ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე მინი პროექტი
,,გახდი არქეოლოგი"
მოსწავლეებს დაევალათ საკუთარი რაიონის,სოფლის ტერიტორიებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის შესახებ ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა.
აღნიშნული პროექტის მიზანი :მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიას, როგორც მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, ჩაატერეს გამოკითხვები,შეაგროვეს ინფორმაციები.
შექმნეს არქოლოგიური დასურათებული ჟურნალები.
მოირგეს არქეოლოგის როლი, წარმოადგინეს საინტერესო მასალა,პრეზენტაციები მოამზადეს ელექტრონულად Power Point -პლატფორმის გამოყენებით .
პრეზენტატორები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით : ორიგინალური პრეზენტაცია, საინტერესო თხრობა და სხვა.
აღნიშნულ პროექტს დაესწრო სკოლის პრორექტორი - ირმა ჯიბუტი და ძალიან საინტერესო იდეები მიაწოდა მოსწავლეებს.