სიახლეები

          • პროექტი თემაზე „ქიმია აჭუჭყიანებს ბუნებას, ქიმია ასუფთავებს მას“.

          • ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ხორციელდება პროექტი თემაზე „ქიმია აჭუჭყიანებს ბუნებას, ქიმია ასუფთავებს მას“. ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი ლონდა ლომაძე.

            პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ აჭარაში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში, სადაც ისინი გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელებულ დაავადებებს, ამ დაავადებათა მკურნალობის ქიმიურ მეთოდებს, დაათვალიერეს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. მიკოლოგიის განყოფილებაში მოამზადეს მცენარეთა დაავადებების გამომწვევი სოკოების პრეპარატები და დაათვალიერეს მიკროსკოპში. აქვე მოინახულეს საკოლექციო-საცდელი ნაკვეთი.

            სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრში, მოსწავლეები გაეცნენ წყალში პესტიციდების და მიწისთხილში აფლატოქსინების შემცველობის განსაზღვრის მეთოდებს.

            ჩამდინარე წყლების გამწმენდ სადგურში მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ჩამდინარე წყლების დასუფთავების დანადგარ-მოწყობილობები.

            ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო კალანდიამ მოსწავლეებს კვლევის ახალი მეთოდები გააცნო და ესაუბრა ქიმიის მნიშვნელობასა და პრესპექტივებზე მომავლის საქართველოში. სტუდენტებთან ერთად ჩატარდა სახალისო ცდები.

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლა მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მერაბ ხალვაშს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორს ბატონ გურამ მემარნეს, უჯრედული ტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა ზარნაძეს, ასევე თითოეულ სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს გაწეული დახმარებისთვის და კიდევ ერთი საინტერესო დღისთვის.

            ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

            ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი / ფბი

          • პირველი დიდი გამარჯვება. საბა ჩხიკვაძე

          • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰადას მეიცადი იმყოფებოდა.

            თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, ელჩი დაესწრო ისრაელელ და ქართველ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში.

          • შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი."

          • სულიერი კეთილდღეობა გულისხმობს იმ რწმენისა და ფასეულობების ძიებასა და ქონას, რომლითაც ცხოვრებაში ვხელმძღვანელობთ. ის ემსახურება ინდივიდუალური ღირებულებების ქონას,აზრისა და მიზნის განცდას. სამყაროში საკუთარი ადგილის ქონის შეგრძნებასა და ძიებას.

            ადამიანები, რომელთაც სულიერი კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ეძებენ ჰარმონიას და აქვთ სიმშვიდისა და სისადავის შეგრძნება.

            ამ დატვირთვით სამრევლო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ სულიერი სავანით ცნობილ ულამაზეს კუთხეში - რაჭაში. დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორდღიანი მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი."

          • პროექტი - "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს..."

          • პროექტი - "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს..."

            სამრევლო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით ისწავლეს გალაკტიონისა და ტიციანის ლექსები. იმყოფებოდნენ სოფელ ჭყვიშში და შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა ერთმანეთს ემოციები გაუზიარეს.

            არასდროს დამავიწყდება ის გაბრწყინებული თვალები და იქ ყოფნით მიღებული სიხარული, რომელსაც თქვენ დღეს ასხივებდით

            მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს დამრიგებელს(მადონა მასწს. ).

          • ჩემპიონატი ჭადრაკში.

          • სკოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში.მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები,პირველ ადგილზე გავიდა საბა ბოლქვაძე,მეორეზე - ლუკა გოგოლაძე, მესამეზე -საბა ჯინჭარაძე.

            მასწავლებელი და ორგანიზატორი რევაზ ბერძენიშვილი.

          • მედიაწიგნიერება

          • მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით განხორციელდა შემეცნებითი აქტივობები.

          • მედიაწიგნიერების კვირეული სამრევლო სკოლაში.

