სიახლეები
ევერესტი 2025
ჩვენი „მარგალიტები“ – ტრადიციების სურნელით სავსე მოგზაურობა.
ჩვენი „მარგალიტები“ – ტრადიციების სურნელით სავსე მოგზაურობა.
წარმოგიდგენთ პროექტის „მარგალიტები“ ვიდეორგოლს, რომელიც შეიქმნა ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ.
ვიდეო ასახავს ტრადიციების გაცოცხლების პროცესს და ახალგაზრდების ინტერესს კულტურული მემკვიდრეობისადმი.
პროექტი განხორციელდა ახალგაზრული იდეის და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედება.
16.10.2025. ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ივლიტა ჯიბუტის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტმა (მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი) გამართა ლიტერატურული საღამო , რომელიც მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას . ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები . ივლიტას ფონდმა კაბინეტს გადასცა თანხა ექსკურსიის და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
11
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო-"დარდების შემგროვებელი".
უსაზღვრო მადლიერება ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდს.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო-"დარდების შემგროვებელი".
საღამოზე მე-6 და მე-7 კლასებმა( ხელმძღვანელები :ხ.ჯიბუტი, მ.ოჩიგავა). წაიკითხეს მწერლის ლექსები, მოთხრობები, მოამზადეს შემოქმედების ამსახველი კოლაჟები.
ღონისძიებას ესწრებოდა ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი დეკანოზი გიორგი ჯიბუტი.
მამა გიორგიმ დააფინანსა საღამოს მონაწილე მოსწავლეები.
მე-6 კლასი ესტუმრება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსა და ვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
დაესწრება სპექტაკლს.
მე-7 კლასი 21 სექტემბერს ესტუმრება ნ.ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს, დაესწრება მუზიკლს ლ.მესხისშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
მადლობა მამა გიორგის არაერთხელ გაწეული მხარდაჭერისთვის, არაერთი საინტერესო და შინაარსიანი დღისთვის.
მომავალი განათლებაშია.
სახალისო აქტივობა პირველი კლასი
ახლა უკვე ერთმანეთის საყვარელი ნივთების შესახებაც ვიცით.
მოვუსმინეთ ერთმანეთს, დავიმახსოვრეთ და გავიზიარეთ სიხარული,რომელიც მართლაც მრავლისმთქმელი იყო.
მადლობა არაჩვეულებრივ პატარებს გულწრფელი ემოციებისთვის.
პირველი კლასი
ასოციაციური კავშირების დამყარება
პირველი კლასი
მათი ბედნიერი ღიმილი
"ერთი დღე მასწავლებლის ამპლუაში".
6.10.2025წ.ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში ,მე_9 კლასში ჩატარდა პროექტი მათემატიკაში "ერთი დღე მასწავლებლის ამპლუაში". გაკვეთილის თემა "პროცენტი". მასწავლებლის როლი მოირგო მე9კლასის მოსწავლემ მარიამ ჯინჭარაძემ. პროექტი მიეძღვნა მასწავლებლის დღეს.
გაკვეთილი ჩატარდა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ინტერესით და მაღალი პასუხისმგებლობით.
მადლობა მე_9კლასის მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის
სპორტული აქტივობა
სასკოლო სპორტულ კვირეულში აქტიურად ჩართნენ ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები..
1
II კლასი
II კლასი
საგანი: ქართული ენა
მოსწავლეებმა მოირგეს პინოქიოს ნიღაბი და ერთად, ხალისით გავეცანით მის საოცარ თავგადასავალს
მასწავლებელი : თამარ მინდაძე
უყვარხარ და ეამაყება შენს სკოლას.
გილოცავთ, აკა, უნივერსიტეტის ჯილდოს.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა ულოცავს თავის საუკეთესო ნაწილს საამაყო უნივერსიტეტის ჯილდოს ,წარმატება და გამარჯვება ყოფილიყოს შენი მშვენიერი და საინტერესო სამყაროს თანამგზავრი.
უყვარხარ და ეამაყება შენს.სკოლას.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის უცხო ენების კათედრამ ენების ევროპული დღე აღნიშნა.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის უცხო ენების კათედრამ ენების ევროპული დღე აღნიშნა.
On 26 September, people across Europe celebrate the European Day of Languages, a time to recognize the continent’s cultural and linguistic diversity. The day reminds us of the value of learning languages throughout our lives and how they help us connect with others, expand our knowledge, and strengthen our communities. Speaking several languages also improves job opportunities, supports travel and mobility, and promotes fairness and social unity — with teachers playing a key role in making this vision possible.
(Inspired by the European School Education Platform Newsletter)
„ეკოლოგია, განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები კოლეჯ „ჰორიზონტში“
„ეკოლოგია, განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები კოლეჯ „ჰორიზონტში“
მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ერთიანდება ინიციატივაში „ბუნების მეგობრები“ , კოლეჯ „ჰორიზონტს“ ესტუმრნენ ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის III კლასის მოსწავლეები.
მათ ჩართულობა ჰქონდათ პრაქტიკულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც გულისხმობდა მცენარეების დარგვასა და მათი მოვლის ტექნოლოგიების გაცნობას.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებას, შრომითი უნარების განვითარებას და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ აგრძელებს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ემსახურება მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურისა და ცოდნის განმტკიცებას.
ფილმის, „ეროვნული გამოცდების” პრემიერას.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უმასპიმძლებს გიორგი მრევლიშვილის ფილმის, „ეროვნული გამოცდების” პრემიერას.
პრემიერა 28 სექტემბერს, კინო საქართველოში 13:00 საათზე გაიმართება.
„ეროვნული გამოცდების” საერთაშორისო პრემიერა უკრაინაში Docudays UA-ს კინოფესტივალზე შედგა.
სეანსის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ფილმის რეჟისორთან.
დასწრება სრულიად თავისუფალია!
ქუთაისში შევხვდებით!
Kutaisi International Short Film Festival presents the premiere of Giorgi Mrevlishvili’s film “National Exams.”
The premiere will take place on September 28 at Cinema Sakartvelo at 13:00.
“National Exams” had its international premiere at the Docudays UA Film Festival in Ukraine.
After the screening, there will be a Q&A with the film’s director.
Attendance is completely free!
See you in Kutaisi!
გილოცავთ! გმადლობთ ,მასწავლებელო!
ულოცავს მართლმადიდებლური სკოლა თავის გამორჩეულ პედაგოგს ღირსეულად განვლილი გზის დაფასებასა და აღიარებას.
თინა მასწავლებელი თავისი პროფესიონალიზმით, ესთეტიკური მრწამსით, მიუწვდომელი სიმშვიდითა და არისტოკრატიზმით მუდამ ინარჩუნებს მოუგერიებელ ხიბლს, მაგალითის ძალას კოლეგისა თუ მოსწავლისათვის.
გაგვიმართლა ,ის ჩვენი საყვარელი მასწავლებელია , ის მოსწავლეების რჩეული მასწავლებელია , უყვართ და ეამაყებათ.
გილოცავთ! გმადლობთ ,მასწავლებელო!
სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
გპირდებით ბავშვობის დაუვიწყარ, საინტერესო, მრავალფეროვან ყველაზე ლამაზ დღეებს.
პირველკლასელებო, ბედნიერი იყოს ცოდნის ბილიკზე თქვენი პირველი ნაბიჯები.
ზარის რიტმში იწყება გზა ცოდნისაკენ, ახალი თავგადასავლისაკენ.
ძვირფასო მშობლებო, გმადლობთ, რომ გვანდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მომავალი, გეგულებოდეთ თქვენი შვილები ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი კეთდება, მათ თვალებში სიკეთის ,სიყვარულის, სილაღის შუქი რომ არასოდეს ჩაქრეს.
ჩვენ ერთად შევქმნით ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის დაუვიწყარ ისტორიას.
გვიყვარხართ!
გილოცავთ , ჩვენი სკოლის საამაყო თაობავ!
გილოცავთ , ჩვენი სკოლის საამაყო თაობავ!
კიდევ ერთი თაობის წარმატებით ხარობს ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა, ისინი თავიანთი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ ღირსეულად , იმედიანად , გვჯერა მტკიცე ნაბიჯებით ,თავდაჯერებით, შრომით, ნაყოფიერი აქტივობით, დიდი მიზნებით, მაღალი სულიერი შინაარსით გააგრძელებენ გზას ცოდნის მწვერვალებისკენ!
არასოდეს შეწყვეტილიყოს თქვენი სვლა დინების საწინაღმდეგოდ, ყველა ბარიერი უჭირველად და ურცხვენელად დაგეძლიოთ, ყველა სირთულე საჯილდაო ქვად გექციოთ თქვენი შესაძლებლობების, არასოდეს გაგნელებოდეთ რწმენა ,სადღაც არის იისფერი თოვლი, არაფერს გაეტეხოს თქვენი ნება, ყოფილიყავით მუდამ ჩვენი ქვეყნის ძლიერი ჭირისუფალი.
წინ შეცნობილი აუცილებლობისა და ვნებათაღელვის უსასრულობისაკენ!
წინ შორი თეთრი მწვერვალისაკენ!
წინ ტრფობის მთისაკენ!
მუდამ ეკაშკაშოს, ჩვენო საამაყო ბავშვებო, თქვენს თვალებში "უსახელო შუქს", სიყვარული რომ ჰქვია სახელად და დედამიწას ატრიალებს.
გ ვ ი ყ ვარხართ!
დღეს შენი, ჩვენი სკოლა ამაყია თქვენ გამო, თქვენით.
ახლა კი მათი გზების მისამართები:
1)აკა ბერულავა -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკოლოგია-100% 2)მარიამ უნგიაძე -თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი -მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები -100%. 3)მარიამ ჯინჭარაძე -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -დიპლომირებული მედიკოსი-100%. 4)მარიამ მეფარიშვილი -კავკასიის უნივერსიტეტი -ჯანდაცვის მენეჯმენტი -70%. 5) დავით შეწირული -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -გეოლოგია-50%. 6)ლიზი კობიძე-საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი -აგრონომია და სატყეო საქმე, მევენახეობა, მეღვინეობა -50%. 7)ზუკა გოგიბერიძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსები-50%. 8)საბა სიხარულიძე -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -მეცხოველეობა.9)ნიკა კიკვაძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -მენეჯმენტი. 10)ნინი ჩხიკვაძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართალი. 11)ნია კვაჭანტირაძე-ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი -ფილოლოგია. 12)საბა ჯინჭარაძე -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი -ტურიზმი. 13)თორნიკე ანთიძე -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ფინანსები. 14) ლიკა ბედინეიშვილი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობა. 15)ლიზა ბერძენიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -ფილოლოგია. 16)ლუკა ცინცაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრანსპორტი. 17)გვანცა დოლიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითები. 18)ნიკა ტრაპაიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის მენეჯმენტი. 19)მაია კუტუბიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტი. 20)მარიამ ხაბეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართალი. 21) ნიკა უნგიაძე -გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - მენეჯმენტი. 22)ნინი წერაძე-ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალი. 23)მარიამ ჯინჭარაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითები.
ისტორიული გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე.
ისტორიული გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეების გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარმატებაცაა.
კიდევ ერთი დადასტურება როგორი ნიჭიერი და უსაზღვრო შესაძლებლობების თაობა მოდის მომავლიდან, მათ მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება ჩვენი.
ვამაყობთ ,ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ეს წარმატება იყოს დასაწყისი მწვერვალებისკენ შეუჩერებელი სვლის.
გილოცავთ!
მრავალფუნქციური რობოტი - მოწყობილობა, რომელიც ჩოხატაურელმა მოსწავლეებმა შექმნეს და ამერიკულ კონკურსზე წარმატება მოიპოვეს - #გაიცანით ავტორები რუბრიკაში #გამომგონებლები
🏆 საქართველოს ისტორიული წარმატება გენიუს ოლიმპიადაზე! 🇬🇪 🤖 რობოტიკის მიმართულებით საქართველოდან ორმა გუნდმა მოიპოვა მეოთხე საპრიზო ადგილი! 🌟 ულოცავ ჩვენს გმირ ბავშვებს
საქართველოს ისტორიული წარმატება გენიუს ოლიმპიადაზე!
რობოტიკის მიმართულებით საქართველოდან ორმა გუნდმა მოიპოვა მეოთხე საპრიზო ადგილი!
ულოცავ ჩვენს გმირ ბავშვებს და მათ ღირსეულ პედაგოგებს ამ დიდებულ მიღწევას:
ნატალი ნოზაძე მარიამ ბარბაქაძე ნინო გოგატიშვილი ნინი თოდრია ანა თოდრია ლუკა გოგოლაძე
ამ დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის ღირსებაა!
ჩვენ ეს შევძელით! გამარჯვება ჩვენია!
საქართველოს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა მსოფლიოს აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მომავლისკენ მიილტვის და ტექნოლოგიების სფეროში თავისი ღირსეული ადგილი აქვს!
#გენიუსოლიმპიადა #საქართველო #რობოტიკა #წარმატება #ღირსება #მომავალი
გილოცავთ ყველას ამ ისტორიულ წარმატებას!
ჩვენი ღირსეული ჩემპიონები!
ჩვენი ღირსეული ჩემპიონები!
გაცნობებთ, რომ Pascal STEAM Community-ს გუნდმა წარმატებით იასპარეზა აშშ-ში გამართულ Genius Olympiad 2025-ზე, სადაც მონაწილეობდა 1250 გუნდი 69 ქვეყნიდან და 34 შტატიდან.
ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლეს და პირველივე ცდაზე მოიპოვეს გამარჯვება Honorable Mentions კატეგორიაში, რაც უტოლდება მე-4 ადგილს!
ეს არის უდიდესი მოტივაცია ჩვენი გუნდისთვის და ნათელი დასტური იმისა, რომ შრომასა და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი!
აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ:
ჩვენს გამორჩეულ მოსწავლეებს დაუღალავი შრომისთვის!
მშობლებს, ნდობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის!
ჩვენს მენტორებსა და გუნდს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის!
ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება!
ჩვენ ვაგრძელებთ მოსწავლეების უმაღლეს დონეზე გადამზადებას რობოტიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში და გვჯერა, რომ არაერთხელ გავახარებთ ქვეყანას საერთაშორისო წარმატებებით!
მადლობა რომ გვიჭერთ მხარს. თქვენი ნდობა ჩვენი ძალაა!
Pascal STEAM Community-ს ფილიალები მდებარეობს საქართველოს 10 ქალაქში.
ტელ: 568 84 44 88
სიახლეების არქივი
