ხელოვნების სასახლეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები. მათ ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
მერია ყოველთვის ეხმარება სკოლას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას გაწეული შრომისათვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
