სიახლეები

          • ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები

          • ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები მე-11 კლასის საყვარელი აქტივობაა, წლებია ხორციელდება.

            დღეს ერთმანეთს კიდევ ერთი საინტერესო , შინაარსიანი დღე აჩუქეს და გაულამაზეს მათთვის საყვარელი წიგნებით.

            გამორჩეული კლასი ესთეტიკური ღირებულებებითაც დახვეწილია, მაგრამ ისეთი ინტელექტუალური გემოვნებით ჰქონდათ ერთმანეთისთვის მხატვრული ლიტერატურა შერჩეული, გამაოცეს ,აღმაფრთოვანეს, გამახარეს.

            მადლობა ,ბავშვებო.

            მადლობა მამა საბას, ქალბატონ ირმას , მაკა მასწს.მხარდაჭერისთვის.

          • ჩოხატაურელმა თაკო ჩხარტიშვილმა Erasmus Mundus-ის მაქსიმალური დაფინანსება და სრული სტიპენდია მოიპოვა

          • დღეიდან შემიძლია ჩემი ცხოვრების საუკეთესო ამბავი გაგიზიაროთ, Erasmus Mundus-ის მაქსიმალური დაფინანსებითა და სრული სტიპენდიით (41 000 EUR) შემოდგომიდან სწავლას გავაგრძელებ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე ”Master in Research and Innovation in Higher Education”.

            პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.

            სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პირველ სემესტრს გავატარებ ავსტრიაში, ქალაქ კრემსში (University for Continuing Education Krems), მეორე სემესტრს გავატარებ ფინეთში, ქალაქ ტამპერეში (University of Tampere), ორ თვიანი ევროპული სტაჟირებისა და აზიური თავგადასავლის ( Beijing Normal University (China)/ Thapar Institute of Engineering and Technology (India) შემდეგ კი უკანასკნელ რვა თვეს გავატარებ უნგრეთში, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში (Eötvös Loránd University) სადაც დავიცავ მაგისტრის ხარისხს. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი ორმაგი ხარისხით Master in Educational Sciences და Master of Administrative Sciences გავაგრძელებ ახალ თავგადასავლებში გახვევას. აქვე განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც არასდროს უთქვამთ დახმარებაზე უარი და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი .

          • ,,დედამიწის დღე"

          • ,,დედამიწის დღე" ყოველწლიური ღონისძიებაა,რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა 1970 წელს დააარსა,როცა სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა,რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

            ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,დედამიწა ჩემი სახლია".

          • "არტისტული ყვავილების" თავისუფალი გაკვეთილები

          • "არტისტული ყვავილების" თავისუფალი გაკვეთილები:

            1.გალაკტიონის სახლ-მუზეუმი.

            2.ლიტერატურის ინსტიტუტი,

            შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, გალაკტიონოლოგთან ,ქალბატონ ნათია სიხარულიძესთან.

            3.სტუმრად აზროვნების აკადემიაში, შეხვედრა ფილისოფოს ანა ქირიასთან.

            4.კ.მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი.(ინციდენტი მეტროში-რეჟისორი ჭოლა წულაძე)

          • ცვლილებები განათლებით იწყება.

          • დაუვიწყარი დღეების ჩუქებისთვის, ახალგაზრდებზე ზრუნვისა და არაერთხელ შეშველებული ხელისთვის,მათი უანგარო მხარდაჭერისთვის გაღებული წვლილისთვის მადლობას უხდის მე-12 კლასელები მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით შარაშიძესა და მერის მოადგილეს მინდია ჟღერიას.

            მომავალი განათლებაშია.

            ცვლილებები განათლებით იწყება.

          • შეხვედრა ილიაუნის პროფესორ ჯანა ჯავახიშვილთან.

          • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მეთორმეტე კლასელებისა და მათი პედაგოგების - ქ-ნ ნანა მგალობლიშვილს და ქ-ნი მარიტა კეკელიძის შეხვედრას ილიაუნის პროფესორ ჯანა ჯავახიშვილთან.

            საუბარი შედგა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ეგზისტენციურ თემებზე - ცხოვრების საზრისი, სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

            ჯანა ჯავახიშვილმა ინტერაქტიული ლექციის მსვლელობისას ისაუბრა ერიხ ფრომის, ვიქტორ ფრანკლის, ფრიც პერლსის, კარლ როჯერსის და ვირჯინია სატირის იდეებზე ამ საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შედგა ცოცხალი დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

            #ილიაუნი #iliauni

          • ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

          • დღეს გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდები : ,,მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი "და "მოწყალე სამარიტელი , გადავიდა შემდეგ ეტაპზე გილოცავთ ბავშვებო ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ წარმატებებს

          • კლასის საათი „არა ძალადობას!“

          • მე-3კლასში, ჩატარდა კლასის საათი „არა ძალადობას!“ . ვისაუბრეთ ძალადობის სხვადასხვა სახეებზე . ვუყურეთ ფილმს, ვიმსჯელეთ, ყველამ ერთად ვუთხარით -"არა" ძალადობას!

            თავიანთი დამოკიდებულება ნახატებით გამოხატეს.

            კლასის საათს ესწრებოდა მშობლეთა კომიტეტის წევრი.

            მადლობა ქალბატონ იას თანამშრომლობისათვის.

          • ,,გახდი არქეოლოგი"

          • ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე მინი პროექტი

            ,,გახდი არქეოლოგი"

            მოსწავლეებს დაევალათ საკუთარი რაიონის,სოფლის ტერიტორიებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის შესახებ ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.

            აღნიშნული პროექტის მიზანი :მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიას, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, ჩაატერეს გამოკითხვები,შეაგროვეს ინფორმაციები.

            შექმნეს არქოლოგიური დასურათებული ჟურნალები.

            მოირგეს არქეოლოგის როლი, წარმოადგინეს საინტერესო მასალა,პრეზენტაციები მოამზადეს ელექტრონულად Power Point -პლატფორმის გამოყენებით .

            პრეზენტატორები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით : ორიგინალური პრეზენტაცია, საინტერესო თხრობა და სხვა.

            აღნიშნულ პროექტს დაესწრო სკოლის პრორექტორი - ირმა ჯიბუტი და ძალიან საინტერესო იდეები მიაწოდა მოსწავლეებს.

            მადლობა ყველა მოსწავლეს, აქტიურობისა და შრომისთვის! თქვენ ხართ საუკეთესოები, ინდივიდუალურები, გონიერები, ფერადები,ჭკვიანები და ძალიან მიყვარხართ!

            ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ წარმატებებს!

          • მხიარული სტარტები

          • სამრევლო სკოლის მოსწავლეთა თვიმმართველობის ინიციატივით 23 მარტს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით "მხიარული სტარტები " ჩატარდა. მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ. დრომ მხიარულად და საინტერესოდ გაირბინა ,გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა, რომელსაც თასი და სიგელი გადაეცა. მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობას საინტერესო აქტივობისთვის, რომელიც ტრადიციად იქცევა.