ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-11 კლასელებთან ერთად განვახორციელე პროექტი : ,,ჩემი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი"
მოსწავლეებმა გამოიკითხეს მასწავლებლები თუ ვინ არის მათთვის საყვარელი ისტორიული გმირი და ამავდროულად, თავადაც გააცნეს მათთვის გამორჩეული პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია .
მიზანი : ურთიერთთანამშრომლობა.
მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს თანამშრომლობისთვის, საინტერესო ცნობების, ინტერვიუების, ვიდეო-რგოლებისა და აუდიო-მასალისთვის.
მოსწავლეები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით : ,,ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია"
,,ყველაზე სწრაფად მომზადებული სლაიდი"
,,ყველაზე ინფორმაციული სლაიდი" და სხვა .
ვფიქრობ, საინტერესო აქტივობა გამოვიდა.
განსაკუთრებით მადლობა: თამთა უნგიაძეს ფოტოებისთვის
ძალიან მიყვარხართ, არაჩვეულებრივები ხართ, გისურვებთ წარმატებებს!
საქართველო ჩვენ ვართ !