მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით განხორციელდა შემეცნებითი აქტივობები.
მედიაწიგნიერება
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!
სამრევლო სკოლოს დაწყებითი კლასების კათედრამ ტრადიციულად აღნიშნა მწერლის საიუბილეო თარიღი.
10
მედიაწიგნიერების კვირეული სამრევლო სკოლაში.
21-ე საუკუნეში ინტერნეტსივრცის განვითარებასთან და ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კიბერუსაფრთხოების დაცვა, დეზინფორმაციასთან და ჰაკერულ თავდასხმებთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევად იქცა. დღესდღეობით, ინტერნეტსივრცესთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბავშვები და მოზარდები მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ. ისინი ხშირად ხდებიან ყალბი ინფორმაციისა თუ სხვადასხვა ჰაკერული მანიპულაციის მსხვერპლნი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, სადაც განმარტეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, ერთმანეთს გაუზიარეს პირადი გამოცდილება და მეთოდები ნამდვილი ინფორმაციის ყალბისგან გასარჩევად. შეხვედრა იყო ნაყოფიერი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული.
"მედიაწიგნიერი ადამიანის ცხოვრება".
მედიაწიგნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირების საშუალებას გვაძლევს.
მედიაწიგნიერება ადამიანმა იცის, თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. მას შეუძლია, გადაამოწმოს, რამდენად სანდოა წყარო. ეს უნარი ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.
ამ თემასთან დაკავშირებით, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა(მასწავლებელი - ფ. ბერძენიშვილი) მოამზადეს პროექტი:
"მედიაწიგნიერი ადამიანის ცხოვრება".
მოსწავლეებმა საკითხი განიხილეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობის "მოგზაურობა აფრიკაში" წაკითხვისა და გაანალიზების შედეგად მიღებული ემოციით.
რატომ მედიაწიგნიერება?
რატომ მედიაწიგნიერება?
მედიაწიგნიერება ეხმარება მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და შეძლონ გააზრებული არჩევანი.გამოიცნონ სხვადასხვა ინფორმაციის მარკეტინგული საიდუმლო, დაამარცხონ სტერეოტიპები, ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია,ისწავლონ კითხვების დასმა, მედია გამოიყენონ სწავლის ინსტრუმენტად.
მადლობა მე-12 კლასს საინტერესოდ განხორციელებული პროექტისთვის, მნიშვნელოვანი აქტივობებისთვის, რომლებიც მოამზადეს მე-8 კლასელებისთვის.
მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებისთვის.
მადლობა კლასის ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის.
განსაკუთრებული ემოცია მოიტანეთ.
სამრევლო სკოლის მე-8 კლასელებმა მოილოცეს ჯვრის, სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის მონასტრები.ისაუბრეს მათ მდებარეობაზე, ისტორიაზე, არქიტექტურაზე, მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირებზე, ღვაწლზე, მისიაზე.
შთაბეჭდილებებს ,მოძიებულ მასალასა და კვლევებს გააცნობენ სასკოლო საზოგადოებას.
მოსწავლეები მადლობას უხდიან მშობლებს, ანასტასია მასწავლებელს, კლასის ხელმძღვანელსა და რამაზ უნგიაძეს მათთვის მნიშვნელოვანი დღეების მეგზურობისთვის.
25
განსაკუთრებული ემოცია მოიტანეთ.
მე-8 კლასის მოსწავლეები ილიას სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, დაათვალიერეს მუზეუმი, ისაუბრეს მწერლისა , დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები.
ექსკურსიამძღოლი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვების მწერლის მიმართ დამოკიდებულებაზე.
"საოცარი ემოცია.მოიტანეთ,არასოდეს დამავიწყდება, მსგავსი დამოკიდებულებით განებივრებულნი არ ვართ, მადლობა თქვენ ამ სიხარულის მონიჭებისთვის, თქვენ ის მომავალი ხართ, ილია რომ ოცნებობდა."-ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ჩვენი გიდი ერის სულიერი მამის სამყაროში.
შემდეგ მოსწავლეებმა მოილოცეს ილია მართალის სახელობის ტაძარი.
მადლობა ია ტაკიძეს ჩვენი მშვენიერი წამების ასე ლამაზად შეჩერებისთვის.
12
ოლიმპიადა ევერესტი-ოქროს ტური.
ოლიმპიადა ევერესტი-ოქროს ტური. 2023-2024
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
მეხუთე კლასი.
თბილი და სიყვარულით სავსე გარემო მოგვწონსო .მეხუთე კლასი.
წიგნიდან ია ლურჯთვალამ მზესავით გამოაშუქა.
პირველი კლასი
ღია გაკვეთილი --ანბანის შემობრძანება.
"წიგნიდან ია ლურჯთვალამ მზესავით გამოაშუქა."
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა.
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ჩემმა პატარება დილა მადლიანად დაიწყეს და ეზიარნენ
7
18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა.
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.
18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
შეგვეწიოს!
სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - " ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი".
პროექტი - მომავლის პროფესია
პროექტი - მომავლის პროფესია
სტუმრად "სკიჯის სახლში"
უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის დარეჯან ბერძენიშვილს.
ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობა.
მადლობა ჩემს სკოლას მხარდაჭერისთვის(მამა საბასირმა ჯიბუტსნანა მგალობლიშვილსმაკა კილასონიას)
14
პროექტი - საავტორო სკოლა
პროექტი - საავტორო სკოლა
ჩემი კრეატიული მეშვიდე კლასი
უღრმესი მადლობა ირმა ჯიბუტს მხარდაჭერისთვის
თვითმმართველობის არჩევნები
2023 წ.5 სექტემბერს ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კლასებმა აირჩიეს თავიანთი წარმომადგენელი , რომელიც კლასის ინიციატივას, იდეებსა და პრობლემებს გააცნობს თვითმმართველობის ორგანიზაციას და ერთად შეიმუშავებენ იდეების განხორციელებისა და პრობლემების გადაჭრის გზებს. იმედია ,მრავალი საინტერესო ინიციატივა, პროექტი, აქტივობა, აქცია განხორციელდება მათ მიერ და აქტიურად ჩაერთვებიან თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კულტურის შექმნაში. გისურვებთ წარმატებებს! მუდამ გქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი.
41
"თავისუფალი გაკვეთილები"
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სკოლის რექტორატის მხარდაჭერით არაფორმალურ გარემოში დაიგეგმა "თავისუფალი გაკვეთილები" მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში. ბახმაროს დასვენების პარკში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებსა და შემეცნებით-გასართობ ნომინაციებში. დღე შთაბეჭდილებებით, სიურპრიზებით, შინაარსით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.ერთმანეთს ცვლიდა ხალისიანი, ორიგინალური , შემოქმედებითი ნომრები . საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე დაასრულა ბახმაროსთვის ტრადიციულმა კოცონმა და "სამზარეულოს ომებმა". გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა სიგელებით. მადლობა იდეის ინიციატორს, სკოლის სასწავლო პროცესის კორდინატორს , მაკა კილასონიას, ორგანიზატორს, ნანა მგალობლიშვილს, პრორექტორებს - მამა საბასა და ქალბატონ ირმას გამორჩეულად საინტერესო დღის ორგანიზებისთვის, მადლობა პედაგოგებს თანადგომისთვის. იმედია , ეს კარგი იდეა უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება ,არაერთხელ განმეორდება.
86
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.....
შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში.
ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში. მონაწილეობდნენ VIII,IX,X, XI, XII კლასები.
პირველ ადგილზე გავიდა XII კლასი.
მეორე ადგილზე გავიდა XI კლასი.
ხელმძღვანელი რევაზ ბერძენიშვილი.
9