იამაყეთ, ჩოხატაურს მუდამ პირველი მასწავლებელი ჰყავს.
15 წელია ტარდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ინტელექტუალური კონკურსი-"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".
15 წელია ანასტასია ძნელაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს კონკურსში სკოლის ორი გუნდი.
ყოველ წელს გამარჯვებულია.
ეს მასწავლებლისა და მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომის, პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების შედეგია.
ანასტასიამ ჩოხატაური მთელ საქართველოს გააცნო, უკვე ყველა რეგიონი იცნობს მას და ბავშვებს ,როგორც დაუმარცხებლებს.
გამორჩეულია უბრალოებითა და თავმდაბლობით, თორემ 10 მასწავლებელს ეყოფა მისი წარმატება.
კონკურსის დამსახურებაა, რომ ბავშვები კითხულობენ წმინდა წერილს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია , ბევრი რამის სიღრმისეული წვდომა, არაერთხელ მოილოცეს იერუსალიმი, იმოგზაურეს იტალიაში.
ანასტასია საჩუქარია სამრევლო სკოლის და არამარტო სკოლის, მუნიციპალიტეტის.
ვუსურვებ კვლავ უამრავ წარმატებას.
იამაყეთ, თქვენ გამორჩეული მასწავლებელი გყავთ, რომელიც არასდროს თმობს პირველობას ,ღირსეულად იმარჯვებს , უამრავ ბავშვს ჩუქნის ინტელექტუალურ სიხარულს.