სიახლეები

          • თემაზე “თვითრეალიზაცია და ემოციური რეგულაცია”.

          • გაიმართა შეხვედრა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლისა და “ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის” მე-12 კლასის მოსწავლეებთან, თემაზე “თვითრეალიზაცია და ემოციური რეგულაცია”.

            შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოცდილების საფუძველზე შეხებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს: აბიტურიენტობას და მასთან არსებულ ემოციურ მდგომარეობებს, მომავლის პერსპექტივას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

            ტრენინგის მიმდინარეობისას წახალისებული იყო მონაწილეებს გაეცნობიერებინათ საკუთარი პიროვნების კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტი, შეხებოდნენ საკუთარ შინაგან საყრდენებს და დაენახათ გარემოში არსებული მხარდამჭერთა სისტემა.

            მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც დამხმარეა ემოციური რეგულაციისთვის სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაში.

            აზროვნების აკადემია თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას და კეთილდღეობას

          • "ტვინების ბრძოლა"V კლასი

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე_5_ე კლასის მოსწავლეებს:ელენე ხაბულიანს, თეკლა ცინცაძეს, საბა ბარამიძეს, ანასტასია საჯაიას, ნატალი ყაჭეიშვილს ვულოცავ "ტვინების ბრძოლა"-ის ფინალში გასვლას. წარმატებები ჩემო სიყვარულებო, იბრწყინეთ და იკაშკაშეთ. მიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით

          • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

          • 1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

            ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და დეკანოზი ნოე გუგუციძე, რომლებმაც ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

            დოკუმენტის მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საპატრიარქოს განათლების ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც CIU-ში ჩაირიცხებიან, 40%-იან შიდა გრანტს გამოუყოფს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს. გარდა მოსწავლეებისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების ცენტრის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის განახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

            ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აწერენ.

            შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თემით - „სკოლიდან უნივერსიტეტამდე - გამოწვევები და მოლოდინები“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა თემით - „განვლილი პროექტების პროზენტაცია“ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე თემით - „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის გზაზე“.

            ღონისძიების დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ - გავლისთვის მსმენელები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

            შეხვედრას სასულიერო პირები, დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

          • "Spelling Bee" - პირველი ეტაპი!

          • "Spelling Bee" - პირველი ეტაპი!

            ჩვენს სკოლაში წარმატებით ჩატარდა "Spelling Bee"-ს პირველი ეტაპი. მონაწილეებმა გამოავლინეს შესანიშნავი ცოდნა და მონდომება! გამარჯვებულები განაგრძობენ გზას შემდეგ ეტაპზე. მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და წარმატება მათ, ვინც პირველი ეტაპი გადალახა!

            Best of luck to all the participants!

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი-" XI ჟამის მუშაკნი" ფინალშია.

          • ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი-" XI ჟამის მუშაკნი" ფინალშია.

            კონკურსში -ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი ირინე ნინიძე) კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა და ფინალისტი გახდა.

            ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას, ვამაყობთ კაპიტნით(პაპუნა ჯინჭარაძე), რომელმაც.7-დან 7 -ს უპასუხა.

            მადლობა გუნდის ხელმძღვანელს საქმიანობისთვის.

            ჩვენო საამაყო ბავშვებო, ღირსეულო ფინალისტებო, არაერთხელ გაგეხარებინოთ თქვენი გულშემატკივარი სკოლა.

            გვეამაყებით, მუდამ თქვენ გვერდით გვიგულეთ.

          • STEM ოლიმპიადა

          • თბილისი. ALTE- ს უნივერსიტეტი... STEM ოლიმპიადაში მონაწილე ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა გუნდი .. წარმატებები ჩემო საუკეთესოებო.

          • მართლმადიდებლურ სკოლაში ენის კვირეული დაიწყო.

          • ქართულმა ენამ და საქართველომ ერთმანეთი გადაარჩინეს.

            მართლმადიდებლურ სკოლაში ენის კვირეული დაიწყო.

            პროექტს ყველა კლასი სხვადასხვა ღონისძიებით გამოეხმაურა , რომლებიც კვირის განმავლობაში მოეწყობა სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.

            გისურვებთ წარმატებებს.

            გავუფრთხილდეთ ქართულ.ენას , ვიყოთ მისი ქომაგი,"ის არის ჩვენი იდენტობის ხატი და ვინაობის სრულყოფილი ფორმულა".

          • ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სასწავლო რესურსის შექმნა მათემატიკაში" პეზენტაცია.

          • 05. 04.2025წ. ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა პროექტის " ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სასწავლო რესურსის შექმნა მათემატიკაში"" პეზენტაცია. პროექტის კოორდინატორი მათემატიკის მასწავლებელი მარინა ოჩიგავა. პროექტში მონაწილეობას ღებულობდა გუნდები " ტრიგონი" ( 11 კლასი), "სამი V´S კანონი"(10 კლასი) " "ფიბონაჩის ფენიქსები"(9კლასი) " ინტეგრალის ელიტა"(8კლასი)

            ღონისძიებაზე მოწვეული იყო საქართველოში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამა AI LAB ის ტექნიკური დირექტორი Raphael Kalandadze , პირდაპირი ჩართვით. რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების გზეები, ისაუბრა მის დადებით და უარყოფით მხარეებზე., ურჩია მათ გამოიყენონ chat.ailab.ge საიტი.

            კლასის თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა საუკეთესო ნამუშევრები.

            მადლობა დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს გაწეული დახმარებისთვის.

            უკიდეგანო მადლობა პროექტის ასისტენტს, ჩემს მარჯვენა ხელს, საიმედო, ნიჭიერ მოსწავლეს Ani Ungiadze ს, მადლობა პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, სკოლის დირექციას და მასწავლებლებს თანადგომისთვის.

            განსაკუთრებული მადლობა Raphael Kalandadzeს ძვირფასი დროის დათმობისთვის

          • „ჩვენ ვხედავთ სამყაროს განსხვავებულად – და ეს გვაერთიანებს!“

          • „ჩვენ ვხედავთ სამყაროს განსხვავებულად – და ეს გვაერთიანებს!“

            აუტიზმის მსოფლიო დღის ფარგლებში ვიმოგზაურეთ განსხვავებულობის სამყაროში , სადაც ყველა ხედვა და გამოცდილება ფასეულია!

            ვუყურეთ შთამბეჭდავ ფილმებს , რომლებიც გვასწავლიდნენ ურთიერთგაგებას, მეგობრობას და ემპათიას .

            ბავშვებმა აღმოაჩინეს:

            რა არის აუტიზმი და როგორ ეხმარება სამყაროს უნიკალურობა

            რატომ არის მნიშვნელოვანი მოსმენა, გაგება და მხარდაჭერა

            როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ყველას თავისი ადგილი ექნება

          • 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

          • 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

            ამ თემასთან დაკავშირებით სამრევლო სკოლის მეოთხე კლასი სტუმრობდა განათლების ცენტრს.

            ცენტრის პედაგოგმა რიტა მეგრელიშვილმა ბავშვებს ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანი იყო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებმა .