სიახლეები

          • პირველი ივნისი ჩვენს სკოლაში დაუვიწყარ დღედ იქცა!

          • პირველი ივნისი ჩვენს სკოლაში დაუვიწყარ დღედ იქცა!

            ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განსაკუთრებული და ძალიან სახალისო აქტივობები გაიმართა. ამ დღის მთავარი გმირები თავად მოსწავლეები იყვნენ, მათ ერთი დღით მასწავლებლების, დირექტორის, მოადგილისა და სასწავლო ნაწილის როლები მოირგეს.

            სკოლის დერეფნებში მთელი დღე ისმოდა სიცილი, მხიარული დიალოგები და „სასწავლო პროცესიც“ სრულიად განსხვავებული განწყობით მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ძალიან შემოქმედებითად და ხალისიანად გააცოცხლეს სასკოლო სიტუაციები, შექმნეს უამრავი სახასილო მომენტი და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად ნიჭიერები და აქტიურები არიან.

            დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც მათ გულწრფელად ისაუბრეს საკუთარ იდეებზე, სურვილებსა და იმ ცვლილებებზე, რომლებსაც სკოლაში ისურვებდნენ.

            გაჟღერდა ბევრი საინტერესო აზრი, ინიციატივა და მოსაზრება, რამაც ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა.

          • გილოცავთ!

          • გილოცავთ!

            მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა-"მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი"- კონკურსში -"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"-პირველი ადგილი დაიკავა .ისინი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმოგზაურებენ.

            "მოწყალე სამარიტელი" კი მე-4 ადგილზე გავიდა.გუნდი საქართველოს ეკლესია-მონასტრებს მოილოცავს.

            ვულოცავთ გუნდებს წარმატებას, ვუსურვებთ არაერთხელ ესახელებინოთ თავიანთი სკოლა, რომელსაც ეამაყება ეს ნიჭიერი თაობა.

            მადლობას ვუხდით გუნდების ხელმძღვანელს ირინა ნინიძეს ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

             

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-17 შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება გაიმართა

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-17 შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეძღვნებოდა. საღამო დასრულდა წარჩინებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოებით სხვადასხვა ნომინაციაში. საღამოს ესწრებოდნენ მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები.

             

            კომპანია „ლიბო გრუპის“ დამფუძნებელმა მარიამ დუდუჩავამ დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები : 1. ელენე ბაკურაძე 2. ლიკა ბერიძე 3. იოსებ გიორგაძე. 4. ლუკა გოგოლაძე. 5. ანა თოდრია 6. ნინი თოდრია 7. მათე მეგრელიშვილი 8. მაგდა მინდაძე 9. პაპუნა ჯინჭარაძე.

             

            პოეტ ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია გადაეცა ლიზი ჯინჭარაძეს , დათი გუდავაძეს, მართა ჯინჭარაძეს, ლიკა ბერიძეს, ელენე ბაკურაძეს, დემეტრე ბარკალაიას, ლუკა შუბითიძეს,  ბარბარე სიხარულიძეს,  რეზი ძნელაძეს .

            პოეტ ლაშა გახარიას პრემია მიენიჭა მარიამ  თავაძეს.

             

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის სახელობის პრემია – გიორგი ბუბუტეიშვილს.

            დეკანოზ თომა სიხარულიძის სახელობის პრემია ნომინაციაში -“ჩემი ვეფხისტყაოსანი ” გადაეცა ანანო კიკვაძეს, მარი კვინტრაძეს, სიდონია გიორგაძეს.

            ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დააჯილდოვა მართა მეგრელიშვილი.

             

            დავით ხაბეიშვილის სახელობის პრემია გადაეცა თინათინ  ბერძენიშვილს, ანა უნგიაძეს, ანასტასია კილაძეს.

            ასევე, ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია გადაეცა მასწავლებელს, თამარ მინდაძეს.

            დედათა მონასტრის წინამძღოლმა იღუმენია მარიამმა დააჯილდოვა მასწავლებელი ფატი ბერძენიშვილი ნომინაციაში -“წარმატებული მასწავლებელი” ,ასევე , მოსწავლეები: ლიკა კოტრიკაძე, იოსებ გიორგაძე, ლუკა გოგოლაძე, ბარბარე რუხაძე.

             

            დეკანოზ თომა სიხარულიძის სახელობის პრემია გადაეცა გიორგი მამალაძეს, ზუკა ჯინჭარაძეს, ნიკოლოზ ცინცაძეს, საბა ბოლქვაძეს, გურამ ხაბულიანს.

            ლევან გოგოლაძემ დააჯილდოვა პაპუნა ჯინჭარაძე და მაგდა მინდაძე.

            ასევე,  დაჯილდოვდა მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული ლევან ტყეშელიაძე.

            კომპიუტერები გადაეცა ანანო კიკვაძეს და ლიზი ენდელაძეს.

             

          • ბოლო ზარი

          • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, მოადგილე ლევან ჩხიკვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხელოვნების სასახლეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო.

          • ფაშიზმზე გამარჯვება არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი ან სამხედრო ტრიუმფი.

