მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი :,,მწვანე გაკვეთილი"
ვიმსჯელეთ:
: როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე?!
:როგორ გავუფრთხილდეთ მცენარეებს?!
: რომელი მარადმწვანე მცენარეებია ჩვენთვის ცნობილი და სხვა.
მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს მათთვის საყვარელი მცენარეები და გაგვაცნეს თუ როგორ უნდა იზრუნონ და გაუფრთხილდნენ მათ.
დახატეს საინტერესო ნახატები, ინფორმაციული ჩანაწერებით .ერთმანეთს გავუზიარეთ გარემოზე ზრუნვის გზები და. ჯანსაღ,სუფთა გარემოში ცხოვრების აუცილებლობა. გავაცნობიერეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცენარეები ჩვენი ცხოვრებისთვის.
მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების აუცილებლობა.მცენარეთა მოვლის გზების დასახვა,დასწავლა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს,ნახატების,პრეზენტაციების,
მსჯელობისათვის...
თქვენ ხართ იმედი უკეთესი მომავლის!