21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
სიახლეები
ერთად ვქმნით ფერად სამყაროს
- 5
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
19.03 2025წ. ,ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები“-ამ მოტივით შეიკრიბნენ მთავარ ბიბლიოთეკაში ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის V კლასის მოსწავლეები ქართული ენის პედაგოგ ნანა მგალობლიშვილთან ერთად. ბავშვებმა მოკლედ ისაუბრეს მათ მიერ წაკითხული წიგნის შინაარსის შესახებ, თუ რა მოეწონათ მასში და რატომ ურჩევდნენ თავიანთ მეგობრებს ამ წიგნის წაკითხვას. ბიბლიოთეკარებმა მათ შეურჩიეს წასაკითხად საბავშვო წიგნები და მოკლედ გააცნეს მათი შინაარსი. ბავშვები დაინტერესდნენ შერჩეული ლიტერატურით და გამოთქვეს წაკითხვის სურვილი.
6
"მე-11 ჟამის მუშაკი"
"მე-11 ჟამის მუშაკი"-ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი დღეს ზუგდიდის წმ.გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდს შეხვდა ,
გაიმარჯვა და ნახერვარფინალის საგზური მოიპოვა.
ვულოცავთ გუნდსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა ნინიძეს კიდევ ერთ წარმატებას.
ვამაყობთ თქვენით ,წინ ფინალისაკენ ღირსეული ნაბიჯებით გევლოთ!
მუდამ თქვენ გვერდით სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგების გუნდი.
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
დღეს მე-6 კლასმა თავისი საყვარელი წიგნები წარუდგინა მე-5 კლასს და რეკომენდაცია გაუწია მათთვის საყვარელ მწერლებს.
ისაუბრეს პერსონაჟებზე, მხატვრულ მახასიათებლებზე, აზრობრივ შინაარსზე, უპასუხეს შეკითხვებს.
მე-5 კლასელებმა აარჩიეს მათთვის საინტერესო ნაწარმოებები, შეაფასეს პრეზენტატორები.
13
შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.
ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და შემართება გამოიჩინეს ამ მნიშვნელოვანი სპორტული სახეობისადმი. გამოვლინდა გამარჯვებულები.პირველი ადგილი დაიკავა ზუკა გოგიბერიძემ, მეორე ადგილი- ანდრია მგალობლიშვილმა
4
''ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტო"
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის სააქტო დარბაზში მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მე-5 კლასელებმა საინტერესოდ, ემოციურად, ბუნებრივად, ინდივიდუალიზმით ითამაშეს ეპიზოდები მოთხრობიდან-"ჩემი თავგადასავალი", წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს კოლაჟები პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი.
მადლობა ყველას ,ვინც ბავშვებზე ზრუნავსა და ფიქრობს, ვისაც მათი მხარდაჭერა შეუძლია.
აპრილში მე-5 კლასელები აღნიშნული პროგრამით გაემგზავრებიან საჩხერის მუნიციპალიტეტში , აკაკის სახლ-მუზეუმში .
მადლობა არაჩვეულებრივ მე-5 კლასს.
შეხვედრა მწერალთან
ემოციებით დატვირთული დღე,საოცარი გარემო ,არაჩვეულებრივი ადამიანებიმადლობა ამ დაუვიწყარი დღისთვის პოეტ Gizo Tavadzeს, საუკეთესო მასპინძლობისთვის.
12
ერთი დღე თეატრში
ემოციებით დატვირთული დღე,საოცარი გარემო ,არაჩვეულებრივი ადამიანებიმადლობა ამ დაუვიწყარი დღისთვის პოეტ Gizo Tavadzeს, საუკეთესო მასპინძლობისთვის, ბატონ დავით ბუაძეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასს, უკიდეგანო მადლობა ჩვენს შესანიშნავ პედაგოგს, საოცარ ნანა მგალობლიშვილი ს გაწეული შრომისთვის და ლამაზი დღისთვის მადლობა მშობლებს
განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს, უნიჭიერეს, უთბილეს მეხუთე კლასელებს, მადლობა მეექვსე კლასის ფერია გოგონებს გიმრავლოთ ღმერთმა ლამაზი დღეებიძალიან, ძალიან დიდი მადლობა Ramazi Ungiadze ს კეთილსინდისიერი მომსახურებისთვის
12
მე-7 კლასი
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.სიხარული და ბედნიერი მომავალი თქვენ ჩემო საუკეთესოებო.
1
მე-5 კლასი
ბედნიერი და წარმატებული წელი ჩემო სიყვარულებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
1
მეორე კლასი
საშობაო ზღაპარი
მეორე კლასი
ხელმძღვანელი: ირინე ნინიძე
13
მესამე კლასი
მართლმადიდებლური სკოლის
მესამე კლასი გილოცავთ
დამდეგ ახალ წელს
ჩემო პატარებო
13
,,სათაგური"
,,სათაგური"
პირველი კლასი
7
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ისტორიის გაკვეთილზე, ისტორიული პერსონაჟები მოვიწვიეთ.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ისტორიის გაკვეთილზე, ისტორიული პერსონაჟები მოვიწვიეთ.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს მათთვის საინტერესო ისტორიული ადამიანები: ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია, ნამეტანია ბერძენიშვილი,მარო მაყაშვილი, ანა ფრანკი ,ქართველი მეფე- დედოფლები, ეგვიპტელი დედოფლები და სხვა.
მოირგეს სამოსი, წარადგინეს პრეზენტაციები და წარმოაჩინეს თავიანთი იდეები.
არც ერთი იდეა შემიზღუდავს,მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ არჩევანსა და პრეზენტაციებში .ვფიქრობ,არასდროს დაავიწყდებათ,ისტორიული პერსონაჟების სტუმრობა გაკვეთილზე.
ანა კალანდაძის დასკვნითი საღამო
ანა კალანდაძის 100 წლის საიბულიეო საღამო
ქართული პოეზიის დედოფალი - ანა კალანდაძე
ქართული პოეზიის დედოფალი - ანა
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“....
პირველი და მეორე კლასი
ხელმძღვანელი: თამარ მინდაძე
ირინა ნინიძე
9
პროექტი ,,შეხედე ცაა ძალიან ლურჯი”!
პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,შეხედე ცაა ძალიან ლურჯი”!
პროექტი ,,სხვა საქართველო სად არი?"
პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,სხვა საქართველო სად არი?"
მადლობა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
გულთბილი მასპინძლობისთვის
16
შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი, ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
მართლმადიდებლური სკოლის მე-7,მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დიდი პატივისცემით განახორციელეს პროექტი - "პოეზიის დედოფალი" ,რომელიც მიეძღვნა ჩვენი რაიონის მკვიდრის ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
მათემატიკის კლუბის ფინალური ტური
27 ნოემბერს მათემატიკის კლუბის მიერ ჩატარდა ფინალური ტური 8, 9, 10 და 11 კლასებს შორის მათემატიკაში. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. გამარჯვებული გუნდი "შერეკილები" და ყველაზე პატარა მონაწილე გუნდი " პარაბოლა" დასაჩუქრდა ექსკურსიით ბაკურიანში პროექტის ხელმძღვანელისგან
3
სიახლეების არქივი
