20 მაისი...ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა...საოცრად ნიჭიერი ბავშვები, რომელთა გვერდით დგომით, მონდომებით , ინტერესითა და ძალისხმევით , სკოლის დირექტორის @ ირმა ჯიბუტის დიდი მხარდაჭერით სკოლაში ფუნქციონირებს STEM კლუბი . კლუბის წევრებმა რამდენიმე პროექტის ( "შუქნიშანი", "ჭკვიანი ურნა " და "სიგნალიზაცია " )) პრეზენტაცია განახორციელეს თანატოლებთან , უმცროსკლასელებთან და დიდი მოტივაციაც შეუქმნეს მათ.
STEM კლუბი
ბოლო ზარი
ტრენინგი თემაზე ”ემოციური რეგულაცია”.
ჩოხატაურის სამრევლო სკოლის 17-18 წლის მოსწავლეებისთვის „აზროვნების აკადემიაში” ჩატარდა ფსიქოლოგიური შინაარსის ტრენინგი თემაზე ”ემოციური რეგულაცია”.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გამოცდილების მიღების საფუძველზე მიიღეს ცოდნა და გადასინჯეს დამოკიდებულება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ემოციების მნიშვნელობა და ემოციების სუბიექტურობა; გამოცდილების განზოგადება და შეცდომები აზროვნებაში; გამოცდილებები, რომელიც გვათრიგერებს; ბრაზის მნიშვნელობა და გამოხატვის სუბიექტურობა, გამოცდილების, აღზრდის სტილის, ტემპერამენტის გავლენა აღქმაზე.
მონაწილეები გავარჯიშდნენ შეგრძნებებისა და ემოციების იდენტიფიცირებაში;
„აზროვნების აკადემია" ინტენსიურად თანამშრომლობს სკოლებთან და სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ფსიქოლოგიისა თუ ლიტერატურის მიმართულებით.
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება. "მეგობრობა გზად და ხიდად."
ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კომპანია ლიბო გრუპის დამფუძნებელსა და დირექტორს მარიამ დუდუჩავას, რომელიც სკოლის დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი გულშემატკივარია, მან უამრავი აქტივობა და ექსკურსია დაგვიფინანსა, მრავალგზის გაუხარებია ჩვენი სკოლის მოსწავლეების გული. იგი გახდა წლის სამრევლოელი და გვინდა მცირდი საჩუქრით გამოვხატოთ მადლიერება მის მიმართ.
დიდ მადლობას ვუხდით სასწავლო ცენტრ- პასკალის დამფუძნებელსა და დირექტორს,დავით ადამაძეს. რომელმაც საგანმამათლებლო სივრცე გახდა მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში.
ორგანიზაცია პასკალის სასწავლო ცენტრი აჯილდოებს მართმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს- ბერძენიშვული სოლომონი,მარიამ ჯინჭარაძე, თათია თოდრია,დაჩი მეგრელიშვილი ლიზი ჯინჭარაძე
ასევე აჯილდოებს ნიკო მარის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი ცინცაძეს robo cup junior euro 2024 ში მონაწილეობისათვის.
ჩვენი სკოლისათვის ქუთაისი ასოცირდება მერაბ კვიცარიძესთან,იგი ჩვენი მუდმივი გულშემატკივარი და მეგობარია,რომელიც ყოველთვის გვიჭერს მხარს,მადლობას ვუხდით ბატონ მერაბს დამოკიდებულებისთვის, უანგარობისთვის,უშურველად და გულწრფელად გაღებული სულის სითბოსთვის.
უყვარხართ სამრევლო სკოლას და ეიმედებით.
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის დიდ მეგობარს, რომელმაც დაიჯერა ჩვენი სკოლის მომავალი და არაერთხელ შეგვაშველა ხელი.
გვიყვარხართ , ბატონო ვლადიმერ და ვამაყობთ თქვენთან მეგობრობით.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ჯონი ბარამიძეს,რომელთანაც ჩვენს სკოლას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს და არაერთი სიკეთე გვახსოვს მისგან.
გვიყვარხართ და გემადლიერებათ ჩვენი სკოლა.
გვინდა,მადლობა გადავუხადოთ ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს,დეკანოზ გიორგი ჯიბუტს,რომელიც სკოლას გულშემატკივრობს მისი შექმნის დღიდან, დააფინანსა არაერთი პროექტი და ღონისძიება უამრავჯერ გაუფერადა დღეები ბავშვებს .მისი ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი სამრევლო სკოლასთან.
გვიყვარხართ ,მამა გიორგი და გვინდა , დღეგრძელი გვყავდეთ .
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის დიდ მეგობარს, რამაზ მსახურაძეს, ჩუმად კარგ კაცს,რომელიც ყვოველთვის გვერდით გვიდგას და არაერთ ბავშვს გაუფერადა დღეები.
გვიყვარხართ , ბატონო რამაზ და გვახებს ,რომ ჩვენს სკოლასთან მეგობრობთ.
მეგობრობისა და სიკეთის მაგალითს, სკოლის უპირობო გულშემატკივარს,მხარდამჭერს ,ქომაგს, იღუმენია მარიამს, ვუხდით მადლობას გაწეული შრომისა და გვერდით დგომისთვის.იგი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს ერთ საუკეთესო მასწავლებელსა და წლის საუკეთესო მოსწავლეს.
გვიყვარხართ, ვამაყობთ თქვენათან ურთიერთობით.
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მადლობას უხდის მამა თომას სახელობის საქველმოქმედო ფონდს გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვის, მოსწავლეების მოტივაციისათვის.
