• ახალი წელი -2024

          • ახალი წელი - ახალ იმედებთან, სიხარულსა და ოცნებებთანაა დაკავშირებული. სამრევლო სკოლის მეორე,მესამე,მეოთხე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დამდეგს.

          • შემოქმედებითი, ორიგინალური ღონისძიებებით, თანამშრომლობისა და თაობებს შორის ურთიერთობების მაღალი კულტურით გამორჩეული სკოლა

          • შემოქმედებითი, ორიგინალური ღონისძიებებით, თანამშრომლობისა და თაობებს შორის ურთიერთობების მაღალი კულტურით გამორჩეული სკოლა

            დღეს კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი იყო.

            სამრევლო სკოლის სიძლიერე და დასაყრდენი:

            ბებიების კლუბი, ახალგაზრდული ფრთა, მშობელთა კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დებატების კლუბი-ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში ეჯიბრებოდა.

            (გამარჯვებულ გუნდს გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდება პრორექტორები)

            მადლობა, ჩვენო ძვირფასო მშობლებო, ბებიებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო, გამორჩეული დღისთვის.

            შევხვდებით გაზაფხულის ჩემპიონატზე.

          • ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

          • ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

            გ ი ლ ო ც ავ თ !

            პოლიტიკურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის გრძნობდა თავს ამ სივრცის ნაწილად,რომ არა რუსეთის მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია დიდი ხნის წინ ვიქნებოდით ევროპული ოჯახის წევრი.ქართველი ერის ნება ვერაფერმა გატეხა, კვლავ წარვდექით "ევროპის წინაშე არა მოწყალებისთვის, არამედ უფლებისთვის".

            წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ყველას ჩვენს ტერიტორიაზე მოგვეგოს ომი ხორცისა და სულის დისციპლინით, მიზანზე ორიენტირებით, ნაყოფიერი აქტივობით, სამართლიანობის გამძაფრებული მოთხოვნით, ღირსების გამახვილებული გრძნობით.

            შრომით.შრომით.შრომით.

          • ანა კალანდაძე -99

          • ანა კალანდაძე -99

            როგორც ჩვენი წინაპრების ხმა და ხატება ჩვენდა შეუმჩნევლად აირეკლება ხოლმე და გამოისახება ჩვენში, ასევე ძველი ქართული ენის მადლიანი აჩრდილი თავს ადგას ახალს და მისგან განუშორებელია.

            განუშორებელია ქართული ენის მოუგერიებელი ხიბლი ანას პოეზიისაგან.

            99 წელი რა არის სიტყვის დიდოსტატისთვის, უშურველად, გამეტებულად რომ მიუძღვნი მაღალი სულიერი შინაარსის ყოველ სიტყვას.

            დღეს ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ნ.ბერძენიშვილი ანას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, 100 წლის იუბილის სამზადისსაც საფუძველი ჩაეყარა.

            მადლობა ,ქლბატონო ნათია, საინტერესო იდეებისთვის.

            მადლობა საბა ჯინჭარაძეს და სამრევლო სკოლის არაჩვეულებრივ ,პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულ ბავშვებს.

            აბა, არ გემშვიდობებით, შევხვდებით 100 წლის საიუბილეო საღამოზე.

          • პროექტი - "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება."

          • ნებისმიერი დროის ლიტერატურა თავისი თანამედროვე ეპოქის სარკეა.XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ ვითარებას ასახავს. ალბათ გვახსოვს, რით დამთავრდა საქართველოსთვის XVIII საუკუნე და რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ქართველი ერის ცხოვრებაში 1801 წელს. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური არსება, მოისპო. ამ საუკუნიდან ქართველ ერს თავისი სრული ცხოვრება აღარ ჰქონდა. მისი მოქმედება, აზრი, ფიქრი, მისწრაფება მარტო ერთ რამეში გამოიხატებოდა - სიტყვაკაზმულ მწერლობაში. იგი შეიქმნა ერთადერთი მხარე ცხოვრებისა, რომელიც ამ ცხოვრების ვითარების უტყუარი, ხელოვნური გამომხატველი იყო.

            სამრევლო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა გვამოგზაურეს მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონში და განახორციელეს პროექტი - "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება."