ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
თბილი და სიყვარულით სავსე გარემო მოგვწონსო .მეხუთე კლასი.
პირველი კლასი
ღია გაკვეთილი --ანბანის შემობრძანება.
"წიგნიდან ია ლურჯთვალამ მზესავით გამოაშუქა."
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ჩემმა პატარება დილა მადლიანად დაიწყეს და ეზიარნენ
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.
18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
შეგვეწიოს!
სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - " ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი".
პროექტი - მომავლის პროფესია
სტუმრად "სკიჯის სახლში"
უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის დარეჯან ბერძენიშვილს.
ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობა.
მადლობა ჩემს სკოლას მხარდაჭერისთვის(მამა საბასირმა ჯიბუტსნანა მგალობლიშვილსმაკა კილასონიას)
პროექტი - საავტორო სკოლა
ჩემი კრეატიული მეშვიდე კლასი
უღრმესი მადლობა ირმა ჯიბუტს მხარდაჭერისთვის
2023 წ.5 სექტემბერს ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კლასებმა აირჩიეს თავიანთი წარმომადგენელი , რომელიც კლასის ინიციატივას, იდეებსა და პრობლემებს გააცნობს თვითმმართველობის ორგანიზაციას და ერთად შეიმუშავებენ იდეების განხორციელებისა და პრობლემების გადაჭრის გზებს. იმედია ,მრავალი საინტერესო ინიციატივა, პროექტი, აქტივობა, აქცია განხორციელდება მათ მიერ და აქტიურად ჩაერთვებიან თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კულტურის შექმნაში. გისურვებთ წარმატებებს! მუდამ გქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სკოლის რექტორატის მხარდაჭერით არაფორმალურ გარემოში დაიგეგმა "თავისუფალი გაკვეთილები" მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში. ბახმაროს დასვენების პარკში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებსა და შემეცნებით-გასართობ ნომინაციებში. დღე შთაბეჭდილებებით, სიურპრიზებით, შინაარსით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.ერთმანეთს ცვლიდა ხალისიანი, ორიგინალური , შემოქმედებითი ნომრები . საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე დაასრულა ბახმაროსთვის ტრადიციულმა კოცონმა და "სამზარეულოს ომებმა". გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა სიგელებით. მადლობა იდეის ინიციატორს, სკოლის სასწავლო პროცესის კორდინატორს , მაკა კილასონიას, ორგანიზატორს, ნანა მგალობლიშვილს, პრორექტორებს - მამა საბასა და ქალბატონ ირმას გამორჩეულად საინტერესო დღის ორგანიზებისთვის, მადლობა პედაგოგებს თანადგომისთვის. იმედია , ეს კარგი იდეა უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება ,არაერთხელ განმეორდება.
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში. მონაწილეობდნენ VIII,IX,X, XI, XII კლასები.
პირველ ადგილზე გავიდა XII კლასი.
მეორე ადგილზე გავიდა XI კლასი.
ხელმძღვანელი რევაზ ბერძენიშვილი.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით, ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საეპისკოპოსო რეზიდენციასა და დედათა მონასტერში კუნძულ კერკირადან ( საბერძნეთი ) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამობრძანდა. სიწმინდე ტაძარს გადმოეცა, ჩოხატაურში დარჩება და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ.საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა, რომელსაც ეპარქიის სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ
შეხვედრა ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე.
ჩვენი დილის მისალმება
ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია დაიმსახურო ბავშვების სიყვარული
#ყველაფერიგამოგვივარასაცგულითმოვიდომებთ
ჩოხატაურის სამრევლო სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით, საინტერესო პროექტებით, მიზნებით , დიდი გამოცდილებით ხვდება.
გილოცავთ ყველას სიყვარულითა და უამრავი კეთილი სურვილით.
გაგვემართლებინოს ,ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენი მოლოდინი.
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება შემეცნების , ინტელექტუალური გამოწვევის, ცოდნის დღესასწაულის, ღირებულებების, სიკეთის ფერად სამყაროში.
ჩვენო საამაყო თაობავ,
ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ!
2022-2023 სასწავლო წელი კვლავაც წარმატებული აღმოჩნდა სამრევლო სკოლისთვის.23 კურსდამთავრებულიდან სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა 23-ვემ.
გილოცავთ ცხოვრების ახალი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისს.
