• გილოცავთ!

          • გილოცავთ!

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგებს : თამარ მინდაძეს, თამარ თავბერიძეს, ნანა თავართქილაძეს- მიენიჭათ სქემით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

            ვულოცავთ პედაგოგებს, სამრევლო სკოლას თავის პროფესიაზე, ბავშვებსა და საგანზე უსაზღვროდ შეყვარებული მასწავლებლების წარმატებას, აღიარებას, დაფასებას ღირსეული საქმიანობის.

            მათ მიერ შექმნილ მოსწავლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდილები სწორი ღირებულებებით "მიკვალავენ გზას "მომავლისაკენ.

            მადლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს პროფესიონალთა თავდაუზოგავი ღვაწლის დაფასებისთვის, მუდამ ახალგაზრდების განვითარებისა და სულიერი ზრდის სამსახურში გეგულებოდეთ.

          • ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები

          • ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები მე-11 კლასის საყვარელი აქტივობაა, წლებია ხორციელდება.

            დღეს ერთმანეთს კიდევ ერთი საინტერესო , შინაარსიანი დღე აჩუქეს და გაულამაზეს მათთვის საყვარელი წიგნებით.

            გამორჩეული კლასი ესთეტიკური ღირებულებებითაც დახვეწილია, მაგრამ ისეთი ინტელექტუალური გემოვნებით ჰქონდათ ერთმანეთისთვის მხატვრული ლიტერატურა შერჩეული, გამაოცეს ,აღმაფრთოვანეს, გამახარეს.

            მადლობა ,ბავშვებო.

            მადლობა მამა საბას, ქალბატონ ირმას , მაკა მასწს.მხარდაჭერისთვის.

          • ჩოხატაურელმა თაკო ჩხარტიშვილმა Erasmus Mundus-ის მაქსიმალური დაფინანსება და სრული სტიპენდია მოიპოვა

          • დღეიდან შემიძლია ჩემი ცხოვრების საუკეთესო ამბავი გაგიზიაროთ, Erasmus Mundus-ის მაქსიმალური დაფინანსებითა და სრული სტიპენდიით (41 000 EUR) შემოდგომიდან სწავლას გავაგრძელებ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე ”Master in Research and Innovation in Higher Education”.

            პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.

            სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პირველ სემესტრს გავატარებ ავსტრიაში, ქალაქ კრემსში (University for Continuing Education Krems), მეორე სემესტრს გავატარებ ფინეთში, ქალაქ ტამპერეში (University of Tampere), ორ თვიანი ევროპული სტაჟირებისა და აზიური თავგადასავლის ( Beijing Normal University (China)/ Thapar Institute of Engineering and Technology (India) შემდეგ კი უკანასკნელ რვა თვეს გავატარებ უნგრეთში, ბუდაპეშტის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში (Eötvös Loránd University) სადაც დავიცავ მაგისტრის ხარისხს. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი ორმაგი ხარისხით Master in Educational Sciences და Master of Administrative Sciences გავაგრძელებ ახალ თავგადასავლებში გახვევას. აქვე განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც არასდროს უთქვამთ დახმარებაზე უარი და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი .

          • ,,დედამიწის დღე"

          • ,,დედამიწის დღე" ყოველწლიური ღონისძიებაა,რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა 1970 წელს დააარსა,როცა სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა,რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

            ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,დედამიწა ჩემი სახლია".

          • "არტისტული ყვავილების" თავისუფალი გაკვეთილები

          • "არტისტული ყვავილების" თავისუფალი გაკვეთილები:

            1.გალაკტიონის სახლ-მუზეუმი.

            2.ლიტერატურის ინსტიტუტი,

            შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, გალაკტიონოლოგთან ,ქალბატონ ნათია სიხარულიძესთან.

            3.სტუმრად აზროვნების აკადემიაში, შეხვედრა ფილისოფოს ანა ქირიასთან.

            4.კ.მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი.(ინციდენტი მეტროში-რეჟისორი ჭოლა წულაძე)

          • ცვლილებები განათლებით იწყება.

          • დაუვიწყარი დღეების ჩუქებისთვის, ახალგაზრდებზე ზრუნვისა და არაერთხელ შეშველებული ხელისთვის,მათი უანგარო მხარდაჭერისთვის გაღებული წვლილისთვის მადლობას უხდის მე-12 კლასელები მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით შარაშიძესა და მერის მოადგილეს მინდია ჟღერიას.

            მომავალი განათლებაშია.

            ცვლილებები განათლებით იწყება.

          • შეხვედრა ილიაუნის პროფესორ ჯანა ჯავახიშვილთან.

          • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მეთორმეტე კლასელებისა და მათი პედაგოგების - ქ-ნ ნანა მგალობლიშვილს და ქ-ნი მარიტა კეკელიძის შეხვედრას ილიაუნის პროფესორ ჯანა ჯავახიშვილთან.

            საუბარი შედგა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ეგზისტენციურ თემებზე - ცხოვრების საზრისი, სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

            ჯანა ჯავახიშვილმა ინტერაქტიული ლექციის მსვლელობისას ისაუბრა ერიხ ფრომის, ვიქტორ ფრანკლის, ფრიც პერლსის, კარლ როჯერსის და ვირჯინია სატირის იდეებზე ამ საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შედგა ცოცხალი დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

            #ილიაუნი #iliauni

          • ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

          • დღეს გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდები : ,,მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი "და "მოწყალე სამარიტელი , გადავიდა შემდეგ ეტაპზე გილოცავთ ბავშვებო ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ წარმატებებს

          • კლასის საათი „არა ძალადობას!“

          • მე-3კლასში, ჩატარდა კლასის საათი „არა ძალადობას!“ . ვისაუბრეთ ძალადობის სხვადასხვა სახეებზე . ვუყურეთ ფილმს, ვიმსჯელეთ, ყველამ ერთად ვუთხარით -"არა" ძალადობას!

            თავიანთი დამოკიდებულება ნახატებით გამოხატეს.

            კლასის საათს ესწრებოდა მშობლეთა კომიტეტის წევრი.

            მადლობა ქალბატონ იას თანამშრომლობისათვის.