          • 21-ე საუკუნეში ინტერნეტსივრცის განვითარებასთან და ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კიბერუსაფრთხოების დაცვა, დეზინფორმაციასთან და ჰაკერულ თავდასხმებთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევად იქცა. დღესდღეობით, ინტერნეტსივრცესთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბავშვები და მოზარდები მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ. ისინი ხშირად ხდებიან ყალბი ინფორმაციისა თუ სხვადასხვა ჰაკერული მანიპულაციის მსხვერპლნი.

            ამ საკითხთან დაკავშირებით, მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, სადაც განმარტეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ერთმანეთს გაუზიარეს პირადი გამოცდილება და მეთოდები ნამდვილი ინფორმაციის ყალბისგან გასარჩევად. შეხვედრა იყო ნაყოფიერი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული.

          • "მედიაწიგნიერი ადამიანის ცხოვრება".

          • მედიაწიგნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირების საშუალებას გვაძლევს.

            მედიაწიგნიერება ადამიანმა იცის, თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. მას შეუძლია, გადაამოწმოს, რამდენად სანდოა წყარო. ეს უნარი ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

            ამ თემასთან დაკავშირებით, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა(მასწავლებელი - ფ. ბერძენიშვილი) მოამზადეს პროექტი:

            "მედიაწიგნიერი ადამიანის ცხოვრება".

            მოსწავლეებმა საკითხი განიხილეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობის "მოგზაურობა აფრიკაში" წაკითხვისა და გაანალიზების შედეგად მიღებული ემოციით.

          • რატომ მედიაწიგნიერება?

          • რატომ მედიაწიგნიერება?

            მედიაწიგნიერება ეხმარება მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და შეძლონ გააზრებული არჩევანი.გამოიცნონ სხვადასხვა ინფორმაციის მარკეტინგული საიდუმლო, დაამარცხონ სტერეოტიპები, ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია,ისწავლონ კითხვების დასმა, მედია გამოიყენონ სწავლის ინსტრუმენტად.

            მადლობა მე-12 კლასს საინტერესოდ განხორციელებული პროექტისთვის, მნიშვნელოვანი აქტივობებისთვის, რომლებიც მოამზადეს მე-8 კლასელებისთვის.

            მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებისთვის.

            მადლობა კლასის ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის.

          • განსაკუთრებული ემოცია მოიტანეთ.

          • სამრევლო სკოლის მე-8 კლასელებმა მოილოცეს ჯვრის, სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის მონასტრები.ისაუბრეს მათ მდებარეობაზე, ისტორიაზე, არქიტექტურაზე, მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირებზე, ღვაწლზე, მისიაზე.

            შთაბეჭდილებებს ,მოძიებულ მასალასა და კვლევებს გააცნობენ სასკოლო საზოგადოებას.

            მოსწავლეები მადლობას უხდიან მშობლებს, ანასტასია მასწავლებელს, კლასის ხელმძღვანელსა და რამაზ უნგიაძეს მათთვის მნიშვნელოვანი დღეების მეგზურობისთვის.

          • განსაკუთრებული ემოცია მოიტანეთ.

          • მე-8 კლასის მოსწავლეები ილიას სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, დაათვალიერეს მუზეუმი, ისაუბრეს მწერლისა , დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები.

            ექსკურსიამძღოლი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვების მწერლის მიმართ დამოკიდებულებაზე.

            "საოცარი ემოცია.მოიტანეთ,არასოდეს დამავიწყდება, მსგავსი დამოკიდებულებით განებივრებულნი არ ვართ, მადლობა თქვენ ამ სიხარულის მონიჭებისთვის, თქვენ ის მომავალი ხართ, ილია რომ ოცნებობდა."-ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ჩვენი გიდი ერის სულიერი მამის სამყაროში.

            შემდეგ მოსწავლეებმა მოილოცეს ილია მართალის სახელობის ტაძარი.

            მადლობა ია ტაკიძეს ჩვენი მშვენიერი წამების ასე ლამაზად შეჩერებისთვის.

          • 18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა.

          • შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.

            18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

            შეგვეწიოს!

            სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - " ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი".