დღეს, სამრევლო სკოლის კედლებში, ისტორიის გაკვეთილს ცნობილი ისტორიული პერსონაჟები ესწრებოდნენ...
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე მინი პროექტი ,,მოიწვიე ისტორიული პერსონაჟები ისტორიის გაკვეთილზე "
ამრიგად, საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ, პასუხობდნენ და გაკვეთილს აკვირდებოდნენ როგორც ბერძენი,ასევე რომაელი პერსონაჟები :ჰეროდოტე ჰალიკარნასელი,ალექსანდრე მაკედონელი, არისტოტელე, დიოგენე,არგონავტები, იულიუს კეისარი,პომპეუსი,გლადიატორები,
ჰომეროსი ,ფერადკაბიანი,ულამაზესი დედოფლები..
მინი სპექტაკლის სახით,გავაცოცხლეთ ალექსანდრესა და დიოგენეს საინტერსო დიალოგები ,რასაც სიამოვნებით უსმენდნენ ბავშვები .
აღნიშნული პროექტის მიზანი : მოსწავლეებს თავად მოერგოთ ისტორიულ პერსონაჟთა როლები,შეერჩიათ შესაფერისი სამოსი, შეეგროვებინათ ინფორმაციები, თავად შეეტანათ ცვილებები მათ სტილსა და მოქმედებებში.
მოსწავლეებს განუვითარდებათ სააზროვნო, შემოქმედებითი უნარები და ვფიქრობ, მათთვის საინტერესო , სახალისო იქნება მსგავსი ხასიათის გაკვეთილები.
მადლობა მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის თითოეულ მოსწავლეს,
კლასის ხელმძღვანელსა და სკოლის დირექციას
მიყვარხართ და წინ კიდევ ბევრი იდეაა!