•  გილოცავთ! Pascal STEAM Community უკვე ჩოხატაურშია!

          •  გილოცავთ! Pascal STEAM Community უკვე ჩოხატაურშია! რეგისტრაცია უკვე დაწყებულია! შეავსეთ მარტივი ფორმა https://forms.gle/pzq4LJgNUF9xCnzE9 ან დაგვიკავშირდით: 568 84 44 88დიდი სიხარულით ველით 7-დან 14-წლამდე ასაკის გენიოსებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან! პირველ გაკვეთილზე, ჩვენმა გენიოსებმა ისწავლეს საბავშვო ელექტროობის და მცირე ზომის რობოტების აწყობა. როგორ უნდა შეიკრას წრედი, როგორ უნდა აინთოს ნათურა, რა არის წინაღობა, ვოლტი, ამპერი… ამ ყველაფერზე წარმოდგენა თამაშით შეექმნათ. გპირდებით რომ მომავალი გაკვეთილები კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება!  

             

          • გაზაფხულის მომყვანი სიყვარულის საღამო.

          • მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა და ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ დღეს სულში გაზაფხულის მომყვანი სიყვარულის საღამოზე-ასე უყვარდათ საქართველოში- დროზე გამარჯვებულ წყვილსა და ახალდაქორწინებულებს უმასპინძლა.

            შემოქმედებით საღამოში სამრევლო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ცნობილი ქართველების სიყვარულის ისტორიებზე ისაუბრეს და წაიკითხეს ლექსები მათი შემოქმედებიდან.

            მადლობა თითოეულ ადამიანს ,რომელთა დამსახურებით შედგა საღამო.

            მადლობა მასპინძლებს სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოსთვის.

            მადლობა სტუმრებს, თავიანთი დრო რომ უშურველად დაგვითმეს.

            დღეს კიდევ ერთხელ იყო ჩვენთან სიყვარულისფერი მოძღვარი, მამა თომა, რომლის წასვლამ ამოუვსებელი სიცარიელე დაგვიტოვა.

            ფონდი მადლობას უხდის ყოველ შემომწირველს, მათი დამსახურებით შედგა ეს საღამოც, მათი დამსახურებით არაერთი ადამიანი გაუხარებია ფონდს.

          • პროექტი : ,,ჩემი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი"

          • ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-11 კლასელებთან ერთად განვახორციელე პროექტი : ,,ჩემი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი"

            მოსწავლეებმა გამოიკითხეს მასწავლებლები თუ ვინ არის მათთვის საყვარელი ისტორიული გმირი და ამავდროულად, თავადაც გააცნეს მათთვის გამორჩეული პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია .

            მიზანი : ურთიერთთანამშრომლობა.

            მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს თანამშრომლობისთვის, საინტერესო ცნობების, ინტერვიუების, ვიდეო-რგოლებისა და აუდიო-მასალისთვის.

            მოსწავლეები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით : ,,ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია"

            ,,ყველაზე სწრაფად მომზადებული სლაიდი"

            ,,ყველაზე ინფორმაციული სლაიდი" და სხვა .

            ვფიქრობ, საინტერესო აქტივობა გამოვიდა.

            განსაკუთრებით მადლობა: თამთა უნგიაძეს ფოტოებისთვის

            ძალიან მიყვარხართ, არაჩვეულებრივები ხართ, გისურვებთ წარმატებებს!

            საქართველო ჩვენ ვართ !

          • Pascal STEAM Community იმყოფება აქ: ჩოხატაური, გურია.

          • Pascal STEAM Community იმყოფება აქ: ჩოხატაური, გურია.

            3 დღე  · თბილისი  · 

            გუშინ, 15 თებერვალს, ვიმყოფებოდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. შევხვდით ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოზარდებს, სხვადასხვა სკოლიდან

            მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტიკის საწყისები და მახასიათებლები.

            განვიხილეთ ელექტრონიკის მოწყობილობები, მათი დაპროგრამება და ა.შ.

            გაიცნეს ჩვენი საყვარელი Mbot-ი, რომელიც ძალიან მოეწონათ და დაუმეგობრდნენ.

