ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სარაიონო ტურნირი ჭადრაკში სკოლებს შორის.
მეორე ადგილი დაიკავა ჩოხატაურის მართლმადიდებლურმა სკოლამ.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სარაიონო ტურნირი ჭადრაკში სკოლებს შორის.
მეორე ადგილი დაიკავა ჩოხატაურის მართლმადიდებლურმა სკოლამ.
ფინანსური განათლება- წარმატებული მომავლის საფუძველი!
საქართველოს ბანკი-ის ინიციატივის - „ფინედუ კლასში“ - ფარგლებში ჩვენს სკოლაში ჩატარდა ფინანსური განათლების ინტერაქციული შეხვედრა.
მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბიუჯეტირების, დაზოგვისა და ინვესტირების შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დასვეს საინტერესო, პრაქტიკული კითხვები.
მსგავსი აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ქმნის მყარ საფუძველს დამოუკიდებელი მომავლისთვის
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასი (ხელმძღვანელი მარინე ოჩიგავა)პროექტით -"ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები", ქალაქ ბათუმს ესტუმრა, ზღვაზე გემით გაისეირნეს და თბილ გარემოში ერთმანეთს ცნობილი ავტორების წიგნები აჩუქეს,
ორი მოსწავლე დაასაჩუქრა მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნათია კალანდაძემ, რომელმაც ასევე წიგნები შეუძინა მე-7 კლასელებს, მადლობა ქალბატონ ნათიას პროექტის მხარდაჭერისთვის.
მადლობა მშობლებს პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
იმედია ,ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იქნება.
მათემატიკა ხშირად ასოცირდება სიზუსტესთან,ლოგიკასთან და წესებთან, თუმცა სინამდვილეში გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას გამოვავლინოთ ფანტაზია, კრეატიულობა და კომპიუტერული უნარები. დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინენ პროექტი "" ციფრები იცინიან"
მადლობა ჩემო საუკეთესოებო, ჩემო გონიერებო, განსაკუთრებულები იყავით თითოეული თქვენგანი.
თქვენი ნამუშევრებიდან ჩანს რომ მათემატიკა უსასრულო სამყაროა, სადაც თითოეული ამოცანა ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას ჰგავს. დღეს თქვენ კარგად დაგვანახეთ როცა საქმე მათემატიკას ეხება სიზუსტე დაუნდობელია, სტრატეგია კი- უზადო.
მადლობა ბავშვებო გუნდურობისთვის,თანამშრომლობისთვის. წარმატებები ყველგან და ყოველთვის
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ბოლო დღე.
ჩვენმა პატარებმა საკუთარი გზავნილით გვაჩვენეს, რომ დედამიწას ყველაზე მეტად სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თითოეულ კეთილ საქმეს შეუძლია ბუნებას ღიმილი დაუბრუნოს და ცრემლები მოწმინდოს.
დავიცვათ გარემო დღეს, რათა ხვალ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. პატარა ნაბიჯებსაც კი დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია!
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მეოთხე დღე ჩვენს სკოლაში კიდევ უფრო მხიარული და შემეცნებითი აღმოჩნდა!
დაწყებით კლასებში ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო კითხვების საშუალებით გაიღრმავეს ცოდნა გარემოს დაცვის, ბუნების სიყვარულისა და დედამიწაზე ზრუნვის შესახებ.
ბავშვებმა არა მხოლოდ ცოდნა წარმოაჩინეს, არამედ გუნდური მუშაობითაც აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ზრუნვა ჩვენს საერთო სახლზე — დედამიწაზე.
მეცხრე კლასის ეკო-პროექტი – ვუფრთხილდეთ გარემოს ერთად
ეკო-კვირეულის ფარგლებში, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტი , რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაზიარება იყო.
პროექტის ფარგლებში მათ მოსწავლეებს დაუსვეს სხვადასხვა შეკითხვა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიურად მოვუფრთხილდეთ გარემოს . მონაწილეებმა გაუზიარეს თავიანთი აზრები და იდეები, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ეკოლოგიურ ცნობიერებას
აქტივობა იყო საინტერესო და ინტერაქტიული , რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პატარა ნაბიჯებიც კი დიდ ცვლილებებს იწვევს
„ჩემი მწვანე სამყარო“ – დედამიწის დღის აღნიშვნა ჩვენს სკოლაში
დედამიწის დღის აღსანიშნავად ჩვენს სკოლაში მოეწყო ხატვის კუთხე , სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ხედვით წარმოაჩინეს „მწვანე სამყარო“ .
ნამუშევრებში აისახა სუფთა გარემოს მნიშვნელობა , ბუნებაზე ზრუნვა და ის იდეები, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნაში გვეხმარება .
ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა .
მწვანე დასაწყისი – ეკო-კვირეულის გახსნა ჩვენს სკოლაში
ჩვენს სკოლაში დაიწყო ეკო-კვირეული , რომელიც გარემოზე ზრუნვასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
კვირეული დავიწყეთ უფროსკლასელების პრეზენტაციებით უმცროსებისთვის . მათ ისაუბრეს ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე , ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკო-ჩვევების დანერგვაზე და იმაზე, როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გარემოს გაუმჯობესება.
შეხვედრა იყო საინტერესო და აქტიური – მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გაუზიარეს იდეები მწვანე მომავლის შესახებ
ქართული ენა ჩვენი გულის ხმაა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ამაყად ჟღერს.
მართლმადიდებლური სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედაენის დღეს!
დედაენა გვაერთიანებს და გვაძლიერებს.
მოვუფრთხილდეთ მას, როგორც ძვირფას საგანძურს!
მართლმადიდებლური სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დედაენის დღეს!
დღეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო და საინფორმაციო პრეზენტაცია
პრეზენტაცია შეეხებოდა წითელი ჯვრის ისტორიას, მის ფუნქციებსა და მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში მოსწავლეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის შექმნის მიზნებზე, ჰუმანიტარულ საქმიანობასა და იმ დიდ პასუხისმგებლობებზე, რომელსაც იგი ასრულებს
ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მოსწავლეების აქტიურობასა და ჩართულობას მნიშვნელოვან საკითხებში
განსაკუთრებული მადლობა წითელ ჯვარს გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის მე-7კლასში მათემატიკაში ჩავატარეთ პროექტი "ციფრები იცინიან".
მადლობა არაჩვეულებრივ ბავშვებს ჩართულობისთვის, გუნდური მუშაობისთვის,საუკეთესო პრეზენტაციისთვის შინაარსიანი და შემეცნებითი ნამუშევრებისთვის
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ
საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში-" ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ორი გუნდი :" მოწყალე სამარიტელი" და " მე-11 ჟამის მუშაკნი" -მონაწილეობს.
გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს ამჟამადაც და ნახევარფინალში გადავიდნენ სოლიდური ანგარიშით.(გუნდებს ხელმძღვანელობს ირინე ნინიძე).
ვულოცავთ მოსწავლეებს, სკოლას ,ყველა გულშემატკივარს მორიგ წარმატებას.
მადლობას ვუხდით ხელმძღვანელს და გუნდების წევრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვის, დამოკიდებულებისთვის.
გილოცავთ ,ბავშვებო, კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოთ თქვენით ამაყი სკოლა.
კიდევ ერთი წარმატება.
ლიზი თოდრიამ თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა ამერიკაში სპეციალური სტიპენდია მოიპოვა.
ლიზი თოდრია ჩვენი
სკოლის კურსდამთავრებულია, უნიკალური პიროვნება ,ღირსების გამახვილებული გრძნობით, მოქალაქრობრივი შეგნებით, ნათელი, წრფელი, "თვალსანთლიანი", სულ რომ ენთო მის მოუგერიებელი ხიბლის სამყაროში სიკეთის შუქი.
ეს მშვენიერი გოგო ჩემი მოსწავლე იყო, ახლა ამერიკაში სწავლობს. როგორც თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარმატებული სწავლის შედეგად,მოიპოვა ,როგორც სრული სახელმწიფო დაფინანსება, ისე სპეციალური სტიპენდია.მისი დაფინანსება სემესტრულად შეადგენს 17 000$.
ეს ყვავილები დღეს მე გამომიგზავნა , გამაბედნიერე ჩემს მოსწავლეში არსებობამ, კიდევ უფრო გამახარა, როცა მითხრა,აქ უფრო მეტად დავუახლოვდი სამშობლოსა და ღმერთს, განშორებას სცოდნია ასე, შესაძლებელია, სამშობლოსა და ადამიანის სულიერი თანაარსებობაო რომელიც უკან დაგაბრუნებსო.
მიყვარხარ უსაზღვროდ , ჩემო ლიზიკო, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, მზეგულიანო გოგო და მენატრები, ამაყი ვარ შენით, შენ გამო.
Powered by aSc EduPage