დღეს გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდები : ,,მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი "და "მოწყალე სამარიტელი , გადავიდა შემდეგ ეტაპზე გილოცავთ ბავშვებო ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ წარმატებებს
სიახლეები
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
კლასის საათი „არა ძალადობას!“
მე-3კლასში, ჩატარდა კლასის საათი „არა ძალადობას!“ . ვისაუბრეთ ძალადობის სხვადასხვა სახეებზე . ვუყურეთ ფილმს, ვიმსჯელეთ, ყველამ ერთად ვუთხარით -"არა" ძალადობას!
თავიანთი დამოკიდებულება ნახატებით გამოხატეს.
კლასის საათს ესწრებოდა მშობლეთა კომიტეტის წევრი.
მადლობა ქალბატონ იას თანამშრომლობისათვის.
6
პროექტი:,,ჩემი საყვარელი პოეტი ".💛💚💜
მე -9 და მე-10 კლასმა განახორციელა პროექტი:,,ჩემი საყვარელი პოეტი ".
4
,,გახდი არქეოლოგი"
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე მინი პროექტი
,,გახდი არქეოლოგი"
მოსწავლეებს დაევალათ საკუთარი რაიონის,სოფლის ტერიტორიებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის შესახებ ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.
აღნიშნული პროექტის მიზანი :მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიას, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, ჩაატერეს გამოკითხვები,შეაგროვეს ინფორმაციები.
შექმნეს არქოლოგიური დასურათებული ჟურნალები.
მოირგეს არქეოლოგის როლი, წარმოადგინეს საინტერესო მასალა,პრეზენტაციები მოამზადეს ელექტრონულად Power Point -პლატფორმის გამოყენებით .
პრეზენტატორები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით : ორიგინალური პრეზენტაცია, საინტერესო თხრობა და სხვა.
აღნიშნულ პროექტს დაესწრო სკოლის პრორექტორი - ირმა ჯიბუტი და ძალიან საინტერესო იდეები მიაწოდა მოსწავლეებს.

მადლობა ყველა მოსწავლეს, აქტიურობისა და შრომისთვის! თქვენ ხართ საუკეთესოები, ინდივიდუალურები, გონიერები, ფერადები,ჭკვიანები და ძალიან მიყვარხართ!
ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ წარმატებებს!
მხიარული სტარტები
სამრევლო სკოლის მოსწავლეთა თვიმმართველობის ინიციატივით 23 მარტს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით "მხიარული სტარტები " ჩატარდა. მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ. დრომ მხიარულად და საინტერესოდ გაირბინა ,გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა, რომელსაც თასი და სიგელი გადაეცა. მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობას საინტერესო აქტივობისთვის, რომელიც ტრადიციად იქცევა.

15
ისტორიის სასკოლო კონფერენცია: ,,ჰეროდოტე"
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლისა და სსიპ მუჟავას თემის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, Zoom პლატფორმის საშუალებით, გაიმართა ისტორიის სასკოლო კონფერენცია: ,,ჰეროდოტე"
აღნიშნული კონფერენციის მიზანი : ურთიერთანამშრომლობითი უნარების განვითარება, ისტორიკოსის როლის მორგება, ისტორიული კვლევის ჩატარება, ისტორიულ წყაროთა შესწავლა,გაანალიზება.
კონფერენციის მონაწილეები და საპრეზენტაციო თემები:
1,,პირველი ევროპელები და საქართველო"- ნიკა კიკვაძე
2,,ძველი აღმოსავლეთი"- მარიამ ჯინჭარაძე
3.,,ძველი ეგვიპტე" _ აკა ბერულავა
4 ,,ძველი საბერძნეთი"- მარიამ უნგიაძე
5.,,ბერძნული კოლონიზაცია და საქართველო" - ლიზი ბერძენიშვილი საბა სიხარულიძე
6,,.ბერძენ-სპარსელთა ომიანობა" -ლიკა ბედინეიშვილი
7. ,,დიაოხი და კოლხა"- დათო ჩხაპელია
8. ,,ძველ ბერძენთა ცნობები საქართველოს შესახებ"-ირაკლი შონია
9,,ალექსანდრე მაკედონელი და საქართველო " ლიკა შეროზია
10.,, რომი და საქართველო ძვ.წ. II-I საუკუნეებში"- მილენა ლემონჯავა
11. ,,რომი მეფობიდან იმპერიამდე"- რეზი ფიფია
12. ,,რომი და საქართველო" ( ფარსმან ქველი) - სანდრა გაბელია
მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს პოვერ პოინტისა და ვორდის პროგრამათა გამოყენებით.
