ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ისტორიის გაკვეთილზე, ისტორიული პერსონაჟები მოვიწვიეთ.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს მათთვის საინტერესო ისტორიული ადამიანები: ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია, ნამეტანია ბერძენიშვილი,მარო მაყაშვილი, ანა ფრანკი ,ქართველი მეფე- დედოფლები, ეგვიპტელი დედოფლები და სხვა.
მოირგეს სამოსი, წარადგინეს პრეზენტაციები და წარმოაჩინეს თავიანთი იდეები.
არც ერთი იდეა შემიზღუდავს,მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ არჩევანსა და პრეზენტაციებში .ვფიქრობ,არასდროს დაავიწყდებათ,ისტორიული პერსონაჟების სტუმრობა გაკვეთილზე.
