• მომავალი განათლებაშია

          • ორგანიზაციამ- "ქალები ქალებისთვის" სამრევლო სკოლის მე-7კლასის ბიბლიოთეკას წიგნები შეუძინა ბავშვების სურვილების გათვალისწინებით, გაამდიდრა მოსწავლეთა ბიბლიოთეკის ფონდი.

            მადლობა თქვენ ბავშვების განათლებაზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.

            მომავალი განათლებაშია

          • გ ი ლ ო ც ა ვ თ!

          • გ ი ლ ო ც ა ვ თ!

            ინტელექტუალურ კონკურსში -"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" -ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდმა- " მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი"- პირველი ადგილი დაიკავა, გამარჯვებულებს დიპლომები და იერუსალიმის საგზური გადაეცათ.

            ვულოცავთ დიდ წარმატებას სკოლის საამაყო ბავშვებსა და მათს ხელმძღვანელს, გამორჩეულს, შრომისმოყვარეს, პასუხისმგებლობის ფოიერვერკს ,ანასტასია ძნელაძეს , მადლობა ამ დიდი სიხარულისა და ზღვა ემოციისთვის.

            არ მოგკლებოდეთ ზეციური დედოფლის მფარველობა.

            გუნდის კაპიტანს ,სკოლის ღირსებას, ელისაბედ მეფარიშვილს ეროვნული გამოცდებზე უმაღლეს შედეგებსა და საინტერესო სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ .

            ამაყია სკოლა თქვენი წარმატებებით!,

          • სამრევლო სკოლის მე-5 კლასმა განახორციელა პროექტი

          • სამრევლო სკოლის მე-5 კლასმა განახორციელა პროექტი -,,რა ვიცით ჩოხატაურის ეკლესია-მონასტრების შესახებ ."

            მოილოცეს უდაბნოს წმ.იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტერი, ესაუბრნენ ბერ-მონაზვნებს,შეაგროვეს ისტორიული მასალა უდაბნოს მამათა მონასტერზე.

             შინაარსიანი და საინტერესო დღისთვის მადლობა საღვთო სჯულის პედაგოგს ანასტასია ძნელაძეს.

          • მომავალ პირველკლასელებს ველოდებით სიყვარულითა და უამრავი საინტერესო პროექტით.

          • სამრევლო სკოლამ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა .პატარებს შემოქმედებითი და გასართობი პროგრამა მოუმზადა პირველი კლასის ხელმძღვანელმა ირინა ნინიძემ და სკოლის მოსწავლეებმა.

            ბავშვებმა დაათვალიერეს სკოლა , წაიკითხეს ლექსები, იმხიარულეს ,ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში გასართობი ცენტრიდან მოწვეულ ზღაპრის გმირებთან ერთად.

            პატარები დალოცა მამა საბამ.

            ახალ სასწავლო წელს

            მომავალ პირველკლასელებს ველოდებით სიყვარულითა და უამრავი საინტერესო პროექტით.

          • ვიცე-ჩემპიონი

          • 3-5 ივნისს ქ.ბაღდათში ჩატარდა ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ლევან ებანოიძისა და ავთანდილ გურგენიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა რეგიონის ქალაქებიდან 280 სპორტსმენი. მათ შორის იყო ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლე მარიამ თავართქილაძე , იგი 55კგ წონით კატეგორიაში გახდა ვიცე- ჩემპიონი.

            ვულოცავთ ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეს მორიგ წარმატებას. ვუსურვებთ, არაერთხელ გაეხარებინოს სკოლა, მუნიციპალიტეტი თავისი გამარჯვებით.

          • 1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

          • 1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა სამრევლო სკოლამ

            როლები გაცვალეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.

            რექტორატის ფუნქციას ასრულებდნენ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

            პედაგოგებისა და კლასის ხელმძღვანელების როლი მოირგეს სამივე საფეხურის ბავშვებმა. მათ საინტერესო , შემოქმედებითი და სიახლეებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარეს, ბევრი სიურპრიზიც შემოგვთავაზეს.

            დღე დაასრულა კლასების მიერ ორგანიზებულმა სახალისო -გასართობმა პროგრამამ.

            ამ დღეს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ აუცილებელია , სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგი ინდიკატორია ქვეყნის განვითარების, ბავშვთა უფლებების დაცვა.

