• შეხვედრა ფილოსოფოს ავთანდილ ძამაშვილთან.

          • შეხვედრა ფილოსოფოს ავთანდილ ძამაშვილთან.

            თემა:კონსუმერიზმი, ყოფნა და ფლობა.გაუცხოება..

            ფიქრის გასაოცარი კულტურა, კრიტიკული აზროვნების მასტერკლასი, მსჯელობის , ანალიზის, პრობლემების იდენტიფიკაციის უიშვიათესი უნარები.

            მადლობა ყოველი წუთისთვის, მადლობა ნააზრევის ასეთი კულტურით მოწოდებისთვის, მადლობა ფიქრი რომ დაგვასაქმებინეთ.

            წარმატებები თქვენს არაჩვეულებრივ ელენესთან ერთად.

            ელენიკო, გვიყვარხარ და ამაყი ვარ თქვენით, თქვენ გამო

          • შიდა საკლასო კონკურსი მათემატიკაში.

          • ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში 9, 10, 11 კლასებში ჩატარდა შიდა საკლასო კონკურსი მათემატიკაში. თითოეული კლასიდან მონაწილეობდა ორ-ორი გუნდი. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში და მონაწილეობას მიიღებენ შიდა სასკოლო კონკურსში.

            მეორე ტურის საკონკურსო პროგრამა შეირჩა9,10,11 კლასებისთვის ერთნაირი სიძლიერის საპოგრამო მასალისგან.

            პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი მარინა ოჩიგავა.

          • პროექტი - "სიყვარული შობს სიყვარულსა"

          • სიყვარული ყველაზე ლამაზი, სათნო და ღვთაებრივი გრძნობაა. ბედნიერებაა მისით არსებობა. როცა გიყვარს, ადამიანი ხარ და როცა უყვარხარ - ღმერთიო. ამ მშვენიერ განცდას ეხება სამრევლო სკოლის V კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი - "სიყვარული შობს სიყვარულსა", იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან "იავნანამ რა ჰქმნა?!"

            უღრმესი მადლობა მე-5 კლასის მოსწავლეების მშობლებს. საოცარი ადამიანები ხართ. მიხარია, რომ მომეცა თქვენთან ურთიერთობის საშუალება.

            მადლობა, თამთა მასბედნიერებაა შენთან ურთიერთობა, ჩემო სიყვარულის გოგო

            მადლობა, მაკა მას, ყველაფრისთვის

            განსაკუთრებული მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს

            მე, თქვენ, ძალიან მიყვარხართ!!!