• შემოდგობის დღეები

          • შემოდგობის დღეები

            ერთად გავაცილეთ ოქროსფერი დღეები

            მე5 კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომი ნობათი გამოფინეს, გვაჩვენეს რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა გურიაში

            სულ ვშთაბერეთ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან პერსონაჟებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით გურულ იუმორს

            დაუვიწყარი დღე იყო, უნიჭიერს ბავშვებთან ერთად

            ვამაყობ თქვენით და მიყვარხართ

            მადლობა ჩემს უძვირფასეს სამრევლო სკოლას

            მადლობა მშობლებს თანადგომისთვის

            მადლობა ნანა მასწავლებელს გვერდში დგომისთვის

          • ინტელექტუალური კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", გამარჯვებული გუნდის ექვსდღიანი მოგზაურობა იტალიაში.

          • ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა ,მოსწავლეები, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიმართ. მათი ორგანიზებით განხორციელებული ინტელექტუალური კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", გამარჯვებული გუნდის ექვსდღიანი მოგზაურობა იტალიაში, შინაარსიანი , ემოციურად დატვირთული და შოკისმომგვრელი იყო .მეუფე სტეფანე ,დიდია ღვაწლი თქვენი .მადლობა ზრუნვისთვის,სითბოსთვის რაც ჩვენთვის გაიღეთ . მადლობა მამა მამუკას ჩვენს ექსკურსიათმძღოლს ,საინტერესოდ დაგეგმილი ტურისთვის .

          • "გიყვარდეს და უყვარდე-არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე."

          • "გიყვარდეს და უყვარდე-არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე."

            ასეა, არ მეგულება უფრო ამაღლებული და არსებობის განმსაზღვრელი დიდი განძი, ვიდრე სიყვარულია. სწორედ, ამ გრძნობამ შეგვყარა ეს "ამოდენა" ხალხი და განგვაცდევინა ერთად ყოფნის ბედნიერება.

            მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მერის მოადგილეს, ბატონ მინდია ჟღერიას. მისი მხარდაჭერით ჩემი სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეები ბათუმის დრამატულ თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. "

            ბავშვებს უდიდესი სიხარული მიანიჭეთ,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

          • 16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა!

          • 16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა!

            ამ დღესთან დაკავშირებით მე-4 კლასში ჩატარდა სადამრიგებლო საათი- ჩვენ ტოლერანტები ვართ.

            მოსწავლეებმა უყურეს ფილმს- ,,კლასის წინ."

            დახატეს საკუთარი თვალით დანახული ტოლერანტობა, იმსჯელეს და ერთმანეთს შთაბეჭდილება გაუზიარეს.

          • დღეს, სამრევლო სკოლის კედლებში, ისტორიის გაკვეთილს ცნობილი ისტორიული პერსონაჟები ესწრებოდნენ...

          • დღეს, სამრევლო სკოლის კედლებში, ისტორიის გაკვეთილს ცნობილი ისტორიული პერსონაჟები ესწრებოდნენ...

            ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე მინი პროექტი ,,მოიწვიე ისტორიული პერსონაჟები ისტორიის გაკვეთილზე "

            ამრიგად, საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ, პასუხობდნენ და გაკვეთილს აკვირდებოდნენ როგორც ბერძენი,ასევე რომაელი პერსონაჟები :ჰეროდოტე ჰალიკარნასელი,ალექსანდრე მაკედონელი, არისტოტელე, დიოგენე,არგონავტები, იულიუს კეისარი,პომპეუსი,გლადიატორები,

            ჰომეროსი ,ფერადკაბიანი,ულამაზესი დედოფლები..

            მინი სპექტაკლის სახით,გავაცოცხლეთ ალექსანდრესა და დიოგენეს საინტერსო დიალოგები ,რასაც სიამოვნებით უსმენდნენ ბავშვები .

            აღნიშნული პროექტის მიზანი : მოსწავლეებს თავად მოერგოთ ისტორიულ პერსონაჟთა როლები,შეერჩიათ შესაფერისი სამოსი, შეეგროვებინათ ინფორმაციები, თავად შეეტანათ ცვილებები მათ სტილსა და მოქმედებებში.

            მოსწავლეებს განუვითარდებათ სააზროვნო, შემოქმედებითი უნარები და ვფიქრობ, მათთვის საინტერესო , სახალისო იქნება მსგავსი ხასიათის გაკვეთილები.

            მადლობა მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის თითოეულ მოსწავლეს,

            კლასის ხელმძღვანელსა და სკოლის დირექციას

            მიყვარხართ და წინ კიდევ ბევრი იდეაა!

          • სტუმრად დიდოსტატი

          • სტუმრად დიდოსტატი

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლას ესტუმრა ქართველი მოჭადრაკე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე.

            პირველ და მეორე კლასელებს გადასცა წიგნები და რვეულები, ესაუბრა ჭადრაკის ისტორიაზე ,დაესწრო გაკვეთილებს.

            მადლობა ჭადრაკის ფედერაციას მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის, იმედი გვაქვს, გაგრძელდება მათი თანადგომა.

