მთავარი გვერდი
პირველი ივნისი ჩვენს სკოლაში დაუვიწყარ დღედ იქცა!
პირველი ივნისი ჩვენს სკოლაში დაუვიწყარ დღედ იქცა!
ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განსაკუთრებული და ძალიან სახალისო აქტივობები გაიმართა. ამ დღის მთავარი გმირები თავად მოსწავლეები იყვნენ, მათ ერთი დღით მასწავლებლების, დირექტორის, მოადგილისა და სასწავლო ნაწილის როლები მოირგეს.
სკოლის დერეფნებში მთელი დღე ისმოდა სიცილი, მხიარული დიალოგები და „სასწავლო პროცესიც“ სრულიად განსხვავებული განწყობით მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ძალიან შემოქმედებითად და ხალისიანად გააცოცხლეს სასკოლო სიტუაციები, შექმნეს უამრავი სახასილო მომენტი და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად ნიჭიერები და აქტიურები არიან.
გიყვარდეთ თქვენი ენა, მამული და სარწმუნოება.
ჩვენო ციმციმა ვარსკვლავებო, თქვენი პატარა ნაბიჯები ერთ დღეს დიდ წარმატებად გადაიქცევა.
ეს წელი მხოლოდ გაკვეთილები არ ყოფილა.
იყო სიცილი, ჩახუტებები, ცრემლიც, სიხარულიც და უთვალავი დაუვიწყარი წუთი.
გიყვარდეთ თქვენი ენა, მამული და სარწმუნოება
გილოცავთ!
გილოცავთ!
მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა-"მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი"- კონკურსში -"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"-პირველი ადგილი დაიკავა .ისინი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმოგზაურებენ.
"მოწყალე სამარიტელი" კი მე-4 ადგილზე გავიდა.გუნდი საქართველოს ეკლესია-მონასტრებს მოილოცავს.
ვულოცავთ გუნდებს წარმატებას, ვუსურვებთ არაერთხელ ესახელებინოთ თავიანთი სკოლა, რომელსაც ეამაყება ეს ნიჭიერი თაობა.
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-17 შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება გაიმართა
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-17 შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეძღვნებოდა. საღამო დასრულდა წარჩინებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოებით სხვადასხვა ნომინაციაში. საღამოს ესწრებოდნენ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები.
ბოლო ზარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, მოადგილე ლევან ჩხიკვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხელოვნების სასახლეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო.
18
პარტნიორები
https://mes.gov.ge/
https://naec.ge/#/ge/index
https://emis.ge/
http://www.tpdc.ge/geo/
https://rustaveli.org.ge/
https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/
http://mandaturi.gov.ge/
https://eqe.ge/ka
https://patriarchate.ge/
http://chokhatauri.ge/
https://bibliocat.ge/
http://schoolcat.ge/
https://www.facebook.com/profile.php?id=100003705193363
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