            დაინტერესდნენ ჩვენი პროგრამით, დაისახა სამომავლო გეგმები და იმედი გვაქვს ჩოხატაურშიც ექნებათ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჩაერთონ რობოტიკის სფეროში და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს.

            გიტოვებთ სარეგისტრაციო ფორმას https://forms.gle/pzq4LJgNUF9xCnzE9

            ან დაგვიკავშირდით: 568 844 488

            აქვე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის

            #PascalSteamCommunity #ქუთაისისმესამესაჯაროსკოლა #მასტერკლასი #mbot #რეგისტრაცია #რობოტექნიკა

          • მომავალი განათლებაშია.

          • გუშინ, 15 თებერვალს, ვიმყოფებოდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. შევხვდით ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოზარდებს, სხვადასხვა სკოლიდან

            მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტიკის საწყისები და მახასიათებლები.

            განვიხილეთ ელექტრონიკის მოწყობილობები, მათი დაპროგრამება და ა.შ.

            გაიცნეს ჩვენი საყვარელი Mbot-ი, რომელიც ძალიან მოეწონათ და დაუმეგობრდნენ.

            დაინტერესდნენ ჩვენი პროგრამით, დაისახა სამომავლო გეგმები და იმედი გვაქვს ჩოხატაურშიც ექნებათ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჩაერთონ რობოტიკის სფეროში და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს.

            გიტოვებთ სარეგისტრაციო ფორმას https://forms.gle/pzq4LJgNUF9xCnzE9

            ან დაგვიკავშირდით: 568 844 488

            აქვე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის

            #PascalSteamCommunity #ქუთაისისმესამესაჯაროსკოლა #მასტერკლასი #mbot #რეგისტრაცია #რობოტექნიკა

            მადლობა დავით ადამაძეს საინტერესო შეხვედრისთვის .

            მომავალი განათლებაშია.

             

          • პროექტი- "ერთი დღე ფოტოგრაფთან ერთად".

          • მართმადიდებლურ სკოლაში განხორციელდა პროექტი- "ერთი დღე ფოტოგრაფთან ერთად".

            მოსწავლეებმა გადაიღეს სურათები, რომლებიც გამოიფინა სკოლის დარბაზში.

            გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში

            გადაეცათ სერტიფიკატები.

            მადლობა ქალბატონ იამზეს საინტერესო და შემოქმედებითი ინიციატივისთვის.

          • ლიტერატურული საღამო -ჩემი ხატია სამშობლო.

          • მე-5 კლასის ლიტერატურული საღამო -ჩემი ხატია სამშობლო.

            მოსწავლეებმა იმოგზაურეს აკაკის სამყაროში.წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები, გააცოცხლეს პერსონაჟები .

            დეპუტატმა დავით გუდავაძემ გაახარა ბავშვები.მისი ინიციატივით მე-5 კლასელები აკაკის დაბადების დღეს გაემგზავრებიან საჩხერეში, აკაკის სახლ-მუზეუმში, სადაც პოეტის შემოქმედებას ერთხელ კიდევ გააცოცხლებენ.

            მადლობა კლასის ხელმძღვანელს, არაჩვეულებრივ თამთა მასწავლებელს, მშობლებს თანადგომისთვის.

          • პროექტი" მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში"

          • 1.02. 2024წ. ჩოხატაურის ა(ა)იპ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე_10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელენ პროექტი" მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში" პროექტის მიზანი იყო •მათემატიკის ცხოვრებასთან კავშირის გააზრება. •რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანების შედგენა. • ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკური ენით წერა მსჯელობის უნარის განვითარება.

            •მათემატიკის სწავლისადმი ინტერესის ამაღლება

            პროექტის ხელმძღვანელები მე_10 კლასის მოსწავლეები პაპუნა ჯინჭარაძე, ლიკა ბერიძე, მათემატიკის მასწავლებელი მარინა ოჩიგავა.

            მოსწავლეები დაიყვნენ ოთხ ჯგუთად1) პითაგორას შთამომავლები, პრეზენტატორი ანა თოდრია 2)უცნაური ფიზიკოსები, პრეზენტატორი იოსებ გიორგაძე. 3)საქმიანი ქიმიკოსები, პეზენტატორი ელენე ბაკურაძე4) წარმატებული ბიზნესმენები, პრეზენტატორი ქეთი ცინცაძე.