გისურვებთ, საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე დაგხვედროდეთ, შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისაკენ, ახალი გამოცდილების შეძენისაკენ რომ გიმეგზურებთ.
ცხოვრების ახალ ეტაპზე ულევი სიხარული და საინტერესო თავგადასავალი გქონოდეთ, ამას კი დიდი ძალისხმევა, შრომა, სწავლა,სიახლის ძიებისკენ მუდმივი სწრაფვა სჭირდება.
გვჯერა, რომ ღირსეულად გაივლით გზას, რომელზეც ერთი კაცი მიდის, გექნებათ მაღალი სულიერი შინაარსით სავსე ისტორია, თავგადასავალი , რომლის საფუძვლად დარჩება სამრევლო სკოლა, სადაც მუდამ დაგელოდებათ თქვენი ლურჯი ბავშვობა.
გვიყვარხართ, ზეციური დედოფალი გიძღოდეთ წინ ყოველ მამულიშვილურ საქმიანობაში.
ელისაბედ მეფარიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი - გრანტი-70%
ნინი გოცაძე - აგრარული უნივერსიტეტი - გრანტი - 70 %
სალომე ცინცაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- გრანტი -50%
ქრიტინე ნინიძე - აგრარული უნივერსიტეტი
თამარ უშვერიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (უფასო ფაკულტეტი)
ნანა ვეფხვაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - უფასო ფაკულტეტი
რატი მათითაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი.
გოჩა ტყეშელიაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თამარ უნგიაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ჟღერია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქეთევან ბედინეიშვილი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რატი რამიშვილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თათია დოლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
იოანე მეფარიშვილი- ტექნიკური უნივერსიტეტი
თორნიკე ბარამიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შიდა 40 % დაფინანსება)
სალომე დოლიძე - ევროპის უნივერსიტეტი ( შიდა 100 % დაფინანსება)
ნიკოლოზ ხაბეიშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მარიამ თავართქილაძე - ქუთაისის უნივერსიტეტი
ზურა სანიკიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გიორგი ბერაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გიორგი ვაჩეიშვილი - ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი - 100% დაფინანსება.
მამუკა თოდრია - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თეკლა გოგოლაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (40% შიდა დაფინანსება).
თომა ჟღენტი-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი(30% შიდა დაფინანსება)
ა უ რ ზ ა უ რ ი ს ა მ რ ე ვ ლ ო შ ი
გ ა ნ ტ ვ ი რ თ ვ ი სთვის
ჩემი სკოლა.. სასწავლო წლის მიწურული
ბედნიერ, სიხარულით, სიყვარულით, სიურპრიზებით სავსე ზაფხულს გისურვებთ, ჩვენო საოცარო ბავშვებო
ახალ სასწავლო წელს უამრავ იდეას, სიახლეების ფოიერვერკს გპირდებით
მადლობა ლიზიკოს მხიარული დღისთვის.
ორგანიზაციამ- "ქალები ქალებისთვის" სამრევლო სკოლის მე-7კლასის ბიბლიოთეკას წიგნები შეუძინა ბავშვების სურვილების გათვალისწინებით, გაამდიდრა მოსწავლეთა ბიბლიოთეკის ფონდი.
მადლობა თქვენ ბავშვების განათლებაზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.
მომავალი განათლებაშია
გ ი ლ ო ც ა ვ თ!
ინტელექტუალურ კონკურსში -"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" -ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდმა- " მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი"- პირველი ადგილი დაიკავა, გამარჯვებულებს დიპლომები და იერუსალიმის საგზური გადაეცათ.
ვულოცავთ დიდ წარმატებას სკოლის საამაყო ბავშვებსა და მათს ხელმძღვანელს, გამორჩეულს, შრომისმოყვარეს, პასუხისმგებლობის ფოიერვერკს ,ანასტასია ძნელაძეს , მადლობა ამ დიდი სიხარულისა და ზღვა ემოციისთვის.
არ მოგკლებოდეთ ზეციური დედოფლის მფარველობა.
გუნდის კაპიტანს ,სკოლის ღირსებას, ელისაბედ მეფარიშვილს ეროვნული გამოცდებზე უმაღლეს შედეგებსა და საინტერესო სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ .
ამაყია სკოლა თქვენი წარმატებებით!,
Powered by aSc EduPage