"ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა."
14 აპრილი ქართული ენის დღეა
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის V კლასი დიდი სიამაყითა და სიყვარულით გამოეხმაურა ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმოადგინეს პროექტი: "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი."
"ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა."
14 აპრილი ქართული ენის დღეა
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის V კლასი დიდი სიამაყითა და სიყვარულით გამოეხმაურა ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმოადგინეს პროექტი: "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი."
"ჩემი სამშობლო მაღალია,
სხვისია ვრცელი!...
უფალთან ახლოს,-
ამიტომაც ,-უფროა ჩემი!"
საინტერესო პროექტი განახორციელეს ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ,რომლის ფარგლებშიც ისინი იმერეთის მხარეში მდებარე ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ. ჯერ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ- მუზეუმები დაათვალიერეს,მერე ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს, დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ,ბოლოს კი გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში მოსალოდნელი ამინდის დაკვირვებასაც დაესწრნენ.
რამდენიმე დღეში ისინი პრეზენტაციას მოაწყობენ და თავინთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ სკოლის სხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
მშობლიურ ენაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა!
ვწეროთ და ვისაუბროთ სწორად, ბარბარიზმებს არ მივცეთ უფლება, ჩვენი შესანიშნავი ქართული სიტყვები ჩაანაცვლონ!
გილოცავთ დედაენის დღეს!
დედაენა სახარებაა ბავშვებისა ,ამიტომ ერი და დედაენა ჩვენთვის ერთი და იგივეა..
დედაენის დღეს გილოცავთ
,,შენ სიძველით გმოსავს ძველი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი,
დიდი გზნებით ასე იყავ სავსე...“
გილოცავთ!
14 აპრილი დედაენის დღეა!
ენა ქართული-მოვლენილი მადლი ზეცისა,
ენა ქართული-საამო და საგალობელი!
გილოცავთ!
14 აპრილი დედაენის დღეა!
"ადამიანის ხასიათსა და გონებაზე თავისუფლად შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით."
VI კლასში განვახორციელეთ პროექტი "მზიანი დღე". ჩემდა გასაოცრად, ბავშვებმა ერთმანეთის გემოვნებასა და სიხარულზე იმაზე მეტად იფიქრეს, ვიდრე წარმოვიდგენდი.
უღრმესი მადლობა ამ საოცარი ბავშვების მშობლებს მხარდაჭერისთვის. მჯერა, ეს თაობა შეუძლებელს შეძლებს.
მიყვარხართ, ჩემო ციცინათელებო
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრება მინი ფეხბურთში.სადაც მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები(V-VI-XI-XII ).
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.
მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით გადაეცათ სიგელები.
"ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს."
ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ჩვენს თავში კრუს ხიმენესი...
ჩემი მეცხრე
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-8 მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი :,,გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე"
ერთად გავიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის მოვლენები.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
მადლობა თავისუფლებისთვის!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩოხატაურის სამრევლოს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, სოციალური პროექტები, გაცვლითი პროგრამები გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე მოინახულეს ბსუ-ს სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, სადაც როლური თამაშების ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაითამაშეს. ღონისძიება პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.#ბსუ #სკოლისმოსწავლეები #ღიაკარისდღე
წიგნის კლუბი " კარცერ-ლექსი" მოგზაურობს გოდერძი ჩოხელის სამყაროში.
მასპინძელი ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ნ.ბერძენიშვილი
მადლობა თბილი გარემოსთვის.
პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი კიდევ ერთხელ დავაგემოვნე ამ სასწაულ ,მოაზროვნე, თავისუფალ, ლაღ, ნიჭიერ, შემოქმედებით( და კიდევ უამრავი ეპითეტი ეკუთვნით).ბავშვებთან , არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად.
მადლობა ყველას.
ფიქრით, აზრით, ემოციით სავსე დღისთვის.
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", გუნდები : ,,მოწყალე სამარიტელი " "მადლიერი სამარიელი" "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი " გილოცავთ , უმაღლესი ქულებით შემდეგ ეტაპზე გადასვლას მადლობა ,ლალი მასწავლებელს და მის გუნდებს
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
წარმატებები ჩემო გამორჩეულებო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო და ლამაზი დღეები გველოდება მიყვარხართ.
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი
"ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, ის ჩვენი, ყველას, მტერია და ამათ უფლებას ვერ მივცემთ, ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ... ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული"."
გასვლითი გაკვეთილი ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმსა და შემოქმედის მონასტერში.
უღრმესი მადლობა შემოქმედელ მამა ელიზბარს გულთბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისთვის.
Powered by aSc EduPage