• მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე გვიყვარხარ ,ჩვენო უწმინდესო

          • საოცრებამდე უსასრულოა განგება ღმრთისა( კათოლიკოს პატრიარქი ილია II) ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის სამრევლი სკოლის მეხუთე კლასი ულოცავს მის უწმინდესობას ,დაბადებიდან 90 ,აღსაყდრებიდან კი 45 წელს .მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე გვიყვარხარ ,ჩვენო უწმინდესო

          • შეხვედრები

          • სამრევლო სკოლის ბებიების კლუბისა და მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები ახალგაზრდებს შეხვდნენ, ისაუბრეს ლანა ღოღობერიძის მხატვრულ ფილმზე -"რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე".

            გაუზიარეს მოსწავლეებს გამოცდილება.

            საბჭოს წევრებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, დღეს არსებულ პრობლემებზე.

            იყო თაობებს შორის დისკუსია, დიალოგი, კვლავ შეხვედრის სურვილიც გამოითქვა.

            მადლობა მოსწავლეებს, საბჭოსა და კლუბის წევრებს საინტერესო და ღირებული დღისთვის.

             

             

             

             

             

             

          • საინტერესო გაკვეთილი

          • დღეს,რადგან მცირედნი იყვნენ კლასში,გაკვეთილი ჩემს კაბინეტში ჩავატარეთ ,საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა , ოთახი მოეწონათ ,საღვთო სჯულის კარგად სწავლა და მასწავლებლობაც დაისახეს მიზნად

          • ანა კალანდაძე

          • 15 დეკემბერი

            ანა კალანდაძე

            "მხოლოდ ის მამოძრავებს, რომ გავაღვიძოთ ჩვენი "მიძინებული", სიკეთისადმი განწყობილი ფიქრები, რათა საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დავკარგოთ."

            ... ჩვენთან დროებით იყო ... მოვიდა, ადამიანად ყოფნის ხიბლი დაგვანახა და იქ დაბრუნდა, საიდანაც ოდესღაც პოეზიის ღმერთმა გამოგზავნა, თან წაიღო მარადიული თაყვანისცემა მშობელი ხალხისა. ხოლო ჩვენ, ცოდვილ მოკვდავთ, დაგვიტოვა აურაცხელი საუნჯე, რასაც ვერაფერს დააკლებს ვერც ჟამთა სრბოლა და ვერც კაცთა ამპარტავნობა.

            ჩემი V კლასი

          • სამხრეთ საქართველოს კარიბჭე

          • სამრევლო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს შემაჯამებელი დავალება თემაზე- სამცხე-ჯავახეთი , როგორც ,,სამხრეთ საქართველოს კარიბჭე".

            მადლობას ვუხდი თითოეულ მოსწავლეს გაწეული შრომისათვის და ამავე სკოლის მე-9 კლასს ,რომლებმაც მოუსმინეს და შეაფასეს ისინი. 

          • მემორანდუმი

          • ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა , დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა და სამრევლო სკოლის რექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

            მადლობა ფონდს გაწეული ქველმოქმედებისთვის , ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, უამრავი საინტერესო ინიციატივისთვის.

          • კონკურსი - "Spelling Bee "

          • ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში 28 ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლის მარიამ ჯინჭარაძის ინიციატივითა და მე-12 კლასის დახმარებით ჩატარდა კონკურს - "Spelling Bee " - ს პირველი ტური.

            მასწავლებელი : მაკა კილასონია.

          • სკოლის სტუმრები

          • 26.ნოემბერი.2022 წელი.

            ეს დღე გამორჩეულად საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის.

            სკოლას ესტუმრა დიდი გულშემატკივარი, არაერთხელ ხელისშემშველებელი, მეგობარი, მეცენატი, ქართული კულტურის ქომაგი, მწერალთა კავშირის წევრი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ტრენერი მერაბ კვიცარიძე.

            ისაუბრა ქართველი მწერლების შემოქმედებაზე, უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.

            მათივე თხოვნით წაიკითხა საკუთარი ლექსები.ორი საათი როგორ ჩამოიმარცვლა ,ვერც კი შენიშნა აუდიტორიამ, ისეთი შთამბეჭდავი და შემოქმედებითი იყო ინტერაქცია სტუმართან

          • "ვეფხისტყაოსანს" წერს საქართველო".

          • 26.11.2022 წელი.

            ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ,სალომე ცინცაძემ ,მონაწილეობა მიიღო ქართული კულტურის ქომაგისა და ამაგდარის მერაბ კვიცარიძის პროექტში , "ვეფხისტყაოსანს" წერს საქართველო".

          • მოწვეული სტუმრები

          • სამრევლო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო განათლების მკვლევარი ნუცა კობახიძე და განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია შეხვდნენ.

            სტუმრებმა საინტერესოდ ისაუბრეს განათლების სისტემაზე, გაგვიზიარეს გამოცდილება, უპასუხეს შეკითხვებს.

          • ჩოხატაურის სამრევლო სკოლა

          • ჩოხატაურის სამრევლო სკოლა , მე-11 კლასის მოსწავლეები მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერს და ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, დეკანოზ გიორგი ჯიბუტს , პროქტის-არტისტული ყვავილების თავისუფალი გაკვეთილები-დაფინანსებისთვის, დაუვიწყარი და საინტერესო დღეებისთვის.

            პროექტის ფარგლებში ვიყავით რამდენიმე მუზეუმში,(გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში, ილუზიების მუზეუმში, ასევე ექსპერიმენტორიუმში დავესწარით ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებს ). შევხვდით პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს, დავესწარით სპექტაკლს რუსთაველის თეატრში.

            მადლობა მხარდაჭერისთვის, გულისხმიერებისთვის, თანადგომისთვის!

            წარმატებებს გისურვებთ ყოველ მნიშველოვან საქმიანობაში.

            არასოდეს დაგვავიწყდება ეს დღეები, ეს მხარდაჭერა.

            პატივისცემით მე-11 კლასი.