დასრულდა უჩვეულო ზარის წკრიალთან შეთანხმებული სკოლის ჩვეული რიტმით ცხოვრება, სწავლა და გართობა, ქება და საყვედური, მხიარული ექსკურსიები და გამოცდების ციებ-ცხელება, არდადეგების სიხარული და მეგობრებთან განშორებით გამოწვეული ბავშვური სევდის ელდა-დღეები.
კიდევ ერთ ლამაზ თაობას ემშვიდობება სკოლა.
ძვირფას მოგონებებად ქცეულ დღეებს თქვენი ბავშვობის კერა შემოგინახავთ.
ჩვენო ღირსეულო, ნიჭიერო, ულამაზესო, ღირებულებებით სავსე ახალგაზრდებო,,გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს. ბედნიერების "უსახელო შუქი" არასოდეს ჩაგქრობოდეთ თვალებში.
მადლობა ,რომ გიყვარდათ და გულშემატკივრობდით სკოლას, ალამაზებდით თქვენი ინდივიდუალიზმით, თავისთავადობით, ხიბლით, ერთად ვუმკლავდებოდით პრობლემებს და ხელს არ ვუშვებდით, ვუსმენდით ერთმანეთს და ვერ გაგების გაგებასაც ვცდილიბდით .
მადლობა ფერადი ,სულისკვეთებით, იუმორით, სიხარულით, გემოვნებით, ემოციებით აღსავსე დღისთვის-ბოლო ზარისთვის-ერთად ყოფნის სიხარული რომ კიდევ ერთხელ განგვაცდევინა.
მადლიბა თქვენს მშობლებს სკოლის მხარდაჭერისა და ჭირისუფლობისთვის.
მადლობა თქვენს კლასის ხელმძღვანელს გულშემატკივრობისთვის, მოთმინებისთვის, შემოქმედებითი დღეებისთვის.
მადლობა ირმა ჯინჭარაძესა და რეზი ბერძენიშვილს , თამარ მინდაძეს, თითოეულ მასწსვლებელს, რომლებმაც ერთი წუთი მაინც დაუთმო თქვენზე ფიქრს,
გვერდით დგომისთვის.
გისურვებთ:
არასოდეს უღალატოთ თქვენს თავს.
არასოდეს უღალატოთ იდეებს.
ჭეშმარიტება ეძებოთ ჩვეულებრივის მიღმა, თვალხილულის მიღმა.
"აუცილებლად იქნება კედლები, რომელთა დანგრევას მოინდომებთ"
არ შეგეშინდეთ!
რწმენა, იმედი და სიყვარული -უდიდესი ქრისტიანული სათნოებანი -თანამდევი ყოფილიყოს თქვენი ლამაზი სიცოცხლის.
გვიყვარხართ, ვიცი ჩვენთან არაერთხელ დაგაბრუნებთ ბავშვობასთან შეხვედრის დაუძლეველი სიხარული.
სიყვარულით თქვენი ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა