• საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის თვითმმართველობამ სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.

            საბჭოს წევრებმა წინასწარ დაგეგმეს აქტივობები და სხვადასხვა კლასებთან ერთად განახორციელეს ის.

            თითოეულმა კლასმა დამსწრე საზოგადოების წინ წარმოადგინა მთათთვის სასურველი ნომერი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოსთან და მის დამოუკიდებლობასთან.

            მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის და მოსწავლეებს აქტივობებში მონაწილეობისთვის

            ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა

          • კიდევ ერთ ლამაზ თაობას ემშვიდობება სკოლა.

          • დასრულდა უჩვეულო ზარის წკრიალთან შეთანხმებული სკოლის ჩვეული რიტმით ცხოვრება, სწავლა და გართობა, ქება და საყვედური, მხიარული ექსკურსიები და გამოცდების ციებ-ცხელება, არდადეგების სიხარული და მეგობრებთან განშორებით გამოწვეული ბავშვური სევდის ელდა-დღეები.

            კიდევ ერთ ლამაზ თაობას ემშვიდობება სკოლა.

            ძვირფას მოგონებებად ქცეულ დღეებს თქვენი ბავშვობის კერა შემოგინახავთ.

            ჩვენო ღირსეულო, ნიჭიერო, ულამაზესო, ღირებულებებით სავსე ახალგაზრდებო,,გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს. ბედნიერების "უსახელო შუქი" არასოდეს ჩაგქრობოდეთ თვალებში.

            მადლობა ,რომ გიყვარდათ და გულშემატკივრობდით სკოლას, ალამაზებდით თქვენი ინდივიდუალიზმით, თავისთავადობით, ხიბლით, ერთად ვუმკლავდებოდით პრობლემებს და ხელს არ ვუშვებდით, ვუსმენდით ერთმანეთს და ვერ გაგების გაგებასაც ვცდილიბდით .

            მადლობა ფერადი ,სულისკვეთებით, იუმორით, სიხარულით, გემოვნებით, ემოციებით აღსავსე დღისთვის-ბოლო ზარისთვის-ერთად ყოფნის სიხარული რომ კიდევ ერთხელ განგვაცდევინა.

            მადლიბა თქვენს მშობლებს სკოლის მხარდაჭერისა და ჭირისუფლობისთვის.

            მადლობა თქვენს კლასის ხელმძღვანელს გულშემატკივრობისთვის, მოთმინებისთვის, შემოქმედებითი დღეებისთვის.

            მადლობა ირმა ჯინჭარაძესა და რეზი ბერძენიშვილს , თამარ მინდაძეს, თითოეულ მასწსვლებელს, რომლებმაც ერთი წუთი მაინც დაუთმო თქვენზე ფიქრს,

            გვერდით დგომისთვის.

            გისურვებთ:

            არასოდეს უღალატოთ თქვენს თავს.

            არასოდეს უღალატოთ იდეებს.

            ჭეშმარიტება ეძებოთ ჩვეულებრივის მიღმა, თვალხილულის მიღმა.

            "აუცილებლად იქნება კედლები, რომელთა დანგრევას მოინდომებთ"

            არ შეგეშინდეთ!

            რწმენა, იმედი და სიყვარული -უდიდესი ქრისტიანული სათნოებანი -თანამდევი ყოფილიყოს თქვენი ლამაზი სიცოცხლის.

            გვიყვარხართ, ვიცი ჩვენთან არაერთხელ დაგაბრუნებთ ბავშვობასთან შეხვედრის დაუძლეველი სიხარული.

            სიყვარულით თქვენი ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა

          • STEM კლუბი

          • 20 მაისი...ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა...საოცრად ნიჭიერი ბავშვები, რომელთა გვერდით დგომით, მონდომებით , ინტერესითა და ძალისხმევით , სკოლის დირექტორის @ ირმა ჯიბუტის დიდი მხარდაჭერით სკოლაში ფუნქციონირებს STEM კლუბი . კლუბის წევრებმა რამდენიმე პროექტის ( "შუქნიშანი", "ჭკვიანი ურნა " და "სიგნალიზაცია " )) პრეზენტაცია განახორციელეს თანატოლებთან , უმცროსკლასელებთან და დიდი მოტივაციაც შეუქმნეს მათ.

          • ტრენინგი თემაზე ”ემოციური რეგულაცია”.

          • ჩოხატაურის სამრევლო სკოლის 17-18 წლის მოსწავლეებისთვის „აზროვნების აკადემიაში” ჩატარდა ფსიქოლოგიური შინაარსის ტრენინგი თემაზე ”ემოციური რეგულაცია”.

            ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გამოცდილების მიღების საფუძველზე მიიღეს ცოდნა და გადასინჯეს დამოკიდებულება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ემოციების მნიშვნელობა და ემოციების სუბიექტურობა; გამოცდილების განზოგადება და შეცდომები აზროვნებაში; გამოცდილებები, რომელიც გვათრიგერებს; ბრაზის მნიშვნელობა და გამოხატვის სუბიექტურობა, გამოცდილების, აღზრდის სტილის, ტემპერამენტის გავლენა აღქმაზე.

            მონაწილეები გავარჯიშდნენ შეგრძნებებისა და ემოციების იდენტიფიცირებაში;

            „აზროვნების აკადემია" ინტენსიურად თანამშრომლობს სკოლებთან და სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ფსიქოლოგიისა თუ ლიტერატურის მიმართულებით.

          • შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება. "მეგობრობა გზად და ხიდად."

          • ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კომპანია ლიბო გრუპის დამფუძნებელსა და დირექტორს მარიამ დუდუჩავას, რომელიც სკოლის დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი გულშემატკივარია, მან უამრავი აქტივობა და ექსკურსია დაგვიფინანსა, მრავალგზის გაუხარებია ჩვენი სკოლის მოსწავლეების გული. იგი გახდა წლის სამრევლოელი და გვინდა მცირდი საჩუქრით გამოვხატოთ მადლიერება მის მიმართ.

             

             

            დიდ მადლობას ვუხდით სასწავლო ცენტრ- პასკალის დამფუძნებელსა და დირექტორს,დავით ადამაძეს. რომელმაც საგანმამათლებლო სივრცე გახდა მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში.

            ორგანიზაცია პასკალის სასწავლო ცენტრი აჯილდოებს მართმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს- ბერძენიშვული სოლომონი,მარიამ ჯინჭარაძე, თათია თოდრია,დაჩი მეგრელიშვილი ლიზი ჯინჭარაძე

            ასევე აჯილდოებს ნიკო მარის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი ცინცაძეს robo cup junior euro 2024 ში მონაწილეობისათვის.

             

            ჩვენი სკოლისათვის ქუთაისი ასოცირდება მერაბ კვიცარიძესთან,იგი ჩვენი მუდმივი გულშემატკივარი და მეგობარია,რომელიც ყოველთვის გვიჭერს მხარს,მადლობას ვუხდით ბატონ მერაბს დამოკიდებულებისთვის, უანგარობისთვის,უშურველად და გულწრფელად გაღებული სულის სითბოსთვის.

            უყვარხართ სამრევლო სკოლას და ეიმედებით.

             

            ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის დიდ მეგობარს, რომელმაც დაიჯერა ჩვენი სკოლის მომავალი და არაერთხელ შეგვაშველა ხელი.

            გვიყვარხართ , ბატონო ვლადიმერ და ვამაყობთ თქვენთან მეგობრობით.

             

             

            დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ჯონი ბარამიძეს,რომელთანაც ჩვენს სკოლას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს და არაერთი სიკეთე გვახსოვს მისგან.

            გვიყვარხართ და გემადლიერებათ ჩვენი სკოლა.

             

             

            გვინდა,მადლობა გადავუხადოთ ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს,დეკანოზ გიორგი ჯიბუტს,რომელიც სკოლას გულშემატკივრობს მისი შექმნის დღიდან, დააფინანსა არაერთი პროექტი და ღონისძიება უამრავჯერ გაუფერადა დღეები ბავშვებს .მისი ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი სამრევლო სკოლასთან.

            გვიყვარხართ ,მამა გიორგი და გვინდა , დღეგრძელი გვყავდეთ .

             

             

            ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის დიდ მეგობარს, რამაზ მსახურაძეს, ჩუმად კარგ კაცს,რომელიც ყვოველთვის გვერდით გვიდგას და არაერთ ბავშვს გაუფერადა დღეები.

            გვიყვარხართ , ბატონო რამაზ და გვახებს ,რომ ჩვენს სკოლასთან მეგობრობთ.

             

            მეგობრობისა და სიკეთის მაგალითს, სკოლის უპირობო გულშემატკივარს,მხარდამჭერს ,ქომაგს, იღუმენია მარიამს, ვუხდით მადლობას გაწეული შრომისა და გვერდით დგომისთვის.იგი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს ერთ საუკეთესო მასწავლებელსა და წლის საუკეთესო მოსწავლეს.

            გვიყვარხართ, ვამაყობთ თქვენათან ურთიერთობით.

             

            ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდს გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვის, მოსწავლეების მოტივაციისათვის.

             

             

             

          • დაჯილდოება „მეგობრობა გზად და ხიდად“

          • ხელოვნების სასახლეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

            გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები. მათ ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.

            მერია ყოველთვის ეხმარება სკოლას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას გაწეული შრომისათვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.