სიახლეები

          • პროექტი — სპექტაკლი „ჰალდე-ლაჰილ“

          • თებერვლის ტრაგიკული დღეების ხსოვნა ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის ტკივილთან, სიამაყესთან და თავისუფლებისადმი უსაზღვრო სიყვარულთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ სულისკვეთებით, ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი — სპექტაკლი „ჰალდე-ლაჰილ“, შექმნილი დათო ტურაშვილის ნაწარმოების მიხედვით.

            ეს არ იყო მხოლოდ თეატრალური წარმოდგენა… ეს იყო ემოციური მოგზაურობა ისტორიაში. ბრძოლა თავისუფლებისთვის, ერთგულების, სიმამაცისა და ღირსების ცოცხალი გაკვეთილი. სცენაზე გაცოცხლდა იმ თაობის ტკივილი და იმედი, რომელმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. თითოეულმა სიტყვამ, თითოეულმა მზერამ და ჟესტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობაა და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

            ჩვენი ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ საქართველოს მომავალი თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ და შეგნებულ თაობას ეკუთვნის. მადლობა მათ ამ სულიერი ძალის, პატრიოტიზმისა და ისტორიისადმი სიყვარულისათვის.

            გვახსოვდეს წარსული, რათა ღირსეულად ვაშენოთ მომავალი

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

            მესამე დღე

            მესამე დღეს ჩვენს სკოლას კვლავ ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული აკა ბერულავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი

            ამჯერად მან ჩაატარა პრაქტიკული პრეზენტაცია თემაზე — როგორ მოვამზადოთ და ჩავატაროთ ეფექტური პრეზენტაცია

            აკამ მოსწავლეებს გაუზიარა მნიშვნელოვანი რჩევები:

            როგორ დავალაგოთ სათქმელი სტრუქტურულად;

            როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური მასალა სწორად;

            როგორ შევინარჩუნოთ აუდიტორიის ყურადღება;

            როგორ ვიმოქმედოთ თავდაჯერებულად გამოსვლისას.

            შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება და სასარგებლო რჩევები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ

            მადლობა აკას ღირებული რჩევებისთვის!

          • "არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა..."

          • "არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა..."

            დღეს, კლასის საათის ფარგლებში, მე-6 კლასში ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: „1921 წლის 23 თებერვალი —გმირი იუნკერები.

            მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ახალგაზრდები, რომლებმაც კოჯორსა და ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი შესწირეს. პრეზენტაციის დროს ისაუბრეს იმაზე, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და თავდადება.

            • ორგანიზატორი: კლასის ხელმძღვანელი მარინა ოჩიგავა

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

            მეორე დღე

            დღეს გვესტუმრნენ მარიამ უნგიაძე და მარიამ ჯინჭარაძე

            მარიამ უნგიაძე არის თავისუფალი უნივერსიტეტიის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.

            მან მოსწავლეებს ზოგადად გააცნო უნივერსიტეტი, მისი უპირატესობები, სასწავლო გარემო და შესაძლებლობები

            შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, როცა მან ჩაატარა მცირე ლექცია „აზროვნების მათემატიკური წესის“ მიხედვით — მოსწავლეებმა საკუთარი ლოგიკური და ანალიტიკური უნარები პრაქტიკაში გამოსცადეს

            მარიამ ჯინჭარაძე კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

            მან დეტალურად ისაუბრა სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციფიკაზე, სასწავლო პროცესის სირთულეებსა და პასუხისმგებლობაზე. ასევე გაუზიარა აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილება — მოლოდინები, განცდები და რეალობა სტუდენტური ცხოვრების შესახებ

            ორივე შეხვედრა იყო ძალიან შთამაგონებელი და პრაქტიკული. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოტივაცია საკუთარი მომავლის დასაგეგმად

            მადლობას ვუხდით მომავალი "პინგვინები" ჩვენს კურსდამთავრებულებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის!

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

          • კურსდამთავრებულებთან შეხვედრების კვირეული

            პირველი დღე

            მართლმადიდებლურ სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული აკა ბერულავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი

            აკამ მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ფაკულტეტის სპეციფიკა და ის საგნები, რომლებიც ეკოლოგიის მიმართულებით ისწავლება.

            შეხვედრის ფარგლებში მან ჩაატარა საინტერესო ლექცია განმანათლებლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ემანუელ კანტის ფილოსოფიაზე

            ლექციაზე განხილული იყო კანტის იდეები გონების, მორალისა და თავისუფლების შესახებ, მისი ხედვა უმწიფრობიდან გამოსვლაზე, თავისუფალ ადამიანსა და საზოგადოებაზე.

            შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი — მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები თავიანთ კითხვებზე

            მადლობა გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის!

          • ქიმიური კატასტროფები — საგანმანათლებლო პროექტი მეათე კლასში

          • ქიმიური კატასტროფები — საგანმანათლებლო პროექტი მეათე კლასში

            მეათე კლასში ქიმიის საგნის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი თემაზე „ქიმიური კატასტროფები და მათი შედეგები“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრება.

            მოსწავლეებმა იმუშავეს მსოფლიოში ცნობილ ქიმიურ და ტექნოგენურ კატასტროფებზე, მათ შორის:

            • ბჰოპალის ტრაგედიაზე (ინდოეთი),

            • მინამატას დაავადებაზე (იაპონია),

            • ჩერნობილის ატომურ კატასტროფაზე (უკრაინა).

            პრეზენტაციების დროს მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული მოვლენების მიზეზები, ქიმიური ნივთიერებების მოქმედება და მათი გრძელვადიანი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ ტრაგედიების ზეგავლენას გარემოზე, ეკოსისტემებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებულ მძიმე ზიანს.

            პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების გაძლიერებას და გააცნობიერეს , რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიური წარმოებების კონტროლი და უსაფრთხოების წესების დაცვა.

            მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას და ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების მიმართ.

          • პოდკასტი-"ნაქალაქარი,რომელიც არ ჩუმდება"-,

          • მეათე კლასელების პოდკასტი-"ნაქალაქარი,რომელიც არ ჩუმდება"-,ეს არის პოდკასტი ქალაქზე,რომელიც დღესაც გვესაუბრება.აქ გაიგებთისტორიას,დავიწყებულ ამბებს და გაეცნობით ახალ აღმოჩენებს.

            ჩვენ გავაერთიანეთ ისტორია,კულტურა და ახალგაზრდული ხედვა,რათა ძველი ქალაქები კვლავ "გაცოცხლდნენ"

            მოგვყევით,მოუსმინეთ და აღმოაჩინეთ