სიახლეები

          • გილოცავ !

          • გილოცავ !

            ანა თოდრიამ ამერიკის 7 უნივერსიტეტიდან თანხმობა მიიღო სრული დაფინანსებით.

            ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-12 კლასელი, ოქროს მედლის კანდიდატი, ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, გამორჩეული პიროვნება, სკოლის ყველა ღონისძიების, პროექტის, აქტივობის სულისჩამდგმელი, გულშემატკივარი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ,შემოქმედებითად მუხტავს ,რასაც ეხება ,ჩვენი სკოლის თავმოწონება ანა თოდრია ამერიკის ერთ -ერთ უნივერსიტეტში ისწავლის .მას

            7 უნივერსიტეტიდან მოუვიდა თანხმობა სრული დაფინანსებით , ანუკი აპირებს სწავლა გააგრძელოს ფორდჰემის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (60 000 $ დაფინანსება წელიწადში).

            ვულოცავთ წარმატებას, დიდი გზის ღირსეულ დასაწყისს.

            ჩვენს მიზანდასახულ ანას მტკიცე ნაბიჯებით ევლოს მომავლისაკენ , არასოდეს გაწყვეტილიყოს ის დიდი სულიერი კავშირი მასსა და საქართველოს შორის, რომელიც დაგვიბრუნებს ჩვენს საამაყო გოგოს.

          • გვიყვარხარ, პატრიარქო!

          • გვიყვარხარ, პატრიარქო!

            კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს",-ამ ფრაზაში საქართველოს არაერთი პატრიარქის ტრაგიკული ბედი ცხადდება.

            დღეს საქართველო ეთხოვება ეპოქის შემოქმედს, დიდებულებით დიდებულ სინათლეს, სულიერ ხერხემალს,ეკლესიის ავტოკეფალიისა და ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობისთვის მებრძოლსა და მედროშეს, მუდამ რომ ცდილობდა, საზოგადოებაში გაეღვიძებინა სამყაროს გამამთლიანებლი ძალის რწმენა, სულისკვეთება.

            "პაწაწკინტელა" ნათელსაც კი ხედავდა ადამიანში და მის სამყაროსთან დამოკიდებულებას აწესრიგებდა, შინაგანი წონასწორობის უმთავრესი საყრდენის -სიყვარულის გადარჩენისთვის იღვწოდა ნახევარი საუკუნე მიუწვდომელი უბრალოებით.აშენებდა , ქმნიდა, ასწავლიდა, სიცოცხლისუნარიანს ხდიდა ,რასაც ეხებოდა, სული საქმით მეტყველი.

            მიუხედავად იმისა ,რომ თანამედროვე საქართველო ხშირად იძლეოდა საბაბს სიმკაცრისა , ამ დროსაც არ ჰკარგავდა მისი ხმა სითბოსა და სიყვარულს, ერის მანკიერებათა დაძლევის გზებს მამობრივი მზრუნველობით ეძებდა.

            გულით ატარებდა ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს ,მათი გულწრფელი და უანგარო სამსახური მიაჩნდა თავის უპირველეს მისიად , ფიქრის საგნად, ცხოვრების წესისა და არსებობის ფორმის განმსაზღვრელად.

            ღირსების ცოცხალმა ხატმა უმრუდო გზით იარა ნახევარი საუკუნე დროისთვის შეწონილი ღვაწლით .

            მიზანი ერთი ჰქონდა, გვეცხოვრა წმინდა ცხოვრებითა და გვევლო მართალი გზით.

            გულიც ბევრჯერ ატკინეს, ხან მხილება არ აპატიეს ,ხანაც დუმილი, მადლიერების გამოხატვაც ხშირად ავიწყდებოდათ, საყვედურის -არა.

            მაინც ჯიუტად უყვარდა საქართველო ,წავიდა ისე, ერთი საყვედური არ დასცდენია მის მიმართ, მხოლოდ ეს უთხრა:"მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე, სხვამ გააკეთოს უკეთესად".

            დღეს სრულიად საქართველო გლოვობს, ცრემლით, მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით, აქამდე ვერ ნათქვამის გამო სინანულით, იმედის, რწმენის ბურჯს ეთხოვება.

            ცრემლმორეული გემშვიდობება თქვენი ლოცვა-კურთხევით დაარსებული ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლაც.

            გული გწყდებოდათ, არც ერთ მასწავლებელს ჩემთვის თავზე ხელი არ გადაუსვამსო, არ ჩამხუტებიაო...სითბო და სიყვარული აჩვენეთ ბავშვებსო, სთხოვდით მასწავლებლებს.

            გპირდებით, თქვენ რომ გინდოდათ თქვენს ბავშვობაში , ისეთი სკოლა ვიქნებით.

            გვიყვარხართ, ჩვენო სიყვარულისფერო პატრიარქო.

            მადლობელი ვართ ჩვენზე მამობრივი ზრუნვისთვის.

            ვინც გიყვარს, ის არსად მიდის, სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში.

            ჩვენი სკოლა მუდამ შეინახავს და გაუფრთხილდება თქვენს ხსოვნას.

            სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა.

          • გიორგი მრევლიშვილის "ეროვნული გამოცდები"

          • ხვალ, 4 მარტს, ამსტერდამში IDFA-ს Het Documentaire Paviljoen-ში ორი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

            ► გიორგი მრევლიშვილის "ეროვნული გამოცდები" და თიკუ კობიაშვილის "ზვიად ცეცხლაძე".

            ჩვენებების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც გიორგი მრევლიშვილთან ერთად ელენე მიქაბერიძეც მიიღებს მონაწილეობას.

            ეს შეხვედრა სპეციალური კინოჩვენებების სერიის ნაწილია, სახელწოდებით „კინო ალყაში“ (Cinema Under Siege).

            ხვალინდელი პროგრამის ფოკუსია საქართველოში მომიტინგეების - მათ შორის სტუდენტების, ექიმების, ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების - ბოლოდროინდელი დაკავებები და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი რეჟისორები.

          • პროექტი — სპექტაკლი „ჰალდე-ლაჰილ“

          • თებერვლის ტრაგიკული დღეების ხსოვნა ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის ტკივილთან, სიამაყესთან და თავისუფლებისადმი უსაზღვრო სიყვარულთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ სულისკვეთებით, ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი — სპექტაკლი „ჰალდე-ლაჰილ“, შექმნილი დათო ტურაშვილის ნაწარმოების მიხედვით.

            ეს არ იყო მხოლოდ თეატრალური წარმოდგენა… ეს იყო ემოციური მოგზაურობა ისტორიაში. ბრძოლა თავისუფლებისთვის, ერთგულების, სიმამაცისა და ღირსების ცოცხალი გაკვეთილი. სცენაზე გაცოცხლდა იმ თაობის ტკივილი და იმედი, რომელმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. თითოეულმა სიტყვამ, თითოეულმა მზერამ და ჟესტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობაა და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

            ჩვენი ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ საქართველოს მომავალი თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ და შეგნებულ თაობას ეკუთვნის. მადლობა მათ ამ სულიერი ძალის, პატრიოტიზმისა და ისტორიისადმი სიყვარულისათვის.

            გვახსოვდეს წარსული, რათა ღირსეულად ვაშენოთ მომავალი