          • ფაშიზმზე გამარჯვება არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი ან სამხედრო ტრიუმფი. ეს არის კაცობრიობის სულის უდიდესი გამოღვიძება, როდესაც სიცოცხლის სიყვარულმა და თავისუფლების წყურვილმა სიძულვილისა და ბოროტების წყვდიადი დაამარცხა. ამ გამარჯვების მიღმა დგას მილიონობით გაწირული სიცოცხლე, გაუცემელი სითბო და დანგრეული ოცნებები, რაც გვახსენებს, რომ მშვიდობა ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლის მოპოვებაც კაცობრიობამ ასეთი მძიმე ფასით შეძლო. დღეს მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი წმინდა ვალია- ეს არის ხარკი მათ წინაშე, ვინც საკუთარი ხვალინდელი დღე ჩვენს დღევანდელობას შესწირა. ნამდვილი ძალა არა ნგრევაში, არამედ გაფრთხილებაშია. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი სამყაროს შენება, სადაც ყოველი გათენება იმედითაა სავსე, სადაც შიშს სიყვარული ანაცვლებს და სადაც მომავალი თაობები ომის საშინელებას მხოლოდ ფურცლებიდან გაეცნობიან. მშვიდობა სათუთი ყვავილივითაა, რომელიც მუდმივ ზრუნვას, გონიერებასა და ერთმანეთის გატანას საჭიროებს, რათა გამარჯვების შუქი არასოდეს ჩაქრეს და კაცობრიობამ მხოლოდ შემოქმედებითა და ჰარმონიით იაროს წინ.

          • ანა თოდრია მომავალი წლიდან Rochester Institute of Technology-ში .

          • LEAF-ის კურსდამთავრებული ანა თოდრია მომავალი წლიდან Rochester Institute of Technology-ში ისწავლის, პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, 299 804 დოლარიანი დაფინანსებით.

            ანა ასევე ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:

            Fordham University - 214 052 $

            University of Connecticut - 92 000 $

            Drexel University - 212 000 $

            George Mason University - 84 000 $

            Manhattan University - 154 000 $

            Pace University - 144 000 $

            “საზღვარგარეთ სწავლა უკეთესი განათლებისა და მეტი აკადემიური თუ კარიერული პერსპექტივის გამო გადავწყვიტე. მინდოდა ისეთ გარემოში განვითარება, სადაც ახალ კულტურებს გავიცნობდი, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვისწავლიდი და საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ აღმოვაჩენდი.

            უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მთავარი იყო აკადემიური ხარისხი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი კარიერული განვითარებისთვის შემომთავაზებდა.

            LEAF ძალიან დამეხმარა პროგრამის შერჩევაში, დოკუმენტების მომზადებასა და განაცხადის გაგზავნაში. მათი მხარდაჭერით პროცესი ბევრად მარტივი და ორგანიზებული გახდა.

            ახალი ეტაპისგან ველოდები აკადემიურ და პიროვნულ ზრდას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და საერთაშორისო გარემოში გამოცდილების დაგროვებას.

            მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, დროულად დაიწყონ მზადება და გამოიყენონ პროფესიონალების დახმარება” - ანა თოდრია

          • ფინანსური განათლება- წარმატებული მომავლის საფუძველი!

          • ფინანსური განათლება- წარმატებული მომავლის საფუძველი!

            საქართველოს ბანკი-ის ინიციატივის - „ფინედუ კლასში“ - ფარგლებში ჩვენს სკოლაში ჩატარდა ფინანსური განათლების ინტერაქციული შეხვედრა.

            მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბიუჯეტირების, დაზოგვისა და ინვესტირების შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დასვეს საინტერესო, პრაქტიკული კითხვები.

            მსგავსი აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ქმნის მყარ საფუძველს დამოუკიდებელი მომავლისთვის

          • "ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები".

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასი (ხელმძღვანელი მარინე ოჩიგავა)პროექტით -"ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები", ქალაქ ბათუმს ესტუმრა, ზღვაზე გემით გაისეირნეს და თბილ გარემოში ერთმანეთს ცნობილი ავტორების წიგნები აჩუქეს,

            ორი მოსწავლე დაასაჩუქრა მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნათია კალანდაძემ, რომელმაც ასევე წიგნები შეუძინა მე-7 კლასელებს, მადლობა ქალბატონ ნათიას პროექტის მხარდაჭერისთვის.

            მადლობა მშობლებს პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

            იმედია ,ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იქნება.

          • პროექტი "" ციფრები იცინიან"

          • მათემატიკა ხშირად ასოცირდება სიზუსტესთან,ლოგიკასთან და წესებთან, თუმცა სინამდვილეში გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას გამოვავლინოთ ფანტაზია, კრეატიულობა და კომპიუტერული უნარები. დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინენ პროექტი "" ციფრები იცინიან"

            მადლობა ჩემო საუკეთესოებო, ჩემო გონიერებო, განსაკუთრებულები იყავით თითოეული თქვენგანი.

            თქვენი ნამუშევრებიდან ჩანს რომ მათემატიკა უსასრულო სამყაროა, სადაც თითოეული ამოცანა ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას ჰგავს. დღეს თქვენ კარგად დაგვანახეთ როცა საქმე მათემატიკას ეხება სიზუსტე დაუნდობელია, სტრატეგია კი- უზადო.

            მადლობა ბავშვებო გუნდურობისთვის,თანამშრომლობისთვის. წარმატებები ყველგან და ყოველთვის

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ბოლო დღე.

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ბოლო დღე.

            ჩვენმა პატარებმა საკუთარი გზავნილით გვაჩვენეს, რომ დედამიწას ყველაზე მეტად სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თითოეულ კეთილ საქმეს შეუძლია ბუნებას ღიმილი დაუბრუნოს და ცრემლები მოწმინდოს.

            დავიცვათ გარემო დღეს, რათა ხვალ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. პატარა ნაბიჯებსაც კი დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია!