ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის სააქტო დარბაზში მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მე-5 კლასელებმა საინტერესოდ, ემოციურად, ბუნებრივად, ინდივიდუალიზმით ითამაშეს ეპიზოდები მოთხრობიდან-"ჩემი თავგადასავალი", წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს კოლაჟები პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი.
მადლობა ყველას ,ვინც ბავშვებზე ზრუნავსა და ფიქრობს, ვისაც მათი მხარდაჭერა შეუძლია.
აპრილში მე-5 კლასელები აღნიშნული პროგრამით გაემგზავრებიან საჩხერის მუნიციპალიტეტში , აკაკის სახლ-მუზეუმში .
მადლობა არაჩვეულებრივ მე-5 კლასს.