ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდი ,,მოწყალე სამარიტელი"კონკურსში: ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" გადავიდა ნახევარფინალში .გილოცავთ, მადლობა Marta-lali Korifadze , მგალობელთა გუნდს მხარდაჭერისთვის
სიახლეები
ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას
პროექტები - "Spelling Bee" და "Let's debate in English".
ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში განხორციელდა პროექტები - "Spelling Bee" და "Let's debate in English". ფინალურ ტურში გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო
1
ვულოცავთ გამარჯვებას .
ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლე მარიამ თავართქილაძე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შალვა ბაგაურის რესპუბლიკური ტურნირის ჩემპიონია.
ვულოცავთ გამარჯვებას .
უამრავი წარმატება მოგველოცოს კვლავ.
ვამაყობთ შენი მიღწევებითა და მიზნისაკენ სწრაფვით.
სამრევლო სკოლა
ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ნათია კალანდაძემ აკადემიკოს იური სიხარულიძის ოჯახის თხოვნით წიგნები გადასცა სამრევლო სკოლის ბიბლიოთეკას.
ბოლო ზარი 2023
ბოლო ზარი 2023
გილოცავთ, სამრევლო სკოლის ღირსეულო თაობავ, დიდი გზის დასაწყისს.
ღვთისმშობლის წმინდა ნათელი გიძღოდეთ წინ!
8
ბოლო ზარი 2023
ბოლო ზარი 2023
გილოცავთ, სამრევლო სკოლის ღირსეულო თაობავ, დიდი გზის დასაწყისს.
ღვთისმშობლის წმინდა ნათელი გიძღოდეთ წინ!
8
ჩოხატაურის სამრევლო სკოლა
გილოცავთ!
გუნდი "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" ნახევარფინალშია გილოცავთ
შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება გაიმართა.
ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოეტის და საზოგადო მოღვაწის ბელა ქებურიას პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 50 წარჩინებული მოსწავლე პოეტ ზურაბ გორგილაძის, ივლიტა ჯიბუტის და მამა თომას სახელობის ფონდის სახელით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბელა ქებურიას ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე პოეტის მეგობრები და შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირები.
სამრევლო სკოლა
დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის თქვენი სიგელი.
კიდევ ერთი სიურპრიზი საჩუქარი იყო, ჩემი ფოტო შარფზე.
ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო! ძალიან გამახარეთ!
ჩოხატაურის სამრევლო სკოლა Irma Jibuti ნანა მგალობლიშვილი
დიდი მადლობა ფოტოებისთვის თამთა სააკაშვილს
#ივლიტას ფონდი #სამრევლოსკოლა
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ხელოვნების სასახლეში პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ივლიტას ფონდსა და სამრევლო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფონდმა ფულადი ჯილდო და სიგელი გადასცა სამრევლოს სკოლის მოსწავლეს ანანო კიკვაძეს(მრავალშვილიანი ოჯახიდან).
სამრევლო სკოლის საიუბილეო საღამო
ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ორგანიზებით ხელოვნების სასახლეში პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების დასასრულს წარმატებული მოსწავლეები სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სამრევლო სკოლის საიუბილეო საღამო
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ხელოვნების სასახლეში პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და მოწვეული სტუმრები.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები. მათ სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერიისგან დაჯილდოვდა სამრევლო სკოლის 15 წარმატებული მოსწავლე.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ სამრევლო სკოლას, მიტროპოლიტ იოსებს, თითოეულ მასწავლებელს, განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი საღამოს ორგანიზატორებს.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „წლის სამრევლოელის“ სტატუსი. მუდამ მიგულეთ მომავალი თაობის მხარდამჭერად.
შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება .
ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან,აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, პოეტები-გენრი დოლიძე, გიზო თავაძე, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები, სამრევლო სკოლების ხელმძღვანელები.
წარმატებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და კომპიუტერები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში.
58
შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება.
წარმატებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და კომპიუტერები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში.
სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა ქალბატონმა მარიამ დუდუჩავამ.
წლის სამრევლოელი.
"წლის სამრევლოელის" ნომინაციაში დაჯილდოვდნენ რექტორის კონსულტანტი , დიდი გულშემატკივარი, მხარდამჭერი, სიამაყე ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება .
ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან,აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, პოეტები-გენრი დოლიძე, გიზო თავაძე, საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები, სამრევლო სკოლების ხელმძღვანელები.
წარმატებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და კომპიუტერები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში.
სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა ქალბატონმა მარიამ დუდუჩავამ.
წარჩინებულ მოსწავლებს კომპიუტერები გადასცა დავით ონოფრიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ დააჯილდოვა 15 წარმატებული მოსწავლე.
ზურაბ გორგილაძის პრემია გადაეცა 6 მოსწავლეს.
ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დააჯილდოვა ერთი მოსწავლე.
მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა და საკრებულოს წევრებმა ფულადი ჯილდო გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს.
ერკეთის დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა მარიამმა დააჯილდოვა პედაგოგი რეზო ბერძენიშვილი და წარჩინებული ერთი მოსწავლე.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაალ მამალაძემ დიპლომი და ფულადი ჯილდო გადასცა პედაგოგ თინა დევდარიანს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მოსწავლეების აღზრდაში.
"წლის სამრევლოელის" ნომინაციაში დაჯილდოვდნენ რექტორის კონსულტანტი , დიდი გულშემატკივარი, მხარდამჭერი, სიამაყე ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, მხარდამჭერსა და მოამაგეს თანადგომისთვის, შეუფასებელია თქვენი გულისხმიერება,დამოკიდებულება, რომელიც გვაძლიერებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს.
მომავალია განათლებაშია.
49
თოჯინური სპექტაკლი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში
ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე წარმოდგენილ იქნა ეფემ ჩეპოვეცკის პიესა ,,ჯამბაზი პედრო და წრუწუნა მიციკი.“ დამდგმელი რეჟისორი _ ვახტანგ გიგინეიშვილი (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი) მხატვარი _ ირაკლი კალანდარიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი _ დავით მეგრელიძე, თოჯინების ოსტატი _ ნინო კეჭაყმაძე, ქორეოგრაფი _ ირაკლი ჩახვაძე, რეჟისორის ასისტენტი _ ქეთი კუკულავა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანანო ვასაძე, გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე თოდრაძე, ლუკა კოტრიკაძე, თორნიკე ბერიძე და ირაკლი კალანდარიშვილი (სპეციალური მოწვევით).
სპექტაკლში ჩოხატაურის სამრევლო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საოცარი უშუალობით წარმოადგინეს თოჯინური სპექტაკლი, როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშვებმა ძალიან სწრაფად აითვისეს თოჯინის ხელოვნება და საინტერესოდ გააცოცხლეს პერსონაჟები. სპექტაკლის ყველა მონაწილემ მაქსიმალურად გამოამჟღავნა თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც დაიმსახურეს მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები.
გვჯერა, ახალგაზრდული დასი კიდევ მრავალ საუკეთესო საბავშვო და თოჯინურ სპექტაკლს წარმოადგენს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე.
ეკო კლუბი
საჩვენებელი დებატები თემაზე ,,ამ კრებას სჯერა,რომ ევთანაზია უნდა აიკრძალოს”!
საჩვენებელი დებატები თემაზე ,,ამ კრებას სჯერა,რომ ევთანაზია უნდა აიკრძალოს”!
15
სიახლეების არქივი