ვფიქრობ,საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა.
მადლობა სსიპ მუჟავას თემის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს - ილო ბულიასა და ჩვენს კოლეგებს , მსმენელებს, მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისთვის.
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისათვის, თავდაუზოგავი შრომისა და პასუხისმგებლობისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! მე-2 კლასი
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! მე-IV კლასი
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
მე-IV კლასი
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
მესამე კლასი
მზე რომელიც ერთი სხივით მეტს ანათებს
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
8
წარმატებები
სამრევლო სკოლის მე-10 კლასელის საბა ჯინჭარაძის დაჭერილი წამი.
წარმატებები ამ ნიჭიერ , მრავალმხრივ ტალანტიან ბიჭს
გილოცავთ!
გილოცავთ!
სამრევლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი ჩხიკვაძე (პედაგოგი მაკა კილასონია)მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის-FLEX-ის ფინალისტია, ერთი წლით ა.შ.შ.-ში გაემგზავრება სასწავლო პროგრამით.
ვულოცავთ ნინის დიდი სიყვარულით, სიხარულით და უამრავი კეთილი სურვილით, ვამაყობთ, გვჯერა ,იმედი გვაქვს, ეს დიდი გზის დასაწყისია, კვლავაც ბევრჯერ ასახელებს სკოლასა და ქვეყანას, რომლის დესპანიც იქნება ეს ერთი წელი.
ვულოცავთ სამრევლო სკოლას!
გვიყვარხარ ცამდე!
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძალიან მნიშვნელოვანო და საყვარელო ბავშვებო.
ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება თითოეული სამრევლოელის მთავარი საზრუნავია.
ამ კულტურის ნაწილად იქცა ყოველ სასწავლო წელს წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა.
დღეს მეუფე იოსებმა მე-10 კლასის ორი მოსწავლე: ლიზი კობიძე და მარიამ მეფარიშვილი -კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
მადლობა მეუფე იოსებსა და სკოლის პრორექტორს, მამა საბას, ამ ინიციატივისათვის, მოსწავლეებისთვის ასეთი სიხარულის მინიჭებისთვის.
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძალიან მნიშვნელოვანო და საყვარელო ბავშვებო.
5
პროექტი: "ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია. "
პროექტი: "ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია. "
მიყვარხართ, ჩემო განსაკუთრებულებო. მადლობა დღევანდელი დღისთვის!!!
მერვემეათე
სამრევლო სკოლის უნიჭიერესი ბავშვები
სამრევლო სკოლის უნიჭიერესი ბავშვები
30
ყველაზე "სპორტულები"
ყველაზე "სპორტულები"
დედაშვილური სიყვარულის ბედნიერება.
დღე სიყვარულის ფოიერვერკისა.
დედაშვილური სიყვარულის ბედნიერება.
1
მადლობა მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდს.
მადლობა მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდს.
მისი მხარდაჭერით დედის დღე მივულოცეთ და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით მრავალშვილიან დედებს, უკრაინიდან ლტოლვილ ქალბატონს.
მადლობა ჩვენს გულმხურვალე გულშემატკივარს, უნიჭიერეს იამზე ვაჩეიშვილს.
გაზაფხული თქვენი დროა!
დედა ღვთისა შეგეწიოთ, იგი თავისი სიყვარულით მთელ დედამიწას "დედობს".
ძვირფასო დედებო, დედა ღვთისა შეგეწიოთ და დაგლოცოთ!
ძვირფასო დედებო,
დედა ღვთისა შეგეწიოთ და დაგლოცოთ!
სამრევლო სკოლის მე-2 და მე-3 კლასებმა დედებს გაზაფხულის დღესასწაულები ყვავილების მეჯლისით მიულოცეს.
მადლობა შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულ კლასის ხელმძღვანელებს( ნანუკა თავართქილაძე, თამარ მინდაძე)ფერადი, გაზაფხულისფერი დღის ჩუქებისთვის.
მადლობა ჟიურის წევრებს, რომ მათ ცხოვრებაში ჩვენს სკოლას თავისი დრო აქვს.
მადლობა მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდს.
ღმერთმა დალოცოს და დღეგრძელი ამყოფოს ყველა დედა!
22
სიახლეების არქივი
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ივნისი 2023
- ყველა