          • ჩვენც დავბერდებით

          • ჩვენც დავბერდებით

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლეები და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები ანასეულის ხანდაზმულთა სახლს ესტუმრნენ.

            მე-4 ,მე-8, მე-10 კლასების მოსწავლეებმა მათ პატივსაცემად კონცერტი გამართეს, სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოში იყო მადლიერება, ცრემლებიც და კვლავ სტუმრობის სურვილი.

            ბავშვებმა საჩუქრებიც მიართვეს სიკეთისფერ ბებიებსა და ბაბუებს.ტკბილმა მოხუცებმა ტკბილეულით გვიმასპინძლეს, კვლავ სტუმრობისა და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

            შევპირდით ასეთი შეხვედრების ტრადიციად ქცევას.

            მადლობა დღეგრძელთა სახლს არაჩვეულებრივი ,სიყვარულით სავსე გარემოსთვის, მადლობა თითოეულ თანამშრომელს გამორჩეული დამოკიდებულებისთვის, რომელიც შეუძლებელია, აქ არ იგრძნო.

            გვახსოვდეს მუდამ, ჩვენც დავბერდებით!

            განსაკუთრებული მადლობა მე-4 კლასის მშობლებსა და არაჩვეულებრივ თამარ მინდაძეს.

            მადლობა პრორექტორ ირმა ჯიბუტს, ყველა იდეის სულისჩამდგმელს.

          • პროექტი თემაზე „ქიმია აჭუჭყიანებს ბუნებას, ქიმია ასუფთავებს მას“.

          • ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ხორციელდება პროექტი თემაზე „ქიმია აჭუჭყიანებს ბუნებას, ქიმია ასუფთავებს მას“. ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი ლონდა ლომაძე.

            პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ აჭარაში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში, სადაც ისინი გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელებულ დაავადებებს, ამ დაავადებათა მკურნალობის ქიმიურ მეთოდებს, დაათვალიერეს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. მიკოლოგიის განყოფილებაში მოამზადეს მცენარეთა დაავადებების გამომწვევი სოკოების პრეპარატები და დაათვალიერეს მიკროსკოპში. აქვე მოინახულეს საკოლექციო-საცდელი ნაკვეთი.

            სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრში, მოსწავლეები გაეცნენ წყალში პესტიციდების და მიწისთხილში აფლატოქსინების შემცველობის განსაზღვრის მეთოდებს.

            ჩამდინარე წყლების გამწმენდ სადგურში მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ჩამდინარე წყლების დასუფთავების დანადგარ-მოწყობილობები.

            ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო კალანდიამ მოსწავლეებს კვლევის ახალი მეთოდები გააცნო და ესაუბრა ქიმიის მნიშვნელობასა და პრესპექტივებზე მომავლის საქართველოში. სტუდენტებთან ერთად ჩატარდა სახალისო ცდები.

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლა მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მერაბ ხალვაშს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორს ბატონ გურამ მემარნეს, უჯრედული ტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა ზარნაძეს, ასევე თითოეულ სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს გაწეული დახმარებისთვის და კიდევ ერთი საინტერესო დღისთვის.

            ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

            ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი / ფბი

          • პირველი დიდი გამარჯვება. საბა ჩხიკვაძე

          • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰადას მეიცადი იმყოფებოდა.

            თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, ელჩი დაესწრო ისრაელელ და ქართველ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში.

          • შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი."

          • სულიერი კეთილდღეობა გულისხმობს იმ რწმენისა და ფასეულობების ძიებასა და ქონას, რომლითაც ცხოვრებაში ვხელმძღვანელობთ. ის ემსახურება ინდივიდუალური ღირებულებების ქონას,აზრისა და მიზნის განცდას. სამყაროში საკუთარი ადგილის ქონის შეგრძნებასა და ძიებას.

            ადამიანები, რომელთაც სულიერი კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ეძებენ ჰარმონიას და აქვთ სიმშვიდისა და სისადავის შეგრძნება.

            ამ დატვირთვით სამრევლო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ სულიერი სავანით ცნობილ ულამაზეს კუთხეში - რაჭაში. დღეს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორდღიანი მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი."

          • პროექტი - "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს..."

          • პროექტი - "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს..."

            სამრევლო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით ისწავლეს გალაკტიონისა და ტიციანის ლექსები. იმყოფებოდნენ სოფელ ჭყვიშში და შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა ერთმანეთს ემოციები გაუზიარეს.

            არასდროს დამავიწყდება ის გაბრწყინებული თვალები და იქ ყოფნით მიღებული სიხარული, რომელსაც თქვენ დღეს ასხივებდით

            მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს დამრიგებელს(მადონა მასწს. ).

          • ჩემპიონატი ჭადრაკში.

          • სკოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში.მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები,პირველ ადგილზე გავიდა საბა ბოლქვაძე,მეორეზე - ლუკა გოგოლაძე, მესამეზე -საბა ჯინჭარაძე.

            მასწავლებელი და ორგანიზატორი რევაზ ბერძენიშვილი.