             

             

             

             

             

             

          • 1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

          • 1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა სამრევლო სკოლამ

            როლები გაცვალეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.

            რექტორატის ფუნქციას ასრულებდნენ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

            პედაგოგებისა და კლასის ხელმძღვანელების როლი მოირგეს სამივე საფეხურის ბავშვებმა. მათ საინტერესო , შემოქმედებითი და სიახლეებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარეს, ბევრი სიურპრიზიც შემოგვთავაზეს.

            დღე დაასრულა კლასების მიერ ორგანიზებულმა სახალისო -გასართობმა პროგრამამ.

            ამ დღეს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ აუცილებელია , სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგი ინდიკატორია ქვეყნის განვითარების, ბავშვთა უფლებების დაცვა.

          • ჩემი დღეების ქრონიკები.

          • ჩემი დღეების ქრონიკები.

            ძალიან მსურდა, საკადრისად, მადლიერებისა და სიყვარულის უდიდესი გამოვლინებით, მეპასუხა მათ ძალისხმევაზე, სიყვარულზე, პატივისცემისა და სიკეთის უმაღლეს მასტერ-კლასზე... გარკვეულ, ობიექტურ მიზეზთა გამო გამოქვეყნება დღემდე ვერ მოვახერხე, მაგრამ დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა...გილოცავთ პირველ ივნისს!

            იმ შეხვედრის ყველა სახე, ხმა, ბგერა, ფერი, სურნელიც კი... დღემდე უცვლელად მომყვა და ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება, რადგან .... როცა იმაზე მეტს ღებულობ, რასაც ელი... ეს ცოტა ხნით გამუნჯებს, დაგაფიქრებს და გაღელვებს... უპასუხებ კი, ისე, როგორც მათ მიერ გამოხატულ უზარმაზარ სიყვარულს შეეფერება?!

            2023 წლის 15 მაისი... ჩოხატაურის კულტურის ცენტრი. ყოველწლიური ზეიმი შემოქმედის ეპარქიის, ჩოხატაურის სამრევლო სკოლისა, რომლიც ყოველი სასწავლო წლის დასარულს ერთგვარი ანგარიში და შეჯამებაა სამრევლო სკოლის აღსაზრდელ-აღმზრდელთა ბედნიერი ტანდემისა.

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში პირველად, თუ არ ვცდები, 10 წლის წინ მოვხვდი, ჩვენი უძვირფასესი, მარად დაუვიწყარი მამა თომასა და ჩემი საუკეთესო მეგობრის, ალეკო კვინტრაძის მეოხებით... იმ წელს, ჩემი პოეზიის პირველი საღამო ჩატარდა ჩოხატაურში, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა მგალობლიშვილმა ისეთი გემოვნება, ფერი, მელოდია და სიცოცხლე შთაბერა, დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დატოვა ჩემი მეხსიერების გამორჩეულად სიცოცხლისუნარიან უჯრედში.

            მერე გაგრძელდა ზურაბ გორგილაძის გენიალური პოეზიის - საოცარი საღამოთი... ბათუმელ მეგობარ-თანამოაზრეთა სურვილი - დაეარსებინათ ზურაბ გორგილაძის სახელობის ერთჯერადი სტიპენდიები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დაეჯილდოებინათ, მალე ტრადიციად იქცა და წელს უკვე მეათედ გავახარეთ სამრევლო სკოლელები. ბატონებმა ვლადიმერ მახარაძემ, რამაზ მსახურაძემ და ჯონი ბარამიძემ თავად დააჯილდოვეს წარჩინებული ახალგაზრდები. აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი კონცელიძემ სკოლას,ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლის მიერ მომზადებული და გამოცემული საიუბილეო კრებულები. ბათუმიდან საღამოზე ასევე მიწვეულნი იყვნენ პოეტი გენრი დოლიძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, მასობრივი მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა მართალიშვილი, ლელა რაზმაძე, ქუთაისიდან ბატონები გიზო თავაძე, მერაბ კვიცარიძე და დათო ბუაძე... სამწუხაროდ, წელს პირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზეიმს ვერ დაესწრო დიდი ზურაბ გორგილაძის ქვრივი, ქალბატონი ლეილა დავითაძე,თუმცა მისი დავალება შევასრულეთ და მასპინძლებს მისი მოკითხვა და სიყვარული გადავეცით.

            წელს სკოლის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. საჭიროდ ჩავთვალე ეს ინფორმაცია სკოლის გვერდიდან ამეღო და სრულად მომეწოდებინა: - ,, წარმატებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და კომპიუტერები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში.

            სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა ქალბატონმა მარიამ დუდუჩავამ.

            წარჩინებულ მოსწავლებს კომპიუტერები გადასცა დავით ონოფრიშვილმა.

            მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ დააჯილდოვა 15 წარმატებული მოსწავლე.

            ზურაბ გორგილაძის პრემია გადაეცა 6 მოსწავლეს.

            ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დააჯილდოვა ერთი მოსწავლე.

            მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა და საკრებულოს წევრებმა ფულადი ჯილდო გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს.

            ერკეთის დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა მარიამმა დააჯილდოვა პედაგოგი რეზო ბერძენიშვილი და წარჩინებული ერთი მოსწავლე.

            საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაალ მამალაძემ დიპლომი და ფულადი ჯილდო გადასცა პედაგოგ თინა დევდარიანს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მოსწავლეების აღზრდაში.“

            თუმცა... დაჯილდოებამდე.... იყო საოცრად მორთული სცენა, სცენის სიღრმეში, ფარდაზე ,, მოიისფრო ცის ღიმილი..“ ირგვლივ ყველა და ყველაფერი პოეზიით, სიყვარულით და სიკეთით გასხივოსნებული... ყველა სიმღერა, ფრაზა, ლექსი, სიტყვა, მიმართვა, მონაწილიან-მსმენელიანად ჩემს გახარებას, ფრთების შესხმას და სიყვარულით გულის ამოჯდომას ცდილობდა... მადლობა ყველას, განსაკუთრებით მეუფე იოსებს, რადგან ეპარქიის მღვდელმთავრის თანხმობის და სურვილის გარეშე, ასეთი დიდი რამის განხორცილება შეუძლებელია... ჩემთვის წარმოუდგენელია, იმ სიტყვების, სითბოს და ქრისტესმიერი სიყვარულის გამოვლინების დავიწყება... მადლობა მამა საბა, საღამოს დამსწრე მამაოებო და დედაოებო, ქალბატონო ირმა (ჯიბუტი), საღამოს წამყვანებო, საოცარო ბავშვებო... გულწრფელად ვამბობ, სანამ სცენაზე არ ავედი, კიდევ არ მჯეროდა, რომ ჩემი ყველა ლექსი, თვით ვერლიბრიც კი ზეპირად იცოდით... გეფერებით და ათას მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს...

            განსაკუთრებული მადლობა ერკეთის დედათა მონასტრის იღუმენიას, დედა მარიამს, მონასტრის მონაზვნებს და მორჩილებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის...

            ნანა მგალობლიშვილო, დედამიწის ზურგზე, ალბათ არვის უხდება სახელი და გვარი ისე, როგორც შენ... მართლაც იავნანასავით ტკბილო, სულის მასაზრდოებელო და მგალობელ ჩიტთა მსგავსად, ქართული სიტყვის გალობად ჩამომქნელო დალოცვილი იყავი სამარადჟამოდ

            სიყვარულით, თქვენი ბელა ქებურია

          • ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდი

          • ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა ფულადი ჯილდო გადასცა სამრევლო სკოლის 2022-2023 წლის კურსდამთავრებულს ნიკა ჩანტლაძეს , ასევე ფულადი ჯილდო გადასცა ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს.

            სკოლის რექტორატი მადლობას უხდის ფონდის დირექტორს დეკანოზ გიორგი ჯიბუტს დამოკიდებულებისთვის, თანადგომისთვის, მხურვალე გულშემატკივრობისთვის, იმედისთვის.

            ფონდის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდა, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებაზე იყო მორგებული.ფონდისთვის პრიორიტეტულია განათლების ხარისხი. მხარდაჭერა , წახალისება , მოტივაცია მოსწავლეების, მათი პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის ხელშეწყობა.

            დღეგრძელი ამყოფოს ღმერთმა ჩვენი დიდი ჭირისუფალი , ქომაგი, ქმედითი სიკეთე ,მამა გიორგი!