გაიცანით დასავლეთ საქართველოს ლიდერი მოსწავლეები და პედაგოგები, გამორჩეულად ინტელექტუალური მოსწავლეები და მათი საამაყო პედაგოგები.
დღეს, მათ მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში, რომელიც ამჯერად ბათუმში ჩატარდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტში მონაწილეობენ გამორჩეული პედაგოგები და მოსწავლეები მთელი საქართველოდან, რომლებიც არამხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც აქტიურები არიან.
მოსწავლეებს და პედაგოგს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ვულოცავთ, წარმატებულ მონაწილეობას.
შეუერთდით ინტელექტუალურ პროექტს მოსწავლეებთან ერთად, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ მეტად გუნდურები და გამოიმუშაონ ახალი უნარები.
