სიახლეები
მესამე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედამიწის დღეს !
მეცხრე კლასის ეკო-პროექტი – ვუფრთხილდეთ გარემოს ერთად
მეცხრე კლასის ეკო-პროექტი – ვუფრთხილდეთ გარემოს ერთად
ეკო-კვირეულის ფარგლებში, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტი , რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაზიარება იყო.
პროექტის ფარგლებში მათ მოსწავლეებს დაუსვეს სხვადასხვა შეკითხვა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვუფრთხილდეთ გარემოს . მონაწილეებმა გაუზიარეს თავიანთი აზრები და იდეები, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ეკოლოგიურ ცნობიერებას
აქტივობა იყო საინტერესო და ინტერაქტიული , რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პატარა ნაბიჯებიც კი დიდ ცვლილებებს იწვევს
„ჩემი მწვანე სამყარო“
„ჩემი მწვანე სამყარო“ – დედამიწის დღის აღნიშვნა ჩვენს სკოლაში
დედამიწის დღის აღსანიშნავად ჩვენს სკოლაში მოეწყო ხატვის კუთხე , სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ხედვით წარმოაჩინეს „მწვანე სამყარო“ .
ნამუშევრებში აისახა სუფთა გარემოს მნიშვნელობა , ბუნებაზე ზრუნვა და ის იდეები, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნაში გვეხმარება .
ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა .
მწვანე დასაწყისი – ეკო-კვირეულის გახსნა ჩვენს სკოლაში
მწვანე დასაწყისი – ეკო-კვირეულის გახსნა ჩვენს სკოლაში
ჩვენს სკოლაში დაიწყო ეკო-კვირეული , რომელიც გარემოზე ზრუნვასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
კვირეული დავიწყეთ უფროსკლასელების პრეზენტაციებით უმცროსებისთვის . მათ ისაუბრეს ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე , ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკო-ჩვევების დანერგვაზე და იმაზე, როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გარემოს გაუმჯობესება.
შეხვედრა იყო საინტერესო და აქტიური – მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გაუზიარეს იდეები მწვანე მომავლის შესახებ
ქართული ენა ჩვენი გულის ხმაა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ამაყად ჟღერს.
ქართული ენა ჩვენი გულის ხმაა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ამაყად ჟღერს.
მართლმადიდებლური სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედაენის დღეს!
დედაენა გვაერთიანებს და გვაძლიერებს.
დედაენა გვაერთიანებს და გვაძლიერებს.
მოვუფრთხილდეთ მას, როგორც ძვირფას საგანძურს!
მართლმადიდებლური სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედაენის დღეს!
14 აპრილი #დედაენის დღეა!
გილოცავთ დედაენის დღეს!
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო და საინფორმაციო პრეზენტაცია
დღეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო და საინფორმაციო პრეზენტაცია
პრეზენტაცია შეეხებოდა წითელი ჯვრის ისტორიას, მის ფუნქციებსა და მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში მოსწავლეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის შექმნის მიზნებზე, ჰუმანიტარულ საქმიანობასა და იმ დიდ პასუხისმგებლობებზე, რომელსაც იგი ასრულებს
ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მოსწავლეების აქტიურობასა და ჩართულობას მნიშვნელოვან საკითხებში
განსაკუთრებული მადლობა წითელ ჯვარს გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის
5
პროექტი "ციფრები იცინიან".
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-7კლასში მათემატიკაში ჩავატარეთ პროექტი "ციფრები იცინიან".
მადლობა არაჩვეულებრივ ბავშვებს ჩართულობისთვის, გუნდური მუშაობისთვის,საუკეთესო პრეზენტაციისთვის შინაარსიანი და შემეცნებითი ნამუშევრებისთვის
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ
კონკურსი-" ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში-" ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ორი გუნდი :" მოწყალე სამარიტელი" და " მე-11 ჟამის მუშაკნი" -მონაწილეობს.
გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს ამჟამადაც და ნახევარფინალში გადავიდნენ სოლიდური ანგარიშით.(გუნდებს ხელმძღვანელობს ირინე ნინიძე).
ვულოცავთ მოსწავლეებს, სკოლას ,ყველა გულშემატკივარს მორიგ წარმატებას.
მადლობას ვუხდით ხელმძღვანელს და გუნდების წევრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვის, დამოკიდებულებისთვის.
გილოცავთ ,ბავშვებო, კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოთ თქვენით ამაყი სკოლა.
კიდევ ერთი წარმატება.
კიდევ ერთი წარმატება.
ლიზი თოდრიამ თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა ამერიკაში სპეციალური სტიპენდია მოიპოვა.
ლიზი თოდრია ჩვენი
სკოლის კურსდამთავრებულია, უნიკალური პიროვნება ,ღირსების გამახვილებული გრძნობით, მოქალაქრობრივი შეგნებით, ნათელი, წრფელი, "თვალსანთლიანი", სულ რომ ენთო მის მოუგერიებელი ხიბლის სამყაროში სიკეთის შუქი.
ეს მშვენიერი გოგო ჩემი მოსწავლე იყო, ახლა ამერიკაში სწავლობს. როგორც თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარმატებული სწავლის შედეგად,მოიპოვა ,როგორც სრული სახელმწიფო დაფინანსება, ისე სპეციალური სტიპენდია.მისი დაფინანსება სემესტრულად შეადგენს 17 000$.
ეს ყვავილები დღეს მე გამომიგზავნა , გამაბედნიერე ჩემს მოსწავლეში არსებობამ, კიდევ უფრო გამახარა, როცა მითხრა,აქ უფრო მეტად დავუახლოვდი სამშობლოსა და ღმერთს, განშორებას სცოდნია ასე, შესაძლებელია, სამშობლოსა და ადამიანის სულიერი თანაარსებობაო რომელიც უკან დაგაბრუნებსო.
მიყვარხარ უსაზღვროდ , ჩემო ლიზიკო, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, მზეგულიანო გოგო და მენატრები, ამაყი ვარ შენით, შენ გამო.
გილოცავ !
გილოცავ !
ანა თოდრიამ ამერიკის 7 უნივერსიტეტიდან თანხმობა მიიღო სრული დაფინანსებით.
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-12 კლასელი, ოქროს მედლის კანდიდატი, ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, გამორჩეული პიროვნება, სკოლის ყველა ღონისძიების, პროექტის, აქტივობის სულისჩამდგმელი, გულშემატკივარი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ,შემოქმედებითად მუხტავს ,რასაც ეხება ,ჩვენი სკოლის თავმოწონება ანა თოდრია ამერიკის ერთ -ერთ უნივერსიტეტში ისწავლის .მას
7 უნივერსიტეტიდან მოუვიდა თანხმობა სრული დაფინანსებით , ანუკი აპირებს სწავლა გააგრძელოს ფორდჰემის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (60 000 $ დაფინანსება წელიწადში).
ვულოცავთ წარმატებას, დიდი გზის ღირსეულ დასაწყისს.
ჩვენს მიზანდასახულ ანას მტკიცე ნაბიჯებით ევლოს მომავლისაკენ , არასოდეს გაწყვეტილიყოს ის დიდი სულიერი კავშირი მასსა და საქართველოს შორის, რომელიც დაგვიბრუნებს ჩვენს საამაყო გოგოს.
გვიყვარხარ, პატრიარქო!
გვიყვარხარ, პატრიარქო!
კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს",-ამ ფრაზაში საქართველოს არაერთი პატრიარქის ტრაგიკული ბედი ცხადდება.
დღეს საქართველო ეთხოვება ეპოქის შემოქმედს, დიდებულებით დიდებულ სინათლეს, სულიერ ხერხემალს,ეკლესიის ავტოკეფალიისა და ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობისთვის მებრძოლსა და მედროშეს, მუდამ რომ ცდილობდა, საზოგადოებაში გაეღვიძებინა სამყაროს გამამთლიანებლი ძალის რწმენა, სულისკვეთება.
"პაწაწკინტელა" ნათელსაც კი ხედავდა ადამიანში და მის სამყაროსთან დამოკიდებულებას აწესრიგებდა, შინაგანი წონასწორობის უმთავრესი საყრდენის -სიყვარულის გადარჩენისთვის იღვწოდა ნახევარი საუკუნე მიუწვდომელი უბრალოებით.აშენებდა , ქმნიდა, ასწავლიდა, სიცოცხლისუნარიანს ხდიდა ,რასაც ეხებოდა, სული საქმით მეტყველი.
მიუხედავად იმისა ,რომ თანამედროვე საქართველო ხშირად იძლეოდა საბაბს სიმკაცრისა , ამ დროსაც არ ჰკარგავდა მისი ხმა სითბოსა და სიყვარულს, ერის მანკიერებათა დაძლევის გზებს მამობრივი მზრუნველობით ეძებდა.
გულით ატარებდა ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს ,მათი გულწრფელი და უანგარო სამსახური მიაჩნდა თავის უპირველეს მისიად , ფიქრის საგნად, ცხოვრების წესისა და არსებობის ფორმის განმსაზღვრელად.
ღირსების ცოცხალმა ხატმა უმრუდო გზით იარა ნახევარი საუკუნე დროისთვის შეწონილი ღვაწლით .
მიზანი ერთი ჰქონდა, გვეცხოვრა წმინდა ცხოვრებითა და გვევლო მართალი გზით.
გულიც ბევრჯერ ატკინეს, ხან მხილება არ აპატიეს ,ხანაც დუმილი, მადლიერების გამოხატვაც ხშირად ავიწყდებოდათ, საყვედურის -არა.
მაინც ჯიუტად უყვარდა საქართველო ,წავიდა ისე, ერთი საყვედური არ დასცდენია მის მიმართ, მხოლოდ ეს უთხრა:"მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე, სხვამ გააკეთოს უკეთესად".
დღეს სრულიად საქართველო გლოვობს, ცრემლით, მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით, აქამდე ვერ ნათქვამის გამო სინანულით, იმედის, რწმენის ბურჯს ეთხოვება.
ცრემლმორეული გემშვიდობება თქვენი ლოცვა-კურთხევით დაარსებული ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლაც.
გული გწყდებოდათ, არც ერთ მასწავლებელს ჩემთვის თავზე ხელი არ გადაუსვამსო, არ ჩამხუტებიაო...სითბო და სიყვარული აჩვენეთ ბავშვებსო, სთხოვდით მასწავლებლებს.
გპირდებით, თქვენ რომ გინდოდათ თქვენს ბავშვობაში , ისეთი სკოლა ვიქნებით.
გვიყვარხართ, ჩვენო სიყვარულისფერო პატრიარქო.
მადლობელი ვართ ჩვენზე მამობრივი ზრუნვისთვის.
ვინც გიყვარს, ის არსად მიდის, სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში.
ჩვენი სკოლა მუდამ შეინახავს და გაუფრთხილდება თქვენს ხსოვნას.
სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა.
დედის დღე
მართლმადიდებლური სკოლის მე-5 და მე-6 კლასებმა მათი ხელმძღვანელების ნანა თავართქილაძისა და მარინა ოჩიგავას ინიციატივით დედის დღე მიულოცეს ქალბატონებს.ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა ირმა ჯიბუტი ნანა მგალობლიშვილი Marina Ochigava ნანუკა თავართქილაძე
გიორგი მრევლიშვილის "ეროვნული გამოცდები"
ხვალ, 4 მარტს, ამსტერდამში IDFA-ს Het Documentaire Paviljoen-ში ორი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
► გიორგი მრევლიშვილის "ეროვნული გამოცდები" და თიკუ კობიაშვილის "ზვიად ცეცხლაძე".
ჩვენებების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც გიორგი მრევლიშვილთან ერთად ელენე მიქაბერიძეც მიიღებს მონაწილეობას.
ეს შეხვედრა სპეციალური კინოჩვენებების სერიის ნაწილია, სახელწოდებით „კინო ალყაში“ (Cinema Under Siege).
ხვალინდელი პროგრამის ფოკუსია საქართველოში მომიტინგეების - მათ შორის სტუდენტების, ექიმების, ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების - ბოლოდროინდელი დაკავებები და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი რეჟისორები.
გილოცავთ დედის დღეს
დედები ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები არიან
გილოცავთ დედის დღეს
მადლობა, იდეის მხარდაჭერისთვის სკოლის ადმინისტრაციას.
ქეთი ქვაჭრელიშვილი შენთან ერთად ყველაფერი უფრო ლამაზია!
ჩვენო საყვარელო დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს🌸🌸🌸
,,სადაც დედაა, იქ სითბო და სიყვარულია”
მესამე კლასი გილოცავთ დედიკოებს "დედის დღეს"
მესამე კლასი გილოცავთ დედიკოებს "დედის დღეს"
სიახლეების არქივი
