ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში 28 ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლის მარიამ ჯინჭარაძის ინიციატივითა და მე-12 კლასის დახმარებით ჩატარდა კონკურს - "Spelling Bee " - ს პირველი ტური.
მასწავლებელი : მაკა კილასონია.
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში 28 ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლის მარიამ ჯინჭარაძის ინიციატივითა და მე-12 კლასის დახმარებით ჩატარდა კონკურს - "Spelling Bee " - ს პირველი ტური.
მასწავლებელი : მაკა კილასონია.
26.ნოემბერი.2022 წელი.
ეს დღე გამორჩეულად საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის.
სკოლას ესტუმრა დიდი გულშემატკივარი, არაერთხელ ხელისშემშველებელი, მეგობარი, მეცენატი, ქართული კულტურის ქომაგი, მწერალთა კავშირის წევრი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ტრენერი მერაბ კვიცარიძე.
ისაუბრა ქართველი მწერლების შემოქმედებაზე, უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
მათივე თხოვნით წაიკითხა საკუთარი ლექსები.ორი საათი როგორ ჩამოიმარცვლა ,ვერც კი შენიშნა აუდიტორიამ, ისეთი შთამბეჭდავი და შემოქმედებითი იყო ინტერაქცია სტუმართან
26.11.2022 წელი.
ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ,სალომე ცინცაძემ ,მონაწილეობა მიიღო ქართული კულტურის ქომაგისა და ამაგდარის მერაბ კვიცარიძის პროექტში , "ვეფხისტყაოსანს" წერს საქართველო".
სამრევლო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო განათლების მკვლევარი ნუცა კობახიძე და განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია შეხვდნენ.
სტუმრებმა საინტერესოდ ისაუბრეს განათლების სისტემაზე, გაგვიზიარეს გამოცდილება, უპასუხეს შეკითხვებს.
კედლის მოხატვა--"ერთად გავალამაზოთ ჩვენი სივრცე."
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს
ჩოხატაურის სამრევლო სკოლა , მე-11 კლასის მოსწავლეები მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერს და ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, დეკანოზ გიორგი ჯიბუტს , პროქტის-არტისტული ყვავილების თავისუფალი გაკვეთილები-დაფინანსებისთვის, დაუვიწყარი და საინტერესო დღეებისთვის.
პროექტის ფარგლებში ვიყავით რამდენიმე მუზეუმში,(გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში, ილუზიების მუზეუმში, ასევე ექსპერიმენტორიუმში დავესწარით ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებს ). შევხვდით პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს, დავესწარით სპექტაკლს რუსთაველის თეატრში.
მადლობა მხარდაჭერისთვის, გულისხმიერებისთვის, თანადგომისთვის!
წარმატებებს გისურვებთ ყოველ მნიშველოვან საქმიანობაში.
არასოდეს დაგვავიწყდება ეს დღეები, ეს მხარდაჭერა.
პატივისცემით მე-11 კლასი.
დღე საინტერესო და მრავალფეროვანი.(ქიმიისა და ფიზიკის სახალისო გაკვეთილები.2.გალაკტიონის სახლ-მუზეუმი.3.სტუმრად პოეტთან.4.პრემიერაზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში.).
სამრევლო სკოლა დიდი სიყვარულით დახვდა თავის ღირსეულ ნანა მასწავლებელს.
"ის მამა შვილის დამღუპავი ყოფილა, რომელსაც შენისთანა ღვთის კაცი გამოუჩნდება შვილის გასაწურთნელად და არ გააწურთვნინებს. ნუ შეჯდება მწყერი ხესა, ნუ იქნება გვარი მისი, ჩემმა შვილმა კი წიგნი უნდა იცოდეს, შენი ჭირიმე! მომეცი ხელი, შენი კვნესამე!.. ერთი გემთხვიო!..."
მზიანი დღე
VI კლასი
საოცარი ბავშვები
დღეს უკვდავი დედაენის ავტორის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა! Სამრევლო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები.
Ჰქონდათ პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე .
კლასის ხელმძღვანელი :
თამარ მინდაძე
ნანუკა თავართქილაძე
სასწავლო პროექტი
მომავლის პროფესია
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ეს პროფესია არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის პროფესიადაც შეგვიძლია აღვიქვათ.
სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ ახლოს გაცნობოდნენ ამ უნიკალურ, ტრადიციულ საქმიანობას და გააცნობიერეს, რაოდენ ღირებულია, როცა სწავლობ იმას, რაც შენი ერისთვის გენეტიკური ნაწილია და ამავდროულად იცი, რომ ეს მომავლის პროფესიაა.
ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ჩოხატაურშივე, სოფელ ამაღლებაში, საოცარი ადგილია. ეს გახლავთ ღვინის სახლი, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ მკვიდრს, საინტერესო და კრეატიულ ადამიანს, ამირან დოლიძეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გულთბილი და უშურველი დახვედრისათვის. ასევე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი და ჩემი ბავშვების დიდი სიყვარული და პატივისცემა კობა დოლიძის ოჯახის მიმართ, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და ქართული, ნამდვილი, მამაპაპური მასპინძლობა გაგვიწია.
მადლობა ჩემს სკოლას მხარდაჭერისთვის!
სასწავლო პროექტი ,,აკაკის აკვანი”
V კლასი
,,ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე... ”
მედიაწიგნიერების კვირეული.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში სამრევლი სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებმა მედიაწიგნიერების სასწავლო პროცესში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გამოიყენეს მრავალი აქტივობა ინტერპრეტაციებსა და ფაქტებს შორის განსხვავების პოვნის უნარების განსავითარებლად, ისაუბრეს სოციალურ მედიაზე,მოამზადეს ქვიზი ყალბ ამბებზე.საინტერესოდ განახორციელეს აქტივობა-
წარდგენითი თამაში: ჩემი სიყალბე.დაამზადეს გზამკვლევი,მოიძიეს ვებ-გვერდები, რომლებიც ყალბ ამბებს აბათილებენ.
საინტერესო იყო ჯგუფური შეჯიბრი, ონლაინკვლევა, პრეზენტაციები.
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
მე-9 კლასმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს ედვარდ ჰეილის მოთხრობა "უსამშობლო კაცი" განიხილა, მუზეუმის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მონაწილეობამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა მსჯელობა.ვფიქრობ,
მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვიდა, რაც თბილმა გარემომც განაპირობა საინტერესო თემასთან ერთად.
მადლობას ვუხდით მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს ყოველი სიტყვისთვის, საინტერესო და შინაარსიანი დიალოგისთვის, მე და ჩემს მოსწავლეებს ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება.
ექსპერიმენტორიუმი
სამეცნიერო მუზეუმი
ექსპერიმენტორიუმი
სამეცნიერო მუზეუმი. მე-8 კლასი
პროექტი საგურამოში - "დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა".
პროექტი საგურამოში - "დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა".
სტუმრად მუზეუმში
გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული მარცვლეული კულტურა ღომი იყო,რომელიც დღეს მივიწყებულია. სწორედ ამ კულტურის უკეთ გასაცნობად
მე -3 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ჩოხატაურის ნ.ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია ის შრომითი იარაღები, რომლებიც გამოიყენებოდა ღომის დასამუშავებლად. ასევე ბავშვებმა ნახეს მუზეუმის ეზოში დათესილი მარცვლეული ღომი.
მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს გულთბილი დახვედრისათვის ,საინტერესო ინფორმაციისა და ამ კულტურის წარმოჩენისათვის.
ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები
სამრევლო სკოლის მე-7 კლასი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ეწვია და მათი საყვარელი წიგნები გააცოცხლა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ,სკოლის დიდიხნის მეგობრებმა, თავიანთი სულის სითბო აჩუქეს ბავშვებს, საინტერესო დღეც შედგა.
მადლობა მათ პოზიტიური გარემოსთვის, მასპინძლობისთვის, თანამშრომლობისთვის, სამომავლო გეგმებისთვის.
მადლობა ჩვენს ნიჭიერ მეგობარს იამზე ვაჩეიშვილს თანადგომისთვის.
Powered by aSc EduPage