,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლის"
პროექტი:
ჩემი სახელოვანი წინაპარი
მესამე კლასი
,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლის"
პროექტი:
ჩემი სახელოვანი წინაპარი
მესამე კლასი
პროექტი ადიქციაზე
ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ, მეათე კლასელებთან და სამოქალაქოს მასწავლებელთან ერთად, ჩაატარა განსაკუთრებული პროექტი, რომელიც ადიქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
პროექტის ფარგლებში, მეათე კლასმა ჩაატარა გამოკითხვა , რათა გაერკვია მოსწავლეების ცოდნა და დამოკიდებულებები ამ თემასთან დაკავშირებით. შემდგომში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები , სადაც მონაწილეებმა სხვა კლასებს გააცნეს ადიქციის სხვადასხვა ფორმები, რისკები და პრევენციის გზები.
ეს პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ადიქციის თემაზე უკეთესად ინფორმირებაში და პრევენციის მნიშვნელობის გააზრებაში. სკოლის თვითმმართველობა ამაყობს თითოეული მოსწავლით, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ინიციატივაში!
ერთად ვქმნით ჯანმრთელ და ძლიერ მომავალს!
"კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა."
მართლმადიდებლური სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: სწავლა სინათლეა...
იმყოფებოდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ეზიარენ იმ ღირებულებებსა და ფასეულობათა არსს, რასაც" მამული, ენა და სარწმუნოება" ჰქვია.
გიორგობის თვე
მეოთხე კლასი
გურიაში სხვანაირი შემოდგომა იციან.... მეხუთე კლასი
გურიაში სხვანაირი შემოდგომა იციან.... მეხუთე კლასი
ოქროსფერი
შემოდგომა
მესამე კლასი
,,ზღაპარი შემოდგომისა”
პირველი კლასი
მართლმადიდებლური სკოლის თვითმმართველობამ სკოლის,მასწავლებელბისა და მშობლების უდიდესი მხარდაჭერით შემოდგომის ულამაზესი ფესტივალი გამართა, რომელიც გაერთიანების და მეგობრობის დღესასწაული იყო.
მოსწავლეებმა საოცარი შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ძლიერია ჩვენი ერთობა და სულიერი ძალა. მადლობა მშობლებს,მასწავლებლებს,ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა და გაგვილამაზა დღევანდელი ღონისძიება!
ტრადიციული ინტელექტუალური თამაში ,რომელშიც მონაწილეობდნენ ბებიების კლუბი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მე-9 კლასი, მე-11 კლასი, მასწავლებელთა გუნდი, მშობელთა კომიტეტი, მასწავლებელთა მორიგი გამარჯვებით დასრულდა.
მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს, ბებიების კლუბს , მოსწავლეებს ...საინტერესო ჩართულობისთვის, ულოცავს გამარჯვებას პედაგოგებს , უსურვებს წარმატებას.
ასევე, მადლობას უხდის ჟიურის წევრებს მხარდაჭერისთვის.
მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი :,,წიგნი - ჩემი საუკეთესო მეგობარი"
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები
საყვარელი წიგნების შესახებ და გაცვალეს შთაბეჭდილებები.
ვისწავლეთ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესები, გავეცანით წიგნის კითხვის აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
,,ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი".
(ისიდორ ბაროუ)
საგანი : მე და საზოგადოება.
მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისათვის და მხარდაჭერისთვის კლასის ხელმძღვანელს
ჩვენი გაკვეთილის თემა წელიწადის დროები იყო. კონკრეტულად შემოდგომაზე ვისაუბრეთ, მის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე .
ბავშვებმა შემოდგომის ფერებით შეასრულეს ნახატები .
შედეგიც აქვეა
ტვინების ბრძოლა • Battle of Brains
ტრადიციულად, ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, სამივე ასაკობრივ კატეგორიაში
მოსწავლეებმა ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი.
საუკეთესო შედეგებით გადალახეს პირველი ეტაპი
წარმატებები ბავშვებო
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა! ერისკაცის, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართველი ერის განათლებას მიუძღვნა.
მე- 4 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება.
პედაგოგი:
თამარ მინდაძე
კლასის ხელმძღვანელი:
ნანუკა თავართქილაძე
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი
,,შეიყვარე ჯადოსნური სიტყვები"
სამრევლო სკოლის დერეფნებში ჯადოსნური სიტყვებით დატვირთულმა მატარებელმა ჩამოიარა,მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან სიტყვებს არიგებდნენ,როგორიცაა :გამარჯობა, მადლობა,მიყვარხარ,ბოდიში,ნახვამდის და სხვა.
საგაკვეთილო თემა ეხებოდა ჯადოსნური სიტყვების მნიშვნელობას,სწორად გააზრებასა და გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქტივობის მიზანი : მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. საგაკვეთილო თემის უკეთ გააზრება, თითოეული მათგანის ჩართვა და დაინტერსება.
ვფიქრობ, საინტერესო აქტივობა გამოგვივიდა, ჩვენი ყოჩაღი მე-3 კლასელები ნებისმიერ დავალებას დიდი ინტერესითა და სიხარულით ასრულებენ - მადლობა პატარა მერცხლებს!
"ტალანტი სიბრძნისაი, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეცი, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა".
18 ოქტომბერი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა, გილოცავთ!
მართლმადიდებლური სკოლის მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი:" უდაბნოს ვარსკვლავი".
გაიცანით საუკეთესო მოსწავლეები, ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლიდან, რომლებიც მონაწილეობენ ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის არასასკოლო, ინტელექტუალურ აქტივობებში. მოსწავლეები და პედაგოგი, ქი ქონსალთინგისგან საზეიმოდაც დაჯილდოვდებიან.
ასევე, გაგაცნობთ მათ გამორჩეულ პედაგოგს, ქალბატონ მარინა ოჩიგავას, რომელიც მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე და ამ მიზნით, მონაწილეობს კლასთან ერთად ქი ქონსალთინგის ინტელექტუალურ აქტივობებში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.
თუ გსურთ, თქვენს კლასთან ერთად (მეორე კლასის ზემოთ) ჩაერთოთ არასასკოლო აქტივობებში და მონაწილეობა მიიღოთ პროექტის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdEYlKvfWKGJB2fEC…/viewform?
ჩვენი დოკუმენტური ფილმის, "ეროვნული გამოცდების" თბილისის პრემიერა დაგეგმილია 21 ოქტომბერს, ორშაბათს, 19:45 საათზე “განათლების გამოფენის” ფარგლებში. ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია (ფილმის ხანგძლივობა 75 წუთი). დასწრება თავისუფალია.
მოდით, ვისაც ფილმის (და/ან ჩემი) ნახვა გინდოდათ.
მისამართი: ილიას უნივერსიტეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, G კორპუსი (ვაკის პარკთან).
Gota Chanturia Giorgi Mrevlishvili ნანა მგალობლიშვილი
11.10.2024წ. ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა ში მათემატიკის კლუბის " საზრიანთა" ინიციატივით გაიმართა შიდა სასკოლო ოლიმპიადა მე-9კლასში, მათემატიკაში. მასწავლებელი მარინა ოჩიგავა. შეირჩა ჟიური. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "ჯუჯები",რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგ ტურში
Powered by aSc EduPage