            მოსწავლეებმა შექმნენ და წარმოადგინენ წიგნი < მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში>

            მადლობა პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, მადლობა არქიმანდრიტ მამა საბას, ქალბატონ ირმა ჯიბუტს, ჟიურის ყველა წევრს, მადლობა მე10 კლასის ხელმძღვანელს თამარ თავბერიძეს, უღრმესი მადლობა მაკა კილასონიას და თამთა უნგიაძეს თანადგომისთვის

          • პროექტი-,,მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი"

          • 31 იანვარი კეთილმორწმუნე თამარ მეფის ხსენების დღეა,მე-8 კლასელებთან ერთად ვიმოგზაურე თამარის ეპოქაში. განვახორციელეთ პროექტი:

            ,,მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი"

            მინდა,ჩემი მოსწავლეებისთვის სამშობლოს სიყვარული, წინაპრთა სიყვარული - ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს და ზუსტად ამ განცდით იწყებოდეს ისტორიის გაკვეთილები.

            ამიტომაც, კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს საქართველოს,,ოქროს ხანა" - სირთულეები,გამოწვევები, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, პროტესტი, კარავის შექმნის იდეა- რაც პარლამენტის წინა სახეს წარმოადგენდა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ.

            მიზანი : თამარის ეპოქის სიღრმისეული შესწავლა,მსჯელობა,დისკუსია

            ინფორმაციის ურთიერთაგცვლა და ყველაზე მთავარი ამოცანა, აბსოლუტურად ყველა მოსწავლის ჩართვა აქტივობაში ,რათა არასდროს დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის წარსული და ის რთული გზა,რომელიც გამოვიარეთ .

            მე-8 კლასის მოსწავლეები სწორედ ახლა შეისწავლიან თამარის მეფობის ოქროს ხანას, გადავწყვიტეთ კლასგარეშე ლიტერატურისა და ინტერნეტრესურსთა გამოყენებით, მოგვეპოვებინა საინტერესო ფაქტები,ინფორმაციები თამარ მეფისა და მისი თანამედროვეების შესახებ.

            მოსწავლეები წყვილებში მუშაობდნენ აღნიშნულ დავალებაზე,რაც კიდევ უფრო საინტერესოა თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის.

            არ შემიზღუდავს მათი იდეები და მივანიჭე სრული თავისუფლება პრეზენტაციისას,რაც მათთვის ყველაზე საინტერესო პროცესია.

            ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში გვეხმარება.

            ვიმსჯელეთ თამარის მეფობის სირთულეებსა და ზოგადად, იმდროინდელი საქართველოს შესახებ.

            ვახტანგის, დავითის, თამარისა და სხვა ჩვენს წინაპართა , გმირთა , მეფე- დედოფალთა მიერ გადარჩენილი საქართველოს მომავალი თქვენ ხართ,ძვირფასებო! მჯერა, ღირსეულად ატარებთ ამ ქვეყნის შვილთა სტატუსს და გეყვარებათ თქვენი სამშობლო , იზრუნებთ, გაუფრთხილდებით და უგულშემატკივრებთ მას!

            გილოცავთ დღევანდელ დღეს!

          • ახალი წელი -2024

          • ახალი წელი - ახალ იმედებთან, სიხარულსა და ოცნებებთანაა დაკავშირებული. სამრევლო სკოლის მეორე,მესამე,მეოთხე კლასის მოსწავლეები გილოცავთ დამდეგს.

          • შემოქმედებითი, ორიგინალური ღონისძიებებით, თანამშრომლობისა და თაობებს შორის ურთიერთობების მაღალი კულტურით გამორჩეული სკოლა

          • შემოქმედებითი, ორიგინალური ღონისძიებებით, თანამშრომლობისა და თაობებს შორის ურთიერთობების მაღალი კულტურით გამორჩეული სკოლა

            დღეს კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი იყო.

            სამრევლო სკოლის სიძლიერე და დასაყრდენი:

            ბებიების კლუბი, ახალგაზრდული ფრთა, მშობელთა კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დებატების კლუბი-ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში ეჯიბრებოდა.

