მისია
სკოლა ქმნის თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, სამართლიანი, გულისხმიერი და შემწყნარებელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
ხედვა
- სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
- უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით სკოლა აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
- უცხოური ენის გაძლიერებული სწავლებითა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
- პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ღირებულებები
- ღვთისა და მოყვასის სიყვარული;
- განვითარებაზე ორიენტირება;
- არაფორმალური განათლების გამოყენება ფორმალური განათლების მიზნების მისაღწევად;
- ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა;
- თანასწორობა
- მიუკერძოებლობა;
- თანაგანცდა და თანადგომა;
- ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
- გუნდური მუშაობა.
- გამჭვირვალობა და ღიაობა