სიახლეები
ანბანი მობრძანდებაო
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.
დღეს უკვდავი დედაენის ავტორის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა! Სამრევლო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები.
Ჰქონდათ პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე .
კლასის ხელმძღვანელი :
თამარ მინდაძე
ნანუკა თავართქილაძე
მომავლის პროფესია
სასწავლო პროექტი
მომავლის პროფესია
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ეს პროფესია არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის პროფესიადაც შეგვიძლია აღვიქვათ.
სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ახლოს გაცნობოდნენ ამ უნიკალურ, ტრადიციულ საქმიანობას და გააცნობიერეს, რაოდენ ღირებულია, როცა სწავლობ იმას, რაც შენი ერისთვის გენეტიკური ნაწილია და ამავდროულად იცი, რომ ეს მომავლის პროფესიაა.
ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ჩოხატაურშივე, სოფელ ამაღლებაში, საოცარი ადგილია. ეს გახლავთ ღვინის სახლი, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ მკვიდრს, საინტერესო და კრეატიულ ადამიანს, ამირან დოლიძეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გულთბილი და უშურველი დახვედრისათვის. ასევე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი და ჩემი ბავშვების დიდი სიყვარული და პატივისცემა კობა დოლიძის ოჯახის მიმართ, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და ქართული, ნამდვილი, მამაპაპური მასპინძლობა გაგვიწია.
მადლობა ჩემს სკოლას მხარდაჭერისთვის!
სასწავლო პროექტი ,,აკაკის აკვანი”
სასწავლო პროექტი ,,აკაკის აკვანი”
V კლასი
,,ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე... ”
მედიაწიგნიერების კვირეული.
მედიაწიგნიერების კვირეული.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში სამრევლი სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებმა მედიაწიგნიერების სასწავლო პროცესში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გამოიყენეს მრავალი აქტივობა ინტერპრეტაციებსა და ფაქტებს შორის განსხვავების პოვნის უნარების განსავითარებლად, ისაუბრეს სოციალურ მედიაზე,მოამზადეს ქვიზი ყალბ ამბებზე.საინტერესოდ განახორციელეს აქტივობა-
წარდგენითი თამაში: ჩემი სიყალბე.დაამზადეს გზამკვლევი,მოიძიეს ვებ-გვერდები, რომლებიც ყალბ ამბებს აბათილებენ.
საინტერესო იყო ჯგუფური შეჯიბრი, ონლაინკვლევა, პრეზენტაციები.
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
5მე-9 კლასმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს ედვარდ ჰეილის მოთხრობა "უსამშობლო კაცი" განიხილა, მუზეუმის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მონაწილეობამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა მსჯელობა.ვფიქრობ,
მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვიდა, რაც თბილმა გარემომც განაპირობა საინტერესო თემასთან ერთად.
მადლობას ვუხდით მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს ყოველი სიტყვისთვის, საინტერესო და შინაარსიანი დიალოგისთვის, მე და ჩემს მოსწავლეებს ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება.
ექსპერიმენტორიუმი სამეცნიერო მუზეუმი
ექსპერიმენტორიუმი
სამეცნიერო მუზეუმი
15ექსპერიმენტორიუმი
სამეცნიერო მუზეუმი. მე-8 კლასი
პროექტი საგურამოში - "დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა".
პროექტი საგურამოში - "დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა".
4პროექტი საგურამოში - "დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა".
სტუმრად მუზეუმში
სტუმრად მუზეუმში
8გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული მარცვლეული კულტურა ღომი იყო,რომელიც დღეს მივიწყებულია. სწორედ ამ კულტურის უკეთ გასაცნობად
მე -3 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ჩოხატაურის ნ.ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია ის შრომითი იარაღები, რომლებიც გამოიყენებოდა ღომის დასამუშავებლად. ასევე ბავშვებმა ნახეს მუზეუმის ეზოში დათესილი მარცვლეული ღომი.
მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს გულთბილი დახვედრისათვის ,საინტერესო ინფორმაციისა და ამ კულტურის წარმოჩენისათვის.
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
სამრევლო სკოლის მე-7 კლასი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ეწვია და მათი საყვარელი წიგნები გააცოცხლა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ,სკოლის დიდიხნის მეგობრებმა, თავიანთი სულის სითბო აჩუქეს ბავშვებს, საინტერესო დღეც შედგა.
მადლობა მათ პოზიტიური გარემოსთვის, მასპინძლობისთვის, თანამშრომლობისთვის, სამომავლო გეგმებისთვის.
მადლობა ჩვენს ნიჭიერ მეგობარს იამზე ვაჩეიშვილს თანადგომისთვის.
იმიტირებული პარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა
4ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში 20 ოქტომბერს გაიმართა იმიტირებული პარლამენტის სხდომა. პროექტი განახორციელა მე-10 კლასის მოსწავლეებმა. საგანი - ინგლისური ენა. მასწავლებელი - მაკა კილასონია.
სასკოლო ვიქტორინა
სასკოლო ვიქტორინა
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში 18 ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლის მარიამ უნგიაძის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით მოეწყო სასკოლო ვიქტორინა მე-7 - მე-11 კლასებში.
პროექტი-მომავლის დღე,
პროექტი-მომავლის დღე,
სამრევლო სკოლაში ხორციელდება პროექტი-მომავლის დღე, რომლის ფარგლებში მე-9 კლასი ცნობილი ქართული მინერალური წყლის "ნაბეღლავის" მწარმოებელ კომპანიას ეწვია.დაათვალიერეს მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა. შეხვდნენ თანამშრომლებს და ისაუბრეს სასმელების დამზადების ტექნოლოგიაზე.მოსწავლეები გაეცვნენ მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას.
შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები .
მადლობა კომპანიის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი და შინაარსიანი დღისთვის.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2022
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2022
ჩოხატაურის სამრევლო სკოლის საინიციატივო ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას , იურისტებს, მარიტა მგალობლიშვილსა და თამარ ახალაძეს შეხვდნენ.ისაუბრეს მოსწავლეთა
თვითმმართველობის საარჩევნო პროცესის გამართულად ჩატარების შესახებ.
22 ოქტომბერს კი სამრევლო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა.
წარმატებებსა და საინტერესო საქმიანობას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მომავალს.
სკოლის რექტორატი მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლობისთვის.
ჩოხატაურის სამრევლო სკოლა
სიახლეების არქივი
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ყველა
