ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ყველაზე მებრძოლი ბიჭების გამარჯვება მინიფეხბურთში.რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირის, მამუკა კალანდაძის ხსოვნას.
გილოცავთ, ჩვენო მიზანდასახულებო, დამსახურებულ I ადგილს!
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის ყველაზე მებრძოლი ბიჭების გამარჯვება მინიფეხბურთში.რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირის, მამუკა კალანდაძის ხსოვნას.
გილოცავთ, ჩვენო მიზანდასახულებო, დამსახურებულ I ადგილს!
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში, “ტვინების ბრძოლა”, შიდა სასკოლო ეტაპი
მონაწილეობა მიიღო სამივე ასაკობრივმა კატეგორიამ
პირველი ასაკობრივი კატეგორია U5- III, IV და V კლასი.
მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 -VI, VII და VIII კლასი.
მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.
ტვინების ბრძოლა • Battle of Brains
წარმატებები ბავშვებო
️ ,,რა,სად,როდის?"
დღეს ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის თვითმმართველობამ ჩაატარა ვიქტორინა ,,რა,სად,როდის?" რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.
ვიქტორინაში მონაწილეობას მე-9 , მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდები იღებდნენ. დღემ შინაარსიანად და სახალისოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
22 აპრილი დედამიწის დღე
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს სახალისო და საინტერესო აქტივობებით.
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას " ზონალური ეტაპი დასრულდა . ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის, უფროსი ასაკის გუნდები : "XI ჟამის მუშაკნი" 35 ქულა ; ,, მადლიერი სამარიელი "33 ქულა ; უმცროსი ასაკის გუნდი ,, მოწყალე სამარიტელი "32 ქულა , ნახევარფინალში გადავიდნენ .გილოცავთ ჩემო ბავშვებო ღირსეულ გამარჯვებას .წინ კიდევ რთული და საინტერესო ეტაპები გველოდება ,წარმატებებს გისურვებთ მადლობა ჩვენი სკოლის არაჩვეულებრივ მგალობლებს, ლალი მასწავლებელს
დღე მე-2.
თავისუფალი გაკვეთილები.
1.მწერალთა სახლი.
საუბარი რეპრესირებულ მწერლებზე,სტუმრად რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში.
2.სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი.
3.წიგნის მუზეუმი.
4.პრესის მუზეუმი.
5.კოკო გამსახურდიას ლექცია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე.
6.აზროვნების აკადემია.
ტრენინგი თემაზე- ემოციური რეგულაცია.
7.თავისუფალი თეატრი.
დღე პირველი.
პროექტ-"თავისუფალი გაკვეთილების" ფარგლებში სამრევლო სკოლის მე-12 კლასელები ესტუმრნენ:
1.გალაკტიონის ბინა-მუზეუმს.
2.ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვაჟას კაბინეტში შეხვდნენ პროფესორებს ,ისაუბრეს ვაჟას შემოქმედებაზე.
3.ლიტერატურის ინსტიტუტში შეხვდნენ გალაკტიონოლოგ ნათია სიხარულიძეს.
4.მიხეილ ჯავახიშვილის ბინა -მუზეუმში ესაუბრნენ მწერლის შთამომავლებს.
5.მარჯანიშვილის თეატრში ნახეს თემურ ჩხეიძის სპექტაკლი.
მადლობა ჩემს ფანტასტიკურ მოსწავლეებს: სოფო ცხოიძეს, გიორგი ხუნდაძეს, მინდია ჟღერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ასკეცად დაგხვედროდეთ წინ, მიყვარხართ, მეამაყებით.
14 აპრილს საქართვლო ქართული ენის დაცვის - ,,დედა ენის" დღეს აღნიშნავს.დედა ენის დღე 1990 წლიდან ყოველ 14 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შეირჩა.ზუსტად 46 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო. თუმცა, მასობრივმა საპროტესტო აქციამ მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
ამ დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ქართული ენის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, დაწყებით კლასებში მოეწყო ერთობლივი კითხვის დღეები, კონკურსები სხვადასხვა ნომინაციებში: ,,არა ბარბარიზმებს", ,,ვწეროთ ლამაზად", "ქართული მდიდარი ენაა".გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები.
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩავატარეთ კვირეული.
მე5 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და წარადგინეს
ასევე დარგეს ხეები და გაამწვანეს გარემო
კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება
მიყვარხართ ჩემო ბავშვებო
“ტვინების ბრძოლის” ქალაქის ჩემპიონი და რეგიონის გამარჯვებული გუნდები
მე5 კლასი
მიყვარხართ
"ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა."
14 აპრილი ქართული ენის დღეა
ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლის V კლასი დიდი სიამაყითა და სიყვარულით გამოეხმაურა ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმოადგინეს პროექტი: "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი."
"ჩემი სამშობლო მაღალია,
სხვისია ვრცელი!...
უფალთან ახლოს,-
ამიტომაც ,-უფროა ჩემი!"
საინტერესო პროექტი განახორციელეს ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ,რომლის ფარგლებშიც ისინი იმერეთის მხარეში მდებარე ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ. ჯერ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ- მუზეუმები დაათვალიერეს,მერე ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს, დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ,ბოლოს კი გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში მოსალოდნელი ამინდის დაკვირვებასაც დაესწრნენ.
რამდენიმე დღეში ისინი პრეზენტაციას მოაწყობენ და თავინთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ სკოლის სხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
მშობლიურ ენაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა!
ვწეროთ და ვისაუბროთ სწორად, ბარბარიზმებს არ მივცეთ უფლება, ჩვენი შესანიშნავი ქართული სიტყვები ჩაანაცვლონ!
გილოცავთ დედაენის დღეს!
დედაენა სახარებაა ბავშვებისა ,ამიტომ ერი და დედაენა ჩვენთვის ერთი და იგივეა..
დედაენის დღეს გილოცავთ
,,შენ სიძველით გმოსავს ძველი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი,
დიდი გზნებით ასე იყავ სავსე...“
გილოცავთ!
14 აპრილი დედაენის დღეა!
ენა ქართული-მოვლენილი მადლი ზეცისა,
ენა ქართული-საამო და საგალობელი!
გილოცავთ!
14 აპრილი დედაენის დღეა!
"ადამიანის ხასიათსა და გონებაზე თავისუფლად შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით."
VI კლასში განვახორციელეთ პროექტი "მზიანი დღე". ჩემდა გასაოცრად, ბავშვებმა ერთმანეთის გემოვნებასა და სიხარულზე იმაზე მეტად იფიქრეს, ვიდრე წარმოვიდგენდი.
უღრმესი მადლობა ამ საოცარი ბავშვების მშობლებს მხარდაჭერისთვის. მჯერა, ეს თაობა შეუძლებელს შეძლებს.
მიყვარხართ, ჩემო ციცინათელებო
ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრება მინი ფეხბურთში.სადაც მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები(V-VI-XI-XII ).
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.
მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით გადაეცათ სიგელები.
"ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს."
ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ჩვენს თავში კრუს ხიმენესი...
ჩემი მეცხრე
Powered by aSc EduPage