            (გამარჯვებულ გუნდს გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდება პრორექტორები)

            მადლობა, ჩვენო ძვირფასო მშობლებო, ბებიებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო, გამორჩეული დღისთვის.

            შევხვდებით გაზაფხულის ჩემპიონატზე.

          • ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

          • ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

            გ ი ლ ო ც ავ თ !

            პოლიტიკურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის გრძნობდა თავს ამ სივრცის ნაწილად,რომ არა რუსეთის მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია დიდი ხნის წინ ვიქნებოდით ევროპული ოჯახის წევრი.ქართველი ერის ნება ვერაფერმა გატეხა, კვლავ წარვდექით "ევროპის წინაშე არა მოწყალებისთვის, არამედ უფლებისთვის".

            წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ყველას ჩვენს ტერიტორიაზე მოგვეგოს ომი ხორცისა და სულის დისციპლინით, მიზანზე ორიენტირებით, ნაყოფიერი აქტივობით, სამართლიანობის გამძაფრებული მოთხოვნით, ღირსების გამახვილებული გრძნობით.

            შრომით.შრომით.შრომით.

          • ანა კალანდაძე -99

          • ანა კალანდაძე -99

            როგორც ჩვენი წინაპრების ხმა და ხატება ჩვენდა შეუმჩნევლად აირეკლება ხოლმე და გამოისახება ჩვენში, ასევე ძველი ქართული ენის მადლიანი აჩრდილი თავს ადგას ახალს და მისგან განუშორებელია.

            განუშორებელია ქართული ენის მოუგერიებელი ხიბლი ანას პოეზიისაგან.

            99 წელი რა არის სიტყვის დიდოსტატისთვის, უშურველად, გამეტებულად რომ მიუძღვნი მაღალი სულიერი შინაარსის ყოველ სიტყვას.

            დღეს ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ნ.ბერძენიშვილი ანას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, 100 წლის იუბილის სამზადისსაც საფუძველი ჩაეყარა.

            მადლობა ,ქლბატონო ნათია, საინტერესო იდეებისთვის.

            მადლობა საბა ჯინჭარაძეს და სამრევლო სკოლის არაჩვეულებრივ ,პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულ ბავშვებს.

            აბა, არ გემშვიდობებით, შევხვდებით 100 წლის საიუბილეო საღამოზე.

          • პროექტი - "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება."

          • ნებისმიერი დროის ლიტერატურა თავისი თანამედროვე ეპოქის სარკეა.XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ ვითარებას ასახავს. ალბათ გვახსოვს, რით დამთავრდა საქართველოსთვის XVIII საუკუნე და რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ქართველი ერის ცხოვრებაში 1801 წელს. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური არსება, მოისპო. ამ საუკუნიდან ქართველ ერს თავისი სრული ცხოვრება აღარ ჰქონდა. მისი მოქმედება, აზრი, ფიქრი, მისწრაფება მარტო ერთ რამეში გამოიხატებოდა - სიტყვაკაზმულ მწერლობაში. იგი შეიქმნა ერთადერთი მხარე ცხოვრებისა, რომელიც ამ ცხოვრების ვითარების უტყუარი, ხელოვნური გამომხატველი იყო.

            სამრევლო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა გვამოგზაურეს მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონში და განახორციელეს პროექტი - "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება."

          • შეხვედრა ფილოსოფოს ავთანდილ ძამაშვილთან.

          • შეხვედრა ფილოსოფოს ავთანდილ ძამაშვილთან.

            თემა:კონსუმერიზმი, ყოფნა და ფლობა.გაუცხოება..

            ფიქრის გასაოცარი კულტურა, კრიტიკული აზროვნების მასტერკლასი, მსჯელობის , ანალიზის, პრობლემების იდენტიფიკაციის უიშვიათესი უნარები.

            მადლობა ყოველი წუთისთვის, მადლობა ნააზრევის ასეთი კულტურით მოწოდებისთვის, მადლობა ფიქრი რომ დაგვასაქმებინეთ.

            წარმატებები თქვენს არაჩვეულებრივ ელენესთან ერთად.

            ელენიკო, გვიყვარხარ და ამაყი ვარ თქვენით, თქვენ გამო