• პროექტი :,,მწვანე გაკვეთილი"

          • მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი :,,მწვანე გაკვეთილი"

            ვიმსჯელეთ:

            : როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე?!

            :როგორ გავუფრთხილდეთ მცენარეებს?!

            : რომელი მარადმწვანე მცენარეებია ჩვენთვის ცნობილი და სხვა.

            მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს მათთვის საყვარელი მცენარეები და გაგვაცნეს თუ როგორ უნდა იზრუნონ და გაუფრთხილდნენ მათ.

            დახატეს საინტერესო ნახატები, ინფორმაციული ჩანაწერებით .ერთმანეთს გავუზიარეთ გარემოზე ზრუნვის გზები და. ჯანსაღ,სუფთა გარემოში ცხოვრების აუცილებლობა. გავაცნობიერეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცენარეები ჩვენი ცხოვრებისთვის.

            მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების აუცილებლობა.მცენარეთა მოვლის გზების დასახვა,დასწავლა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

            მადლობა თითოეულ მოსწავლეს,ნახატების,პრეზენტაციების,

            მსჯელობისათვის...

            თქვენ ხართ იმედი უკეთესი მომავლის!

          • გეოგრაფია-ბიოლოგიის ვიქტორინა წარმატებით ჩატარდა!

          • გეოგრაფია-ბიოლოგიის ვიქტორინა წარმატებით ჩატარდა!

            ღონისძიება სავსე იყო საინტერესო კითხვებითა და უამრავი ემოციით. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და გაეზიარებინათ ის ერთმანეთისთვის.

            დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ჟიურის წევრებს, გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლებსა და ორგანიზატორს, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებული გახადა!

            შევხვდებით მომავალ ღონისძიებებზე ახალი ენერგიითა და იდეებით!

          • 2024-წელსაც გარდამავალი თასი ისევ ჩოხატაურში რჩება.

          • 2024-წელსაც გარდამავალი თასი ისევ ჩოხატაურში რჩება. ნაკრების კაპიტანი საბა ჩხიკვაძე 60-კგ წონით კატეგორიაში ისევ არ თმობს პირველობას. ვულოცავ 2024 წლის ჩემპიონს ამ დიდ გამარჯვებას, და ვულოცავ ჩოხატაურის ნაკრებს ამ დიდ წარმატებას. ყოველი დღე წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს სპორტსმენებს.

          • პროექტი " სიკეთე გადამდებია"

          • 14.11.2024წელს მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი " სიკეთე გადამდებია" და ჩვენივე ძალებით დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახს

            ერთად ყველაფერი გამოგვივამადლობა ბავშვებო, მადლობა მშობლებო

          • სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

          • სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი შეჯიბრება მინი ფეხბურთში გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 14 სკოლა მონაწილეობდა.

            ფინალურ შეხვედრაში გოგონათა გუნდებს შორის პირველი ადგილი შუა ამაღლებისა და ხიდისთავის გაერთიანებულმა გუნდმა მოიპოვა, ხოლო ვაჟებს შორის - N1 საჯარო სკოლის გუნდმა.

            მეორე ადგილი ვაჟებს შორის -ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა.

          • პროექტი ადიქციაზე

          • პროექტი ადიქციაზე

            ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ, მეათე კლასელებთან და სამოქალაქოს მასწავლებელთან ერთად, ჩაატარა განსაკუთრებული პროექტი, რომელიც ადიქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

            პროექტის ფარგლებში, მეათე კლასმა ჩაატარა გამოკითხვა , რათა გაერკვია მოსწავლეების ცოდნა და დამოკიდებულებები ამ თემასთან დაკავშირებით. შემდგომში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები , სადაც მონაწილეებმა სხვა კლასებს გააცნეს ადიქციის სხვადასხვა ფორმები, რისკები და პრევენციის გზები.

            ეს პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ადიქციის თემაზე უკეთესად ინფორმირებაში და პრევენციის მნიშვნელობის გააზრებაში. სკოლის თვითმმართველობა ამაყობს თითოეული მოსწავლით, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ინიციატივაში!

            ერთად ვქმნით ჯანმრთელ და ძლიერ მომავალს!

          • " მამული, ენა და სარწმუნოება"

          • "კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა."

            მართლმადიდებლური სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი: სწავლა სინათლეა...

            იმყოფებოდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ეზიარენ იმ ღირებულებებსა და ფასეულობათა არსს, რასაც" მამული, ენა და სარწმუნოება" ჰქვია.

          • შემოდგომის ულამაზესი ფესტივალი

          • მართლმადიდებლური სკოლის თვითმმართველობამ სკოლის,მასწავლებელბისა და მშობლების უდიდესი მხარდაჭერით შემოდგომის ულამაზესი ფესტივალი გამართა, რომელიც გაერთიანების და მეგობრობის დღესასწაული იყო.

            მოსწავლეებმა საოცარი შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ძლიერია ჩვენი ერთობა და სულიერი ძალა. მადლობა მშობლებს,მასწავლებლებს,ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა და გაგვილამაზა დღევანდელი ღონისძიება!

          • ტრადიციული ინტელექტუალური თამაში

          • ტრადიციული ინტელექტუალური თამაში ,რომელშიც მონაწილეობდნენ ბებიების კლუბი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მე-9 კლასი, მე-11 კლასი, მასწავლებელთა გუნდი, მშობელთა კომიტეტი, მასწავლებელთა მორიგი გამარჯვებით დასრულდა.

            მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს, ბებიების კლუბს , მოსწავლეებს ...საინტერესო ჩართულობისთვის, ულოცავს გამარჯვებას პედაგოგებს , უსურვებს წარმატებას.

            ასევე, მადლობას უხდის ჟიურის წევრებს მხარდაჭერისთვის.

          • პროექტი :,,წიგნი - ჩემი საუკეთესო მეგობარი"

          • მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი :,,წიგნი - ჩემი საუკეთესო მეგობარი"

            მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები

            საყვარელი წიგნების შესახებ და გაცვალეს შთაბეჭდილებები.

            ვისწავლეთ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესები, გავეცანით წიგნის კითხვის აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

            ,,ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი".

            (ისიდორ ბაროუ)

            საგანი : მე და საზოგადოება.

            მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისათვის და მხარდაჭერისთვის კლასის ხელმძღვანელს