილდოს ,წარმატება და გამარჯვება ყოფილიყოს შენი მშვენიერი და საინტერესო სამყაროს თანამგზავრი.
უყვარხარ და ეამაყება შენს.სკოლას.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის უცხო ენების კათედრამ ენების ევროპული დღე აღნიშნა.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის უცხო ენების კათედრამ ენების ევროპული დღე აღნიშნა.
On 26 September, people across Europe celebrate the European Day of Languages, a time to recognize the continent’s cultural and linguistic diversity. The day reminds us of the value of learning languages throughout our lives and how they help us connect with others, expand our knowledge, and strengthen our communities. Speaking several languages also improves job opportunities, supports travel and mobility, and promotes fairness and social unity — with teachers playing a key role in making this vision possible.
(Inspired by the European School Education Platform Newsletter)
„ეკოლოგია, განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები კოლეჯ „ჰორიზონტში“
„ეკოლოგია, განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები კოლეჯ „ჰორიზონტში“
მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ერთიანდება ინიციატივაში „ბუნების მეგობრები“ , კოლეჯ „ჰორიზონტს“ ესტუმრნენ ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის III კლასის მოსწავლეები.
მათ ჩართულობა ჰქონდათ პრაქტიკულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც გულისხმობდა მცენარეების დარგვასა და მათი მოვლის ტექნოლოგიების გაცნობას.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებას, შრომითი უნარების განვითარებას და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ აგრძელებს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ემსახურება მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურისა და ცოდნის განმტკიცებას.
ფილმის, „ეროვნული გამოცდების” პრემიერას.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უმასპიმძლებს გიორგი მრევლიშვილის ფილმის, „ეროვნული გამოცდების” პრემიერას.
პრემიერა 28 სექტემბერს, კინო საქართველოში 13:00 საათზე გაიმართება.
„ეროვნული გამოცდების” საერთაშორისო პრემიერა უკრაინაში Docudays UA-ს კინოფესტივალზე შედგა.
სეანსის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ფილმის რეჟისორთან.
დასწრება სრულიად თავისუფალია!
ქუთაისში შევხვდებით!
Kutaisi International Short Film Festival presents the premiere of Giorgi Mrevlishvili’s film “National Exams.”
The premiere will take place on September 28 at Cinema Sakartvelo at 13:00.
“National Exams” had its international premiere at the Docudays UA Film Festival in Ukraine.
After the screening, there will be a Q&A with the film’s director.
Attendance is completely free!
See you in Kutaisi!
გილოცავთ! გმადლობთ ,მასწავლებელო!
ულოცავს მართლმადიდებლური სკოლა თავის გამორჩეულ პედაგოგს ღირსეულად განვლილი გზის დაფასებასა და აღიარებას.
თინა მასწავლებელი თავისი პროფესიონალიზმით, ესთეტიკური მრწამსით, მიუწვდომელი სიმშვიდითა და არისტოკრატიზმით მუდამ ინარჩუნებს მოუგერიებელ ხიბლს, მაგალითის ძალას კოლეგისა თუ მოსწავლისათვის.
გაგვიმართლა ,ის ჩვენი საყვარელი მასწავლებელია , ის მოსწავლეების რჩეული მასწავლებელია , უყვართ და ეამაყებათ.
გილოცავთ! გმადლობთ ,მასწავლებელო!
სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
გპირდებით ბავშვობის დაუვიწყარ, საინტერესო, მრავალფეროვან ყველაზე ლამაზ დღეებს.
პირველკლასელებო, ბედნიერი იყოს ცოდნის ბილიკზე თქვენი პირველი ნაბიჯები.
ზარის რიტმში იწყება გზა ცოდნისაკენ, ახალი თავგადასავლისაკენ.
ძვირფასო მშობლებო, გმადლობთ, რომ გვანდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მომავალი, გეგულებოდეთ თქვენი შვილები ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი კეთდება, მათ თვალებში სიკეთის ,სიყვარულის, სილაღის შუქი რომ არასოდეს ჩაქრეს.
ჩვენ ერთად შევქმნით ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის დაუვიწყარ ისტორიას.
გვიყვარხართ!
გილოცავთ , ჩვენი სკოლის საამაყო თაობავ!
გილოცავთ , ჩვენი სკოლის საამაყო თაობავ!
კიდევ ერთი თაობის წარმატებით ხარობს ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა, ისინი თავიანთი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ ღირსეულად , იმედიანად , გვჯერა მტკიცე ნაბიჯებით ,თავდაჯერებით, შრომით, ნაყოფიერი აქტივობით, დიდი მიზნებით, მაღალი სულიერი შინაარსით გააგრძელებენ გზას ცოდნის მწვერვალებისკენ!
არასოდეს შეწყვეტილიყოს თქვენი სვლა დინების საწინაღმდეგოდ, ყველა ბარიერი უჭირველად და ურცხვენელად დაგეძლიოთ, ყველა სირთულე საჯილდაო ქვად გექციოთ თქვენი შესაძლებლობების, არასოდეს გაგნელებოდეთ რწმენა ,სადღაც არის იისფერი თოვლი, არაფერს გაეტეხოს თქვენი ნება, ყოფილიყავით მუდამ ჩვენი ქვეყნის ძლიერი ჭირისუფალი.
წინ შეცნობილი აუცილებლობისა და ვნებათაღელვის უსასრულობისაკენ!
წინ შორი თეთრი მწვერვალისაკენ!
წინ ტრფობის მთისაკენ!
მუდამ ეკაშკაშოს, ჩვენო საამაყო ბავშვებო, თქვენს თვალებში "უსახელო შუქს", სიყვარული რომ ჰქვია სახელად და დედამიწას ატრიალებს.
გ ვ ი ყ ვარხართ!
დღეს შენი, ჩვენი სკოლა ამაყია თქვენ გამო, თქვენით.
ახლა კი მათი გზების მისამართები:
1)აკა ბერულავა -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკოლოგია-100% 2)მარიამ უნგიაძე -თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი -მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები -100%. 3)მარიამ ჯინჭარაძე -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -დიპლომირებული მედიკოსი-100%. 4)მარიამ მეფარიშვილი -კავკასიის უნივერსიტეტი -ჯანდაცვის მენეჯმენტი -70%. 5) დავით შეწირული -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -გეოლოგია-50%. 6)ლიზი კობიძე-საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი -აგრონომია და სატყეო საქმე, მევენახეობა, მეღვინეობა -50%. 7)ზუკა გოგიბერიძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსები-50%. 8)საბა სიხარულიძე -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -მეცხოველეობა.9)ნიკა კიკვაძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -მენეჯმენტი. 10)ნინი ჩხიკვაძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართალი. 11)ნია კვაჭანტირაძე-ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი -ფილოლოგია. 12)საბა ჯინჭარაძე -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -ტურიზმი. 13)თორნიკე ანთიძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ფინანსები. 14) ლიკა ბედინეიშვილი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობა. 15)ლიზა ბერძენიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ფილოლოგია. 16)ლუკა ცინცაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრანსპორტი. 17)გვანცა დოლიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითები. 18)ნიკა ტრაპაიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის მენეჯმენტი. 19)მაია კუტუბიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტი. 20)მარიამ ხაბეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართალი. 21) ნიკა უნგიაძე -გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - მენეჯმენტი. 22)ნინი წერაძე-ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალი. 23)მარიამ ჯინჭარაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითები.
სიახლეების არქივი
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ივნისი 2023
- ყველა