61
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება. "მეგობრობა გზად და ხიდად."
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება.
"მეგობრობა გზად და ხიდად."
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება. "მეგობრობა გზად და ხიდად."
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება.
"მეგობრობა გზად და ხიდად."
შემოქმედებითი საღამო- დაჯილდოება. "მეგობრობა გზად და ხიდად."
დაჯილდოება „მეგობრობა გზად და ხიდად“
ხელოვნების სასახლეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითი საღამო - დაჯილდოება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები. მათ ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
მერია ყოველთვის ეხმარება სკოლას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას გაწეული შრომისათვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
27
RoboCup JUNIOR EURO 2024 Georgia-chiatura
RoboCup JUNIOR EURO 2024
Georgia-chiatura
მინიფეხბურთი.2024
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ყველაზე მებრძოლი ბიჭების გამარჯვება მინიფეხბურთში.რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირის, მამუკა კალანდაძის ხსოვნას.
გილოცავთ, ჩვენო მიზანდასახულებო, დამსახურებულ I ადგილს!
2
“ტვინების ბრძოლა”, შიდა სასკოლო ეტაპი
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში, “ტვინების ბრძოლა”, შიდა სასკოლო ეტაპი
მონაწილეობა მიიღო სამივე ასაკობრივმა კატეგორიამ
პირველი ასაკობრივი კატეგორია U5- III, IV და V კლასი.
მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 -VI, VII და VIII კლასი.
მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.
ტვინების ბრძოლა • Battle of Brains
წარმატებები ბავშვებო
️ ,,რა,სად,როდის?"
️ ,,რა,სად,როდის?"
დღეს ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის თვითმმართველობამ ჩაატარა ვიქტორინა ,,რა,სად,როდის?" რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.
ვიქტორინაში მონაწილეობას მე-9 , მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდები იღებდნენ. დღემ შინაარსიანად და სახალისოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
7
22 აპრილი დედამიწის დღე
22 აპრილი დედამიწის დღე
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს სახალისო და საინტერესო აქტივობებით.
გავუფრთხილდეთ დედამიწას!
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლია. "
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას " ზონალური ეტაპი დასრულდა . ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის, უფროსი ასაკის გუნდები : "XI ჟამის მუშაკნი" 35 ქულა ; ,, მადლიერი სამარიელი "33 ქულა ; უმცროსი ასაკის გუნდი ,, მოწყალე სამარიტელი "32 ქულა , ნახევარფინალში გადავიდნენ .გილოცავთ ჩემო ბავშვებო ღირსეულ გამარჯვებას .წინ კიდევ რთული და საინტერესო ეტაპები გველოდება ,წარმატებებს გისურვებთ მადლობა ჩვენი სკოლის არაჩვეულებრივ მგალობლებს, ლალი მასწავლებელს
თავისუფალი გაკვეთილები.
დღე მე-2.
თავისუფალი გაკვეთილები.
1.მწერალთა სახლი.
საუბარი რეპრესირებულ მწერლებზე,სტუმრად რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში.
2.სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი.
3.წიგნის მუზეუმი.
4.პრესის მუზეუმი.
5.კოკო გამსახურდიას ლექცია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე.
6.აზროვნების აკადემია.
ტრენინგი თემაზე- ემოციური რეგულაცია.
7.თავისუფალი თეატრი.
15
პროექტი-"თავისუფალი გაკვეთილები"
დღე პირველი.
პროექტ-"თავისუფალი გაკვეთილების" ფარგლებში სამრევლო სკოლის მე-12 კლასელები ესტუმრნენ:
1.გალაკტიონის ბინა-მუზეუმს.
2.ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვაჟას კაბინეტში შეხვდნენ პროფესორებს ,ისაუბრეს ვაჟას შემოქმედებაზე.
3.ლიტერატურის ინსტიტუტში შეხვდნენ გალაკტიონოლოგ ნათია სიხარულიძეს.
4.მიხეილ ჯავახიშვილის ბინა -მუზეუმში ესაუბრნენ მწერლის შთამომავლებს.
5.მარჯანიშვილის თეატრში ნახეს თემურ ჩხეიძის სპექტაკლი.
მადლობა ჩემს ფანტასტიკურ მოსწავლეებს: სოფო ცხოიძეს, გიორგი ხუნდაძეს, მინდია ჟღერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ასკეცად დაგხვედროდეთ წინ, მიყვარხართ, მეამაყებით.
9
14 აპრილს საქართვლო ქართული ენის დაცვის - ,,დედა ენის" დღეს აღნიშნავს
14 აპრილს საქართვლო ქართული ენის დაცვის - ,,დედა ენის" დღეს აღნიშნავს.დედა ენის დღე 1990 წლიდან ყოველ 14 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შეირჩა.ზუსტად 46 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო. თუმცა, მასობრივმა საპროტესტო აქციამ მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
ამ დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ქართული ენის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, დაწყებით კლასებში მოეწყო ერთობლივი კითხვის დღეები, კონკურსები სხვადასხვა ნომინაციებში: ,,არა ბარბარიზმებს", ,,ვწეროთ ლამაზად", "ქართული მდიდარი ენაა".გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები.
14
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩავატარეთ კვირეული.
მე5 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და წარადგინეს
ასევე დარგეს ხეები და გაამწვანეს გარემო
კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება
მიყვარხართ ჩემო ბავშვებო
“ტვინების ბრძოლა”
“ტვინების ბრძოლის” ქალაქის ჩემპიონი და რეგიონის გამარჯვებული გუნდები
მე5 კლასი
მიყვარხართ