სასწავლო პროექტი
მომავლის პროფესია
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ეს პროფესია არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის პროფესიადაც შეგვიძლია აღვიქვათ.
სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ახლოს გაცნობოდნენ ამ უნიკალურ, ტრადიციულ საქმიანობას და გააცნობიერეს, რაოდენ ღირებულია, როცა სწავლობ იმას, რაც შენი ერისთვის გენეტიკური ნაწილია და ამავდროულად იცი, რომ ეს მომავლის პროფესიაა.
ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ჩოხატაურშივე, სოფელ ამაღლებაში, საოცარი ადგილია. ეს გახლავთ ღვინის სახლი, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ მკვიდრს, საინტერესო და კრეატიულ ადამიანს, ამირან დოლიძეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გულთბილი და უშურველი დახვედრისათვის. ასევე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი და ჩემი ბავშვების დიდი სიყვარული და პატივისცემა კობა დოლიძის ოჯახის მიმართ, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და ქართული, ნამდვილი, მამაპაპური მასპინძლობა გაგვიწია.
მადლობა ჩემს სკოლას მხარდაჭერისთვის!